საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ენერგეტიკის სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ენერგეტიკის სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ფინანსური და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, რომლის თქმით, ენერგეტიკის სექტორი ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიული სექტორი და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი სექტორული კვლევები […]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე ამცნობს. პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პარლამენტში “გირჩის“ ავტორობით წარდგენილ და “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებულ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს. “საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, […]

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა ლილუაშვილს მწკრივში ჩააყენებინა ე.წ. ბიზნესმენები „რუსული კანონის“ მხარდასაჭერად – მინდა მათ მივმართო: ისტორია აუცილებლად გაგცემთ პასუხს

ივანიშვილმა ლილუაშვილს მწკრივში ჩააყენებინა ე.წ. ბიზნესმენები “რუსული კანონის” მხარდასაჭერად და მისთვის ერთგულების დასამტკიცებლად. მინდა მათ მივმართო – თქვენ მიდიხართ საქართველოს მომავლის, თქვენი შვილების მომავლის წინააღმდეგ და ისტორია აუცილებლად გაგცემთ პასუხს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარს უჭერენ ბიზნესმენები, რომლებიც ყოველდღიურად ძარცვავენ მოსახლეობას. […]

ამერიკის კონგრესში საავიაციო უსაფრთხოებაზე ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწიეს

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრები ამბობენ, რომ ავიაციის სფეროში საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სპეციალისტთა რაოდენობის გასაზრდელად, ასაფრენ-დასაშვებ ბილიკებზე შეჯახების შესაძლებლობების შესამცირებლად და სხვა საჭიროებებისთვის, ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, თვითმფრინავების პილოტთა საპენსიო ასაკი 65-იდან 67-მდე არ გაიზრდება. გასული წლის ივლისში წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა “ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისთვის” ავტორიზაციის იმ აქტს, რომლის თაანახმადაც, სხვა ცვლილებებთან […]

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონი II მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხი პლენარულ სხდომაზე ხვალ, 30 აპრილს გავა. დღეს მიმდინარე განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა. დღესვე დაგეგმილია ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული კონტრაქცია, სადაც მმაართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსი ჰყავს მობილიზებული. ცნობილია, რომ აქციაზე სიტყვით ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის გამოვა. დაპირების მიუხედავად […]

იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი II მოსმენით მიიღო

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი II მოსმენით მიიღო. სხდომა ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დარბაზი დაატოვებინა. ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 30 აპრილს ჩატარდება, სადაც სავარაუდოდ, რუსული კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ. ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული […]

„რუსეთში დარჩენილი ევროპული ბანკები ოთხჯერ მეტ გადასახადს იხდიან, ვიდრე ომამდე იხდიდნენ“ – FINANCIAL TIMES

უმსხვილესმა დასავლურმა ბანკებმა, რომლებიც რუსეთში ოპერირებას აგრძელებენ, შარშან გადასახადების სახით 800 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც ომის დაწყებამდე გადახდილ გადასახადებზე 4-ჯერ მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „Financial Times-ი“ აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, შვიდმა უმსხვილესმა ევროპულმა ბანკმა, რომლებიც დღემდე აგრძელებენ მუშაობას რუსეთის ფედერაციაში, საერთო ჯამში, 2023 წელს 3 მილიარდზე მეტი მოგება მიიღეს. ეს ბანკებია: Raiffeisen Bank, UniCredit, […]

„არქის“ შემოსავალი მთელი არასამთავრობო სექტორის შემოსავალზე მეტია“ – გიორგი ქადაგიძე

,,გამჭვირვალობაზე საუბრობს „არქი“, თბილისის ყველაზე დიდი დეველოპერი, რომელიც არაფერს აქვეყნებს და ცდილობს კანონს გვერდი აუაროს, ყველა პროექტი ცალკე შპს-ეებად რომ აქვს ჩაშლილი და არანაირ ფინანსურ ინფორმაციას არ აქვეყნებს. მხოლოდ ერთი კომპანიის, „არქის“ შემოსავალი საქართველოში მთელი არასამთავრობო სექტორის შემოსავალზე მეტია“,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, დეველოპერული […]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

თითქმის 10-საათიანი მუხლობრივი განხილვის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა 09:00 საათზე დაიწყო და მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენჯერმე გაუთიშა მიკროფონი, მისცა მათ გაფრთხილება და შემდეგ გააძევა სხდომათა დარბაზიდან. ჯამში ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან 14 ოპოზიციონერი დეპუტატი […]

,,ნატოს შეუძლია, უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს ოდენობის სპეციალური ფონდი შექმნას”- ზელენსკი

ნატომ შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ფინანსური მხარდაჭერის სპეციალური ფონდი შექმნას, რომელიც დაახლოებით 100 მილიარდ ევროს მოიცავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის მოკავშირეებს ნამდვილად აქვთ შესაძლებლობა, ასეთი ინიციატივა განახორციელონ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის ასეთი ფონდის შექმნის დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია. „მნიშვნელოვანია, რომ ეს არ […]