57 დიპლომატის განცხადება: ოცნების გადაწყვეტილებებმა 180 გრადუსით შემოატრიალა საგარეო კურსი

57 ქართველი დიპლომატი რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა 180 გრადუსით შემოატრიალა ქვეყნის საგარეო კურსი. დიპლომატები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. მათივე თქმით, ხელისუფლება პირდაპირ ესხმის თავს ქვეყნის მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს – შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს. დიპლომატების განცხადება სრულად: “ჩვენი ქვეყანა ბევრჯერ ყოფილა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების […]

ადგილი, სადაც თქვენს ფანტაზიებს დაბეჭდავენ – „პრინტარეა“ იდეებს რეალობად აქცევს

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში პოლიგრაფიული სერვისები სწრაფად განვითარდა როგორც ტექნოლოგიური, ისე სერვისების მრავალფეროვნების კუთხით, რასაც ერთი მხრივ, მომხმარებლის გაზრდილმა მოთხოვნებმა შეუწყო ხელი, ხოლო მეორე მხრივ – მაღალმა კონკურენციამ. ინტერესი მზარდია როგორც პერსონალური, ისე კომერციული მიზნებისთვის გათვლილი პოლიგრაფიის მიმართ, პროდუქციის ასორტიმენტი კი სულ უფრო ფართოვდება. პრინტარეა ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო ბეჭდვითი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა […]

მამუკა მდინარაძე სალომე სამადაშვილს – ქალბატონო, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? თქვენ გკითხოთ, გავიცინებ თუ არა სისულელეებზე?

რას იჯღანები? – ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის, ამ დრომდე, სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. „მე მომმართავ? ქალბატონო, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? თქვენ გკითხოთ, გავიცინებ თუ არა სისულელეებზე?“- უპასუხა სალომე სამადაშვილს […]

ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილს მიკროფონი გაუთიშა, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან პროტესტის შემდეგ კი, კომიტეტის თავმჯდომარემ მას დარბაზი დაატოვებინა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთი დეპუტატი „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევა. „დატოვეთ დარბაზი. მანდატურს ნუ აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, დატოვეთ დარბაზი!“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა. იქამდე სალომე სამადაშვილმა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რადგან კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატს კითხვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცა. „პირველი მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დაკარგონ უვიზო […]

„საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამას უკვე 16 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს

„საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამას კიდევ ერთი პარტნიორი – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) შეუერთდა. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის „საქართველოს ბანკი“ შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. „სწორედ ამ მიზნით, რამდენიმე თვის წინ ბანკმა სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს უკვე 16 პარტნიორ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. სტიპენდიების კონკურსში მონაწილეობის […]

გვებრძვის ყველა: აშშ-ს სახდეპი, სენატორთა ნაწილი, ევროპარლამენტი. გუშინ ამ ბრძოლას რუსეთის სათათბიროს ადგილობრივი დიდი მეგობარი-პარტიაც შეუერთდა

„ჩვენს საწინააღმდეგო მხარეს მყოფ გამომხმარ და უნაყოფო ძალებს ხშირად „ბავშვებს” უწოდებენ – განსხვავებით იმ ავღანეთში მებრძოლი ამერიკელი სპეცნაზელისაგან, ვისთვისაც კალაშნიკოვით ხელში მოზარდი არა „ბავშვი,” არამედ ტერორისტია. დღეს ასეთ ტერორისტებად ჩვენს ბავშვებს სწორედ „უნაყოფო ლეღვიშვილები” ზრდიან“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „მესამე მსოფლიო ომი ასეთიც უნდა ყოფილიყო […]

დღეს, რუსთაველზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება

დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით […]

რუსული კანონის მეორე საკომიტეტო განხილვიდან სალომე სამადაშვილიც გააგდეს

რუსული კანონის მეორე საკომიტეტო განხილვიდან „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილიც გააძევეს. მანამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ანრი ოხანაშვილმა დეპუტატები თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ვაშაძე გააძევა. რუსული კანონის მეორე საკომიტეტო განხილვა, რომელიც 09:00 საათზე დაიწყო ხმაურიან რეჟიმში მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს სიტყვას აწყვეტინებს და მიკროფონს უთიშავს თუ მისი შეფასებით, გამოსვლის მიზანი კონკრეტულ მუხლთან […]

“დღევანდელი აქცია არის იძულებით მოყვანილი ადამიანების აქცია” – ვაშაძე ოცნების კონტრაქციაზე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი დღევანდელი კონტრაქცია არის იძულებით მოყვანილი ადამიანების აქცია. მისი თქმით, ქართველი ერი ქვეყანაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს არასდროს არ დაუშვებს. “ეს არის კონტრაქცია და აბსოლუტური სისულელე. იცოდეთ, რომ ხალხის წინააღმდეგ მოქმედ ხელისუფლებას განაჩენს ხალხივე გამოუტანს. ნამდვილი აქცია იყო გუშინ, ქართულ-ეროვნული მუხტის ზეიმი. მადლობა ყველას, ვინც […]

რუსული კანონის განხილვისას კომიტეტის სხდომიდან კორძაია და სამადაშვილი გააძევეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვის დროს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს – თამარ კორძაიას და ლელოს წევრს, სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა. კორძაია სხდომის დროს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ციტირებდა, ხოლო სამადაშვილი ამბობდა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს შესაძლოა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდეს, რა დროსაც, ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა. სამადაშვილმა საუბარი მიკროფონის გარეშე გააგრძელა, […]