ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად დაშავებულ აქციის მონაწილეებს სასწრაფო ბრიგადის ჯგუფები პირველად დახმარებას უწევენ

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად, რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა. აქციის სხვა მონაწილეებმა დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებში გადაიყვანეს და მათ ახლა პირველადი დახმარება უტარდებათ. საქართველოს პარლამენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული.
მერია: პარლამენტთან შეკრება არასანქცირებულია, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან

პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას თბილისი მერია ეხმაურება და აცხადებს, რომ შეკრება არასანქცირებულია. თბილისის მერია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. „მიმდინარე წლის 22 აპრილს თბილისის მერიას წერილით მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით. შეკრების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დაგეგმეს სამზადისის დაწყება სამი დღით ადრე და მოითხოვეს […]
EURO 2024-მდე თითქმის 50 დღე რჩება

გერმანიაში ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის (EURO 2024) დაწყებამდე თითქმის 50 დღე რჩება. შეჯიბრი, რომელიც ბერლინში, კელნში, მიუნხენში, ფრანკფურტში, ჰამბურგში, დორტმუნდში, ლაიფციგში, გელზენკირხენში, შტუტგარტსა და დიუსელდორფში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, სტარტს გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით მიუნხენის ალიანს არენაზე აიღებს. ოცდაოთხი გუნდი 4 გუნდისგან შემდგარ ექვს ჯგუფში იასპარეზებს. თითოეულ ჯგუფში საუკეთესო ორი გუნდი და მესამე […]
თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას არასანქცირებულს უწოდებს

თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას არასანქცირებულს უწოდებს. მერია ამბობს, რომ 27-დან 30 აპრილამდე ტერიტორია ქართულ ოცნებას აქვს დაკავებული. “მიმდინარე წლის 22 აპრილს თბილისის მერიას წერილით მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით. შეკრების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დაგეგმეს სამზადისის დაწყება სამი დღით ადრე და მოითხოვეს კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა […]
პოლიციამ ჭიჭინაძეზე ხალხის დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა, თუმცა ადგილი არავინ დატოვა

პოლიციამ ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, თუმცა მათ ადგილი არ დატოვეს. ადგილზე მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორისაც. პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ქუჩა გაათავისუფლონ. მანამდე პოლიციამ რუსთაველის გამზირის მხარეს გამოიყენა, სავარაუდოდ, გაზი, რის გამოც რამდენიმე ადამიანს სასწრაფო დახმარება დასჭირდა. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.
„რობოკოპებმა“ პარლამენტის ორ გვერდითა მხარეს დაიკავეს ტერიტორია, არიან თავისუფლების მოედანზეც

ამავე დროს, გდდ-ს თანამშრომლები განლაგებულები არიან თავისუფლების მოედანზეც. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. „აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს“, – აცხადებს შსს. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის […]
პარლამენტთან აქციაზე ტვ პირველის ოპერატორი დაშავდა – ამბობს ტელევიზია

ტელეკომპანია „პირველი“ იუწყება, რომ პარლამენტთან დემონსტრაციაზე პოლიციის მიერ სპეციალური საშუალების გამოყენებისას მათი ოპერატორი დაშავდა. „[ოპერატორ] ნიკო კოკაიას პოლიციელმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი სახეში შეასხა“, – წერს ტვ პირველი. ტელეარხის ცნობით, ოპერატორს ამ წუთებში სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ნაძირალა პოლიტიკოსები დაიმალნენ, ტელევიზორთან მოკალათდნენ და ეს გზააბნეული აქტივი მიუშვეს ნებაზე, იციან ხვალინდელი დღის ეფექტი, მათი გარდაუვალი მარცხი და ყველაფერს კადრულობენ, რომ მსხვერპლის როლი მოირგონ!
ნაძირალა პოლიტიკოსები დაიმალნენ, ტელევიზორთან მოკალათდნენ და ეს გზააბნეული აქტივი მიუშვეს ნებაზე, იციან ხვალინდელი დღის ეფექტი, მათი გარდაუვალი მარცხი და ყველაფერს კადრულობენ, რომ მსხვერპლის როლი მოირგონ! ესენი არიან მშვიდობიანი აქტივისტები?! რა უნდათ პოლიციასთან , რატომ პროვოკატორობენ? – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის წინ არასამთავრობოების და რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს. მისი […]
მერია: პარლამენტთან აქცია არასანქცირებულია, ოცნებამ სამზადისი 3 დღით ადრე დაიწყო

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქცია “არასანქცირებულია”. მერია მოუწოდებს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, “თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან” და მისცენ ქართული ოცნების კონტრაქციის ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა. “მიმდინარე წლის 22 აპრილს თბილისის მერიას წერილით მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით. შეკრების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დაგეგმეს სამზადისის […]
“გოგოშკებო”, ეგენი, შიგ ევროპაში არა და, შიგ ტრ…ში იჭრევინებიან“ – ხათუნა ხოფერია აქციის მონაწილეებზე

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია აქციის მონაწილეებზე: ,,გაესაუბეთ ვინმე და კითხეთ რა უნდებლარიენ?.. რას დაპორწიალობენ რელსებიდან გადასული მატარებელივით?!😂😂😂იმ სვეცკებზე ვგიჟდები, სატასაოდ რომ გავიდნენ ვინცხას ჯინაზე და ლეღვის ფოთოლივით რომ აეფარნენ, ახლა, ვაშაძის კოლექტიურ ლაზარეებს და ყაბალახიან ვიღაცას…😂😂😂 “გოგოშკებო”, ეგენი, შიგ ევროპაში არა და, შიგ ტრ…ში იჭრევინებიან😂😂😂 ვაი თქვენ პატრონს!🤣🤣🤣”