მედია: პოლიციამ სექსუალური ძალადობის საქმეზე ჟერარ დეპარდიე დააკავა

ფრანგული მედიის ცნობით, ჟერარ დეპარდიე პოლიციამ დააკავა. ინფორმაციის თანახმად მსახიობი სექსუალური შევიწროების საქმეზე პოლიციაში დაკითხვაზე იყო მისული. რის შემდეგაც დეპარდიე სამართალდამცავებმა დააკავეს. დამატებითი დეტალების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ არის. ჟერარ დეპარტიეს სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურებაში ათობით ქალი სდებს ბრალს, მათ შორის, ელენ დარასი, რომელიც დეპარდიესთან ერთად 2007 წელს ფილმ “დისკოზე” მუშაობდა. ასევე, სავარაუდო მსხვერპლებს […]
28 მაისიდან ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსლვა იმოქმედებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს 28 მაისიდან ჩინეთში უვიზოდ გამგზავრებისა და ქვეყანაში ზედიზედ 30 დღის გატარების საშუალება ექნებათ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოი ციენმა შეხვედრაზე ისაუბრეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას”. “საქართველოსა და ჩინეთს […]
დავით უსუფაშვილმა კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვა

დავით უსუფაშვილს რუსულ კანონთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მისცა და სიტვყა გააწყვეტინა მაშინ, როდესაც ის კანონის მიზანთან დაკავშირებით კითხვას სვამდა. „მეუხერხულება კიდეც კომენტარი – მე ხუთი წამიც არ მაცადა საუბარი, შემდეგ თავის კოლეგას წუთნახევარი მისცა და ბოლოში უთხრა, რომ გირთავთ მიკროფონს, თქვენც სხვა რამეზე საუბრობთო, ანუ სხვა რამეზე საუბარი ოპოზიციას 5 წამი […]
მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან – ზურაბ ჩხაიძე

KTW ჯგუფის დამფუძნებლის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ დასავლური კურსის გასამყარებლად არაერთი გამარჯვება მოიპოვა და ქვეყანაში სტაბილური, გამჭვირვალე, თავისუფალი ბიზნეს გარემოა. ბიზნესმენი პირდაპირ არ ახსენებს ე.წ. რუსულ კანონს, თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან. „დასავლური ღირებულებები ის ქვაკუთხედია, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აერთიანებს. ევროპელობა არათუ ჩვენი არჩევანი, […]
The Sun: ირლანდიის ნაკრები სანიოლის პასუხს ელოდება

ირლანდიის ფეხბურთის ფედერაცია მთავარი მწვრთნელის ძებნას აგრძელებს, ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი “მწვანეებისთვის” ერთ-ერთი პრიორიტეტული კანდიდატია და ფედერაცია ფრანგისგან საბოლოო პასუხს ელოდება. მეტიც, გამოცემა ამტკიცებს, რომ ირლანდიის ფეხბურთის ფედერაცია მთავარ მწვრთნელს იქამდე არ დანიშნავს, სანამ სანიოლის პოზიციას არ მოისმენს. შეგახსენებთ, ირლანდიის ნაკრებს ამჟამად დროებით ჯონ ოში წვრთნის.
ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს – სამარცხვინო განცხადებები გაქვთ, ხმას როგორ იღებთ საერთოდ რუსეთთან დაკავშირებით – ომის შემდეგ თქვენი ბელადი ლარსზე იდგა და ესალმებოდა ოკუპანტებს

ქალბატონო ანა, სამარცხვინო განცხადებები გაქვთ. ხმას როგორ იღებთ საერთოდ რუსეთთან დაკავშირებით – შემოუძეხით აქ მტერს, ეს ერთი, მეორე, 2008 წელს რეზოლუციას დაუჭირეთ მხარი და გმირ ჯარისკაცებს დააბრალეთ ომის დაწყება, მესამე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ომიდან სამ წელში რუსეთის გაწევრიანებას დაუჭირეთ მხარი, თქვენი ბელადი ლარსზე იდგა და ესალმებოდა ოკუპანტებს, – ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პარტია „ლელოს“ […]
დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში – თბილისის მერიის განცხადება

„დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში“, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი. გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გთავაზობთ: „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, […]
„არასოდეს ყოფილა ბიზნესგარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა“ – მინდია საბანაძე

ამერიკული, ჰოლდინგური კომპანია IG International-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე უერთდება იმ ბიზნესმენების ნაწილს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო არასოდეს ყოფილა ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ასე ეხმაურება საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი პარლამენტში განხილვაში არსებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და აქედან გამომდინარე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან სტაბილური […]
ჩინეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ერთმანეთს თანასწორად განიხილავენ – ჩინეთის ელჩი

ჩინეთმა დაასრულა სამართლებრივი პროცედურები უვიზო რეჟიმის შეთანხმების ძალაში შესასვლელად. ამ კოორდინაციამ გვიჩვენა, რომ ჩინეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ერთმანეთს თანასწორად განიხილავენ, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოი ციენმა განაცხადა. ელჩის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები 28 მაისიდან შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ გამგზავრებას ტურისტული, ბიზნეს და სასწავლო მიზნით. „ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისეთ მაღალ ტემპერატურაზეა, როგორც […]
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 13 წლის გოგონაზე მამამ იძალადა, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. თელავის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სხდომა მიმდინარეობს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.