ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა. ამჯერად, კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ყველა ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ფრანგი, სერბი, უნგრელი და იტალიელი მეტოქეები დაამარცხა, ფინალში კი ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს 44 წამში იპონით აჯობა. ტატო ევროპის ჩემპიონი კარიერაში უკვე მესამედ გახდა. საქართველოს აქტივში […]

ფიტარეთის მონასტრისა და ხულუტის ციხე-დარბაზში ინფო ტური მოეწყო

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის მხარდაჭერით მდინარე ხრამის ხეობაში ინფო ტური მოაწყო. ღონისძიების მიზანს ორი უმნიშვნელოვანესი ძეგლის – ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების – ფიტარეთის მონასტრის და ხულუტის ციხე-დარბაზის პოპულარიზაცია წარმოადგენს საზოგადოების ფართო წრეებში, ასევე, მდინარე ხრამის ხეობაში ტურისტული და კულტურული მარშრუტების განვითარებისთვის ხელის შეწყობა. ტურში მონაწილე სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა, გიდებმა, […]

პაატა მანჯგალაძე – ყველამ იცოდეს, რომ „ქართული ოცნების“ 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“

კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს არა საქართველოს ინტერესების დაცვას, არამედ საქართველოს ქართველებისგან დაცლის მხარდაჭერას და ყველაზე მთავარი, ყველამ იცოდეს, რომ „ქართული ოცნების“ 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს: „კი რუსულ კანონს, არა ევროპას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლების 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ მხარს უჭერ და მოგწონს „სიღარიბე, უმუშევრობა […]

კრასნოდარში, დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

კრასნოდარში, დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს. „მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმა სცადეს. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი და სერიოზული დაზიანებები არ არის“, – აცხადებს ვენიამინ კონდრატიევი. სლავიანსკის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელის, რომან სინიაგოვსკის ცნობით, Slavyansk ECO-ს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო – ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო […]

კახეთსა და სამეგრელოში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით ბზის მოჭრაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს. კონტროლის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა და დაამზადა ბზის 203 ერთეული ტოტი. უკანონოდ მოპოვებული ბზა დაილუქა. შედგა […]

“ჰეროინი”, “ალფა პვპ”, “მდმა”, “მეტადონი” – ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 18 პირი, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორი. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები, ფული და ელექტროსასწორები, საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას აღმოჩენილი იყო “ჰეროინი”, “ალფა პვპ”, “მდმა”, “მეტადონი” და სხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო – ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის […]

ნაუსედა: საქართველო არ უახლოვდება, პირიქით, შორდება ევროპულ იდეებს

სამწუხაროდ, ის მოვლენები, საკანონმდებლო ცვლილებები რაც იგეგმება, ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი ახლო ქვეყანა, საქართველო არ უახლოვდება, პირიქით, შორდება ევროპულ იდეებს. ეს ნამდვილად ქმნის დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის გზის შეუფერხებლად გასაგრძელებლად. ამიტომ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ.

ნაუსედა: საქართველო კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ლიეტუვაში პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, თუ როგორ შორდება საქართველო ევროპულ იდეალებს – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. “ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან – სამწუხაროდ, საქართველოში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – ისრაელის სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე ორი პალესტინელი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე ორი პალესტინელი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს, – ამი შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ორმა შეიარაღებულმა პალესტინელმა ქალაქ ჯენინთან ახლოს მდებარე სალემის საგუშაგოზე ისრაელელი სამხედროების წინააღმდეგ ცეცხლი ავტომობილიდან გახსნეს. ისრაელელი სამხედროების საპასუხო ცეცხლის შედეგად, ორივე თავდამსხმელი გარდაიცვალა. ინციდენტის შედეგად ისრაელელი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან.