რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული. ოჯახის ინფორმაციით, იგი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი. ასევე უცნობია, ჯამში რამდენი ადამიანი დააკავეს აქციაზე. რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია გრძელდება. პოლიციამ მათ დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

ომბუდსმენი შსს-ს: არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა, არ გამოიყენოთ ძალა

საქართველოს სახალხო დამცველი შსს-ს მიმართავს, არ გამოიყენოს ძალა პარლამენტთან მიმდინარე შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ. ასევე, ომბუდსმენი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. “სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა […]

ომბუდსმენი მიმართავს შსს-ს, არ გამოიყენოს ძალა შეკრების მონაწილეების მიმართ

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 28 აპრილის აქციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ამ დროისთვის (00:30) არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს. იოსელიანი მოუწოდებს შსს-ს არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ და არ შეუშალოს ხელი მათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. “სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია […]

არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე (29 აპრილი, 00:30სთ) არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა. ომბუდსმენი შსს-ს მიმართავს, არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. „სახალხო დამცველი თვალს ადევნებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც სიტუაცია პერიოდულად იძაბება, ჩნდება აქციის […]

არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის წინაპირობა – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა. „საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია დემონსტრაციის ადგილის სამ გასასვლელთან (ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და თავისუფლების მოედნის მხრიდან რუსთაველის გამზირზე). მათ შორის, აღჭურვილნი არიან სპეციალური აირწინაღებით. ეს ყოველივე აჩენს ვარაუდს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს გამოიყენოს […]

მსოფლიო ეკონომიკური სამიტის მასპინძელი – საუდის არაბეთი – თვლის რომ მსოფლიო ღაზაში დამარცხდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე, რომელსაც ესწრებიან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების შუამავლების უმეტესობა, საუდის არაბეთმა 28 აპრილს განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა წარუმატებელია ღაზაში და გაიმეორა თავისი მოწოდება, პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნისკენ. საუდის არაბეთის მიერ ორგანიზებული ამ შეხვედრის პირველ დღეს სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფეისალ ბინ ფარჰანმა განაცხადა, რომ „ვითარება ღაზაში, რა თქმა უნდა, კატასტროფულია ყველა […]

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს

,მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია სად გადაიყვანეს ის.

მოვუწოდებთ შსს-ს, არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით – საია

საია განცხადებას ავრცელებს: ,,ამ დროისთვის (00:08) არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა. საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია დემონსტრაციის ადგილის სამ გასასვლელთან (ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და თავისუფლების მოედნის მხრიდან რუსთაველის გამზირზე). მათ შორის, აღჭურვილნი არიან სპეციალური აირწინაღებით. ეს ყოველივე აჩენს ვარაუდს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის, […]

პარლამენტთან რკინის დამატებითი ჯებირები მიიტანეს – დაამატეს სამართალდამცავთა ჯგუფებიც

საქართველოს პარლამენტთან რკინის დამატებითი ჯებირები მიიტანეს. ჯებირები უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ, იმ პერიმეტრზე დაამატეს, სადაც “ქართული ოცნების” ორგანიზებით ხვალ დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით სცენაა დამონტაჟებული. აღსანიშნავია, რომ რკინის ჯებირების გარდა, დაამატეს ცოცხალი ძალაც – ადგილზე სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი რამდენიმე რიგადაა განლაგებული. პარლამენტთან მომიტინგეები ამ დრომდე რჩებიან. მათ წინააღმდეგ შსს-მ ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენჯერმე გამოიყენა.

თბილისის მერია – აქციის მონაწილეების პარლამენტთან დღევანდელი შეკრება არის არასანქცირებული – 27- 30 აპრილამდე პარლამენტის ტერიტორია დაკავებული აქვს „ქართულ ოცნებას“

თბილისის მერია პარლამენტის შენობასთან მყოფ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, “თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა”. მათივე განცხადებით, აქციის იმ მონაწილეების, შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული. „მიმდინარე წლის 22 აპრილს თბილისის მერიას წერილით მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან […]