ენტონი ბლინკენი – როგორც კი რუსეთი გამოავლენს, რომ მას მოლაპარაკებები გულწრფელად სურს, ჩვენ იქ აუცილებლად ვიქნებით და მჯერა, რომ უკრაინელებიც იქ იქნებიან

როგორც კი რუსეთი გამოავლენს, რომ მას მოლაპარაკებები გულწრფელად სურს, ჩვენ იქ აუცილებლად ვიქნებით და მჯერა, რომ უკრაინელებიც იქ იქნებიან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ერ-რიადში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტთან, ბრენდე ბორგესთან საუბრისას განაცხადა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ომის დასრულება ახლა ვლადიმერ პუტინზე და მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და აშშ სამშვიდობო პროცესს მხარს დაუჭერს, თუ […]
პრემიერი კობახიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ მიესალმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, არ მიესალმა საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს, გააკრიტიკა მისი გამოსვლის შინაარსი და თქვა, რომ „ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს პასუხს“. „ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად […]
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია

2019 წლის ოქტომბრიდან განხორციელებული შახტების რეაბილიტაციის პროგრამისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების შედეგად, ქვანახშირის მოპოვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2024 წლის აპრილის ბოლოს საქნახშირმა ჯამში მილიონ ტონას მიაღწია და ინტენსიური რეკონსტრუქციის ეტაპზე გადავიდა. მიხაილ სოცკი (გენერალური დირექტორი): „ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავძლიეთ არაერთი გამოწვევა, გავაანალიზეთ ყველა ეტაპი, რომლის გამოვლაც დღემდე მოგვიწია და ვართ ძალიან ამაყები, რომ შევძელით […]
ირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას

ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მშვიდობას და თავისუფლებას იცავთ. ჩვენი ჯარი ყოველთვის ურყევად ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ჯარზე, სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ […]
შალვა პაპუაშვილი – რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაცია, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომები და კონფლიქტები ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას – დამოუკიდებლობის აღდგენით საფრთხეები არ დასრულდა, პირიქით

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები კი არ დასრულდა, პირიქით, ათწლეულებიდან ათწლეულებამდე მატულობენ ის ხილული თუ უხილავი მტრები, რომლებიც გადაშენებით ემუქრებიან ჩვენს მიწა-წყალს, მის მოსახლეობას და ერთიანობას. რუსეთის ისტორიული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომები, ჩვენს გარშემო არსებული მასშტაბური კონფლიქტები, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა საფრთხეები ეს ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა […]
თავდაცვის მინისტრი – ქართული ჯარი ყველა პატრიოტისთვის დიდი პატივისცემისა და ნდობის სიმბოლოა – ჯარისკაცების პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სამშობლოს სიძლიერე

ქართული ჯარი ყველა პატრიოტისთვის არის დიდი პატივისცემისა და ნდობის სიმბოლო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან საქართველოს თავდაცვის ძალებს დღევანდელი დღე მიულოცა. „გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან ქართული ჯარი ყველა პატრიოტისთვის არის დიდი პატივისცემისა და ნდობის სიმბოლო. […]
„საქსტატი“ – 2024 წლის იანვარ-მარტში, 2 314.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 2 492 ნებართვა გაიცა – ნებართვების 74.3% თბილისზე, ქვემო ქართლზე, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებზე მოდის

„საქსტატის“ ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 492 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტი) 2 314.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.0 პროცენტით მეტი). სტატისტიკის თანახმადვე, ნებართვების 74.3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.0 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 […]
„საქსტატი“ – 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 957.8 ათასს მიაღწია – ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა თურქეთიდან დაფიქსირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 957.8 ათასს მიაღწია – ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.1 ათასი, თურქეთიდან დაფიქსირდა. სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. „შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 48.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების […]
„იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე, მოკავშირე არაა, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა“ – პრეზიდენტი

„იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე, მოკავშირე არაა, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა“ – პრეზიდენტი იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე, მოკავშირე არაა, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა,. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 30 აპრილს

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 30 აპრილს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აპრილს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით. სააგენტოს ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია, დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ზოგან იქროლებს ცვალებადი მიმართულების სუსტი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი […]