ფრიდონ ინჯია – დარწმუნებული ვარ, ერთი ადამიანი ვერ მოიძებნება სვანეთში, ვისთვისაც მიუღებელი არ იქნება ის უზნეობა, რისი თავს მოხვევის მცდელობაცაა დღეს მსოფლიოში

სვანებმა ბევრი რამ გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველო თავისი ტრადიციებით ასეთი მრავალფეროვანი იყოს. მათ თავის­ დროზე ერთობლიობით მედგრად დაიცვეს საკუთარი სიწმინდეები, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ მესტიაში განაცხადა, სადაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კონსტიტუციურ კანონპროექტებში ცვლილებებთან დაკავშირებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა […]

შალვა პაპუაშვილი სენატორების წერილზე: „ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია ასეთი პოზიციები“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა 14 ამერიკელი სენატორის წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. „ამდენი მოწოდების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის ან სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული. ჩვენ ვიცით, რომ „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ არ ასაჯაროებს, რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში […]

ღარიბაშვილი: 29-ში დიდი შეკრება გაიმართება, სადემონსტრაციო შეკრება წინასაარჩევნოდ

რაც შეეხება ჩვენს შეკრებას, 29-ში ძალიან დიდი შეკრება გაიმართება რუსთაველზე, სადაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მიმართავს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ჩვენი გუნდის მიერ, რადგან ხალხში მართლაც არსებობს ძალიან ძლიერი ინტერესი და სურვილი, რომ გამართულიყო ასეთი შეკრება ჩვენი პარტიის. ეს ერთგვარი, ასე ვთქვათ, სადემონსტრაციო შეკრებაც […]

მინდა ჩემი ღირებულებების ევროპა, თუ მიმიღებ, უნდა მიმიღო ღირსებით და პატივით, არა სირცხვილით, დამცირებით და მითითებებით – ასე ვიყავით კომუნისტების დროს, რასაც იტყოდა მოსკოვი, ის იყო ყველასთვის საქმე – მამა შალვა კეკელია

მინდა ჩემი ღირებულებების ევროპა, თუ მიმიღებ, უნდა მიმიღო ღირსებით და პატივით, არა სირცხვილით, დამცირებით და მითითებებით – ასე ვიყავით კომუნისტების დროს, რასაც იტყოდა მოსკოვი, ის იყო ყველასთვის საქმე – მამა შალვა კეკელია „ადამიანები მოგვიწოდებენ ცოდვის დაკანონებისკენ. მე წამაკითხეს გუშინდელი ევროკავშირის განცხადება პირდაპირ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვერ მიიღებთ. წარმოიდგინეთ, ამას გვეუბნებიან და ქრისტიანი ადამიანი […]

„საბრძოლო განწყობაა, რთული ვითარებაა, ამიტომ საჭიროა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდად და სტაბილურად განვითარება გაგრძელდეს, საფრთხეები და რისკები არსად წასულა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„საბრძოლო განწყობაა, რთული ვითარებაა, ამიტომ საჭიროა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდად და სტაბილურად განვითარება გაგრძელდეს, საფრთხეები და რისკები არსად წასულა“ – ირაკლი ღარიბაშვილი საბრძოლო განწყობაა, რთული ვითარებაა, ამიტომ საჭიროა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდად და სტაბილურად განვითარება გაგრძელდეს, საფრთხეები და რისკები არსად წასულა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა, სადაც მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდა. […]

„სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 28 სასაზღვრო ბოძი განთავსდა“ – სომხური მედია

„სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 28 სასაზღვრო ბოძი განთავსდა“ – სომხური მედია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 28 სასაზღვრო ბოძი განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას armenpress-ი ავრცელებს. როგორც მედია იუწყება, აღნიშნული სამუშაოები გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე კოორდინატების გარკვევის სამუშაოების ფარგლებში ჩატარდა. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ეს არის დაგეგმილი სამუშაოების დაახლოებით 35%. ამასთან, აზერბაიჯანისთვის სოფლების […]

ღარიბაშვილი 14 სენატორის წერილზე: არასწორი აღქმებით არის განსაზღვრული შინაარსი და პათოსი

რაც შეეხება წერილს, მეც გავეცანი ამ წერილის შინაარს: რა თქმა უნდა, სამწუხარო, რომ არასწორი აღქმებიდან არის გამომდინარე ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. მე ერთს დავამატებდი, საჭირო არის გაგრძელდეს დიალოგი და კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან და უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი, ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რამე უჩვეულოს არ აკეთებს. გუშინ, 26 აპრილს ამერიკის ხმამ […]

მეცნიერება, განათლება, მედიცინა – AI-ს ყველა სექტორზე ექნება გავლენა – PulsarAI

საქართველოში ერთ-ერთი პირველი AI სტარტაპის, PulsarAI-ის თანადამფუძნებელი სოფო ჭყოიძე, BMGDrive-ის ეთერში ხელოვნური ინტელექტის სწრაფი ტემპით განვითარებასა და ამ პროცესის სასარგებლო მხარეებზე საუბრობს. მისი თქმით, AI საშუალებას მოგვცემს, რომ ნებისმიერ ინდუსტრიაში, აქამდე არსებული ბარიერები მარტივად დავძლიოთ. “ხელოვნური ინტელექტი ექსპონენციალურად იზრდება და არ მგონია, რომ ამას დასასრული აქვს – შესაძლებლობები, რომლებსაც AI გვაძლევს, უსასრულოა. აშშ-ის მაგალითზე, იქ […]

ღარიბაშვილი სენატორების წერილზე: არასწორი აღქმებიდან არის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი სენატორების წერილს ეხმაურება, რომელიც მათ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს რუსულ კანონთან დაკავშირებით გაუგზავნეს. ღარიბაშვილის თქმით, სენატორების წერილში “არასწორი აღქმებიდან არის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული”. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ საჭიროა, მმართველმა პარტიამ “დაარწმუნოს ამერიკელი და ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს”. “ჩემი სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ […]

შალვა პაპუაშვილი – გამჭვირვალობას ყველაზე მეტად გაურბის ის, ვინც რაღაცას მალავს – თუ დავუფიქრდებით, ვინც ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ამ კანონის, მათ უკან აღმოვაჩენთ იმ ფონდებს, რომლებიც თავიანთ ფულს საქართველოში მალავენ

როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს, ეს წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ასეთ მომენტში რჩება აღქმა, რომ სინამდვილეში პრობლემაა არა კანონთან დაკავშირებით და მის ღირებულებებთან შესაბამისობაში, არამედ პრობლემაა, რომ არსებობენ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებსაც არ უნდათ, საჯარო გახდეს მათი ფინანსები. „არგუმენტები ვერ სახელდება. ყველა განცხადებაში ერთადერთი […]