ივანიშვილი რუსულ კანონზე: სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა

სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა, ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია.

აზერბაიჯანში დააკავეს არჩევნებზე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის თავმჯდომარე

ბაქოში პოლიციამ დააკავა არჩევნებზე დაკვირვების და დემოკრატიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ანარ მამადლი – ამბობენ მისი კოლეგები 29 აპრილს. მამადლის ადვოკატმა, ელჩინ სადიქოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი კლიენტის დაკავება უკავშირდება დამოუკიდებელი საგამოძიებო მედიაორგანიზაციის, Abzas Media-ის რამდენიმე ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს. ჟურნალისტები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, უცხო ქვეყნის ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით – რომელსაც ჟურნალისტები უარყოფენ და პოლიტიკურად […]

„ეს ადამიანები – სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები – საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნენ“ – ივანიშვილი

„ეს ადამიანები – სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები – საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნენ“ – ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველზე, აქციაზე განაცხადა: „2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები – სააკაშვილი, […]

„საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ“ – ბიძინა ივანიშვილი

საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, […]

„ბიზნესის ლიდერებმა გამჭვირვალობის ისეთივე და უფრო მაღალი სტანდარტი უნდა მოსთხოვონ მთავრობასაც, როგორსაც NGO-ებს სთხოვენ” – ნიკოლოზ შურღაია

ახლა, ამ კანონით და ბიზნესის მხრიდან გამჭვირვალობის მოთხოვნით, გვაქვს სიტუაცია, როცა სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ, საკუთარში დირეს – ვერა, – ასე შეაფასა, ყოფილმა ბანკირმა და მენეჯერმა ნიკოლოზ შურღაიამ ზოგიერთი ბიზნესის მფლობელის მიერ “რუსული კანონის” მხარდამჭერი განცხადებები. შურღაია bm.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოში არასამთავრობო სექტორს გამჭვირვალობა ისედაც არ აკლია. „ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მეც გავაკეთე კომენტარი […]

„ჩვენ სწორედ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და ღირებულებებით გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა” – ირაკლი კობახიძე

ონკრეტულ გავლენიან ძალებს ევროკავშირი წარმოუდგენიათ, როგორც არასუვერენული, სუსტი სახელმწიფოების ერთობა, რომლებიც დაცლილი უნდა იყვნენ ყოველგვარი იდენტობისგან და ღირებულებებისგან, თუმცა, სინამდვილეში, ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძლიერი, თუ ის გააერთიანებს სუვერენულ სახელმწიფოებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ქართულ […]

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ კარგად გვესმის თუ რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის – არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს თავისი ქვეყანა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწორედ დიდი ილია ჭავჭავაძის შეგონების ერთგულნი ვართ და მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებით, არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს თავისი ქვეყანა. „ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ დღეს […]

ირაკლი კობახიძე – მოვუწოდებთ ევროკავშირს, 2022 წლის ივნისისგან განსხვავებით, გამოხატოს სათანადო პატივისცემა ქართული საზოგადოების მიმართ, აღადგინოს სამართლიანობა და გახსნას მოლაპარაკებები წელსვე

ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, 2022 წლის ივნისისგან განსხვავებით, გამოხატოს სათანადო პატივისცემა ქართული საზოგადოების მიმართ, აღადგინოს სამართლიანობა და გახსნას მოლაპარაკებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაური მოუწოდებს ყველას, რომ იზრუნონ ქართველ ხალხზე და არა ქვეყნის არევის მოსურნე „ენჯეოების“ მიერ შავი ფულის დამალვაზე. „უკვე რამდენიმე თვეა გვემუქრებიან, რომ თუ […]

ირაკლი კობახიძე – დღეს საქართველოს სჭირდება გამარჯვების გზებზე სიარული და ეს აუცილებლად ასე იქნება

დღეს საქართველოს სჭირდება განვითარება – სჭირდება ეკონომიკის სწრაფი ზრდა, გზების, აეროპორტების, პორტების, ელექტროსადგურების, სტადიონების მშენებლობა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მუდმივი გაუმჯობესება. საქართველოს სჭირდება გამარჯვების გზებზე სიარული და ეს აუცილებლად ასე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ერთგულება და ეროვნული საქმე არის ის, რასაც […]

ირაკლი კობახიძე – მეამაყება, რომ ვარ ქართველი, ჩვენი მრავალეროვანი, ღირსეული და ამაყი ქვეყნის შვილი, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ღირსებით ევროპისკენ

მეამაყება, რომ ვარ ქართველი. მეამაყება, რომ ვარ ჩვენი მრავალეროვანი, ღირსეული და ამაყი ქვეყნის შვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ღირსებით ევროპისკენ. „ოქტომბერში გველოდება უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმიც „ენჯეოებისა“ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შესახებ კანონებთან დაკავშირებით. დღეს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების […]