პრეზიდენტი: საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, 100-მა ჯარისკაცმა ფიცი დადო უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინაშე. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. ზურაბიშვილმა ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ – […]
მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე რუსეთის დღევანდელ შეტევას

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის დღევანდელი შეტევის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. ხარკოვის მერის ინფორმაციით, ქალაქის ორ რაიონში დარტყმა იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის არმიამ ბალისტიკური იარაღი გამოიყენა. რუსეთი უკრაინის ქალაქ ხარკოვს თითქმის ყოველდღე ბომბავს. 30 აპრილი გლოვის დღეა უკრაინის ოდესის ოლქში, სადაც რუსეთის მიერ […]
ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი – ერთადერთი კაცი, რომელმაც სუფრაზე რუსეთის სადღეგრძელო არ დალია

ირაკლი გიორგის ძე ბაგრატიონი სამეფო გვარის მუხრანული შტოს წარმომადგენელია. XIX საუკუნის ბოლოს ბაგრატიონთა გვარის უფროსობა ირაკლი ბაგრატიონის პაპაზე, ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელზე გადავიდა. 1903 წელს მან ტახტის მემკვიდრის ტიტულიც მიიღო. ალექსანდრე ირაკლის ძე ცნობილი ქართველი მხედართმთავრის იოანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონისა და ერეკლე II–ის ქალიშვილის, ქეთევანის შვილთაშვილი გახლდათ. იგი, როგორც რუსეთის იმპერიის კავალერიის გენერალ–ლეიტენანტი, 1918 წელს […]
რომელი ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი 2024 წლის პირველ კვარტალში – საქსტატის მონაცემები

მიმდინარე წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. “2024 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.1 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 19.2%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 14.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (254.6 ათასი), რუსეთის ფედერაციის (215.5 […]
“შეუმდგარი დიქტატორია, რომელმაც მთელი გამოსვლა მუქარას დაუთმო” – ვაშაძე ივანიშვილზე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი “შეუმდგარი დიქტატორია”, რომელმაც მთელი გამოსვლა მუქარას დაუთმო. “რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც ისევ და ისევ მუქარას დაუთმო მთელი თავისი გამოსვლა. ემუქრება ქართველ ხალხს, ემუქრება ახალგარზრდებს, ემუქრება ყველას, ვინც მის აზრს […]
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ისკო დასენი აირჩიეს

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ისკო დასენი აირჩიეს. ისკო დასენი ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრი და მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. როგორც კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, კულტურის კომიტეტს ასევე ჰყავს ახალი წევრი -სავალან მირზოევი.
გიორგი ვაშაძე – ბიძინა ივანიშვილი არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც მთელი თავისი გამოსვლა ისევ მუქარას დაუთმო, ემუქრება ქართველ ხალხს, ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს – მან თქვა, არა ევროკავშირს, კი – ბიძინას

ბიძინა ივანიშვილი არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც მთელი თავისი გამოსვლა ისევ და ისევ მუქარას დაუთმო, ემუქრება ქართველ ხალხს, ემუქრება ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, „ქართული ოცნების“ მიერ გამართული „საყოველთაო სახალხო შეკრება“ „გამდიდრებული ელიტის ბოლო გაბრძოლება იყო“. „დახარჯული მილიონები იმისთვის, რომ ეს ხალხი იძულებით […]
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 201,3 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო […]
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) წარმომადგენლებს შეხვდა

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონს და ფონდის თავმჯდომარეს, კენეტ ვოლაკს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, აშშ-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო და „უცხოური გავლენის […]
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ რესან კონცელიძე აირჩიეს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ რესან კონცელიძე აირჩიეს. მის კანდიდატურას კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარდგენილი.