ანრი ოხანაშვილმა თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კიდევ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა. თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრებს უცოდინრები უწოდა. „არავის არაფერი წაგიკითხავთ, ერთი კითხვა არ გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რის გამოც ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე ქუჩაში გამოდის. მოღალატეები და თან უცოდინრები. ვდგავართ მეოთხე მუხლზე, მაქვს კიდევ ბევრი შეკითხვა, მეხუთე მუხლზე – […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6835 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6835 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6835 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6760 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0075 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8762 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8713 ლარს შეადგენდა. […]

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს მთავრობას და მჯერა, რომ არ გადაუხვევს ევროპულ გზას – ნოშიკო ნამორაძე

“ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებელი ნოშიკო ნამორაძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება ვერ იქნება ვერცერთი ჩვენი მეგობარი თუ არამეგობარი ქვეყნისთვის მოსაწონი, რადგან ამ კანონით ქვეყანა იმყარებს საკუთარ ინტერესს ცივილიზებულ სამყაროში. “რუსულ კანონთან” დაკავშირებით ბიზნესმენი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობას. “პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული, გისურვებთ მშვიდობასა და მტკიცე […]

გერმანული ფონდები: გამოვთქვამთ შეშფოთებას, კანონი დააზიანებს საქართველოს რეპუტაციას

გერმანული ფონდები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული კანონის ინიცირებასთან დაკავშირებით და პარლამენტს კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. “ჩვენ, საქართველოში წარმოდგენილი გერმანული პოლიტიკური ფონდები, გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ. კანონის პირველი მოსმენით მიღება და ზოგადად, განხილვა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან. თუ კანონი მიღებული იქნება, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა […]

ოხანაშვილმა ბოკუჩავაც გააძევა

ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხა კომიტეტიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ თინა ბოკუჩავაც გააძევა. ბოკუჩავა მე-13 დეპუტატია, რომელსაც ოხანაშვილის მითითებით დარბაზს ატოვებინებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარე მიკროფონს უთიშავს ყველას, ვინც, მისი აზრით, კითხვებს კანონპროექტის მუხლებთან დაკავშირებით არ სვამს და აძევებს დარბაზიდან ყველას, ვინც […]

ევგენიძის თანახმად, მისი ნათქვამი სამთავრობო მედიებმა არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს

მუსიკოს დავით ევგენიძის თანახმად, სამთავრობო მედიებმა მისი განცახდება არაწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს. ამის შესახებ მან ნეტგაზეთთან ისაუბრა. უკვე ორი დღეა სამთავრობო მედიები, მათ შორის იმედი, ავრცელებენ ევგენიძის განცხადებას კონტექსტის გარეშე: “მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ”. მუსიკოსი ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ ეს ფრაზა საბავშვო მუსიკალურ პროექტ რანინას […]

ჰამზა იუსაფმა შოტლანტიის პირველი მინისტრის თანამდებობა დატოვა

ჰამზა იუსაფმა შოტლანდიის მთავრობის მეთაურის, პირველი მინისტრის თანამდებობა დატოვა. იუსაფი პირველი მინისტრის გარდა შოტლანდიის ეროვნული პარტიის თავდმჯდომარის პოსტსაც იკავებდა, რომელსაც ასევე ტოვებს. შოტლანდიაში არჩევნები წლის ბოლოსაა დაგეგმილი. ჰამზა იუსაფი თანამდებობიდან ერთკვირიანი პოლიტიკური ქაოსის გამო გადადგა, რომელიც შოტლანდიის ეროვნულ პარტიასა და მწვანეთა პარტიას შორის კოალიციის დაშლამ გამოიწვია. ამის შემდეგ ჰამზა იუსუფს გუნდმა უნდობლობა გამოუცხადა. ჰამზა იუსაფმა […]

მამუკა მდინარაძე – აშშ-ის FARA-ს შემთხვევაში, რეესტრში მოხვედრა უცხოური ქვეყნის მითითებით, კონტროლით, დირექტივით განისაზღვრება – ჩვენ ეს იმიტომ არ გავაკეთეთ, რომ არაგანჭვრეტადი რეგულაციაა

აშშ-ის FARA-ს კანონმდებლობით არც ერთი ცენტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ორგანიზაცია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში მოხვდეს – აშშ-ის FARA-ს შემთხვევაში, რეესტრში მოხვედრა განისაზღვრება უცხოური ქვეყნის გავლენით, მითითებით, კონტროლით, დირექტივით, – ეს არის განმარტება, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში განაცხადა, უცხოური […]

რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 20 პალესტინელი დაიღუპა

რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 20 პალესტინელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღაზის სექტორში, ჩრდილოეთით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ასევე ორ სახლს დაარტყეს, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

თურქეთის ავიახაზები თითქმის სამი წლის შემდეგ ავღანეთში ფრენებს აღადგენს

თურქეთის ავიახაზები სტამბოლი-ქაბულის მიმართულებით ფრენებს 21 მაისს განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თურქეთის ავიახაზების ბოლო რეისი ქაბულში 2021 წლის 14 აგვისტოს განხორციელდა, რის შემდეგაც კომპანიამ ქვეყანაში პოლიტიკური რეჟიმის ცვლილების გამო ავღანეთში ფრენები შეაჩერა. 2024 წლის 21 მაისიდან თურქეთის ავიახაზები კვირაში ოთხ რეისს განახორციელებს.