მამუკა მდინარაძე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გავა, თუმცა არსად გვეჩქარება! ორი თუ სამი დღე – რამდენიც არ უნდა დასჭირდეს მუხლობრივად მივყვებით

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განსახილველად, მეორე მოსმენით გავა. საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია. როგორც სესიაზე ითქვა, განხილვა პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დაიწყება, რა პროცესიც ორი-სამი დღე შეიძლება გაგრძელდეს. როგორც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მათ არსად ეჩქარებათ. “არსად გვეჩქარება! ორი თუ სამი დღე – რამდენიც არ უნდა დასჭირდეს ჩვეულებრივად, მუხლობრივად მივყვეთ. […]
არჩილ თალაკვაძე – ჩვენი 200 ათასი თანამოქალაქის შეკრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია – გუშინდელმა შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას

გუშინდელმა სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას; საზოგადოების დაპირისპირების, მეტობის, ოდნავ ზევით დგომის მათემატიკას, რადგან გუშინ, რუსთაველზე მართლაც ზღვა ხალხი მოვიდა – დესტრუქციის ადგილი აღარაა ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რჩება მცდელობები, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს ამოფარებულმა ანტიდემოკრატიულმა ძალებმა არჩევნების გვერდის […]
კახა ოქრიაშვილი – იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ვუსმინე ძალით შეკრებილი ხალხის მიტინგზე „ოცნების“ ხელმძღვანელების გამოსვლებს. ისინი ერთხმად აგინებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, მათ ღირებულებებს და თან ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2030 წელს აუცილებლად გავხდებით. ჩემი აზრით, თუ წელს დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში უკან დაახევინა, ჩვენ კი დემოკრატიული სტანდარტების მისაღწევად […]
ნიკა გვარამია – ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა და გვთავაზობს რუსეთთან მარტო დარჩენას – სისტემა უნდა დაინგრეს

სისტემა უნდა დაინგრეს, ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს, სამშობლო საფრთხეშია და ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, სამშობლოს გადარჩენის ვალდებულება გვაქვს ჩვენ, მედასავლეთე ქართველებს. „გვინდა გამოვეხმაუროთ ივანიშვილის გუშინდელ ზიზღით სავსე, შუღლის მთესველ, აგრესიულ, მუქარებით სავსე განცხადებას. ჩვენ ამ განცხადებას ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო […]
კობა კობალაძე – ჩვენ ერთად ვქმნიდით ქვეყნის შეიარაღებული ძალების ისტორიას, ერთად ვიბრძოდით, ერთად ვმარცხდებოდით და ერთად ვიმარჯვებდით! – ერთად უნდა ვიდგეთ მომავალშიც

მინდა, თითოეულ ვეტერანს, მოქმედ სამხედროს, ოფიცერს, ყველა ფორმიან ადამიანს და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე! პირველ ყოვლისა, ჩვენს თანამებრძოლებს ვულოცავ, რამეთუ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ ერთად ვქმნიდით ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ისტორიას, ერთად ვიბრძოდით, ერთად ვმარცხდებოდით და ერთად ვიმარჯვებდით! – ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებით […]
ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს საიუბილეო შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა

30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით მონაწილეობა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაში მიიღო, რომელიც ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს მიეძღვნა. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საგარეოს საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში. „ილია […]
რუსეთისთვის ჯაშუშობის მცდელობისთვის აშშ-ში 21 წელზე მეტი დროით მიუსაჯეს პატიმრობა NSA-ის ყოფილ თანამშრომელს

რუსეთისთვის ჯაშუშობის მცდელობის გამო 29 აპრილს 21 წელიწადზე მეტი დროით მიუსაჯეს პატიმრობა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს, რომელიც მოკლე დროით მუშაობდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში (NSA) – აცხადებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო. 32 წლის ჯარე სებასტიან დალკემ ოთხ კვირაზე ნაკლები დრო იმუშავა NSA-ში და შემდეგ, 2022 წლის ივნისში, მოულოდნელად წავიდა სამსახურიდან. NSA-ში ყოფნისას დალკემ ამობეჭდა მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტები და […]
ჰამასი ამზადებს პასუხს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე

ჰამასი – რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული – 30 აპრილს შეისწავლის ისრაელის წინადადებას ღაზის სექტორში ცეცხლის 40 დღის განმავლობაში შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებაზე, ჰამასის მხრიდან 7 ოქტომბერს ისრაელზე შეტევისას მძევლად აყვანილი ისრაელელების გათავისუფლების სანაცვლოდ. კაიროში გამართული მოლაპარაკების შემდეგ ჰამასის დელეგაცია კატარში დაბრუნდა. ანონიმურობის დაცვის პირობით ჰამასის წყარომ სააგენტო AFP-ის უთხრა, რომ ჯგუფი “განიხილავს […]
საქართველოს პარლამენტი „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით დღეს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით დღეს განიხილავს. ამის შესახებ ცნობილი გახდა პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომის შემდეგ. მეორე მოსმენით კანონპროექტს მხარი პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა 29 აპრილს დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ჯამში ოპოზიციის 14 დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამი წარმომადგენელი გააძევა, რომლებიც კანონპროექტის შესახებ კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამდნენ. ოხანაშვილი კი ოპონენტებს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებდა, მათ […]
მდინარაძე ოპოზიციას: დღესაც გაგყრიან, თუ ისე მოიქცევით, გასაყრელები გაყარეს გუშინ

· 73 · · გაყრა თქვენს გამო იყო, დღესაც გაგყრიან, თუ ისე მოიქცევით დღეს, როგორც იქცეოდით. ეგ არის ჩვეულებრივი პროცედურა, გასაყრელები გაყარეს გუშინ. თქვა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე. გუშინ იურიდიული კომიტეტიდან რუსული კანონის განხილვისას 14 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევეს. დარბაზი დაატოვებინეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილსაც.