ტერაბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა SaaSargeblo.ge-მ პირველი რეგიონული B2B შეხვედრა გამართა

ტერაბანკის ორგანიზებითა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა SaaSargeblo.ge-ის ინიციატივით, ბათუმმა პირველ რეგიონულ B2B შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიება მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) კომპანიებს შორის ღირებული თანამშრომლობების ჩამოყალიბებას, მათი სერვისებისა და მომსახურებების სპეციფიკისა და უპირატესობების დეტალურ გაცნობას, შედეგად კი, ბიზნესსაქმიანობების გაციფრულებისა და ქვეყანაში მთლიანად SaaS ეკოსისტემის განვითარების […]
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა

მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე […]
3-დან 12 მაისის ჩათვლით საჯარო სამსახურებისთვის უქმე დღეებია

საჯარო სამსახურები 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით დაისვენებენ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 30 აპრილს გამოსცა. 3-6 მაისი შრომის კოდექსით დადგენილი სააღდგომო უქმე დღეებია: · 3 მაისი – დიდი პარასკევი; · 4 მაისი – დიდი შაბათი; · 5 მაისი – აღდგომის დღე; · 6 მაისი – მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი. მთავრობის დადგენილებით, ამ […]
„მე მგონი, ერთადერთი ქვეყანა ვართ სამყაროში, რომელიც შეთქმულების თეორიით იმართება“ – მეგრელიშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პოლიტიკური განცხადებებით გამოდიან. პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ შეკრებას. დეპუტატის თქმით, ღონისძიების ორგანიზებაში დახარჯული თანხები გაუმჭვირვალეა. „29 აპრილს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავედით. უცნაურია, რომ ეს ყველაფერი ხდება „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების ფონზე. გუშინ, მაგალითად, რომ წარმოიდგინოთ, რომ 100 ათასი კაცი ყოფილიყო, […]
სამადაშვილი ოცნებას: გადაწყვიტეთ, ჯენზის ნორჩი ლენინელების პათეტიკით რამეს გააგებინებდით

გუშინ ივანიშვილი დადგა რუსთაველის გამზირზე და გამოგვიცხადა, რომ აპირებს პროვინციელ ლუკაშენკოდ გადაქცევას, აპირებს უარი თქვას ქართულ სახელმწიფოზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. გუშინ ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორის ვიღაც ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ ჯენზის თავისუფალ თაობას ნორჩი ლენინელების ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით. არა, თქვენ ამ ხალხის არ გესმით, რადგან თქვენ არ იცით, რა […]
მაჭარაშვილი: პატრიარქი ზურაბიშვილისნაირს რამდენს მოინელებს, ამასაც ვნახავთ

ხალხის შეურაცხმყოფელმა და საკუთარი სამშობლოს სიამაყით გამყიდველმა, სალომე ზურაბიშვილმა [თქვა], რომ თურმე, პატრიარქი მოძველდა და შეცვლაა საჭიროო. პატრიარქი ზურაბიშვილისნაირს რამდენს მოინელებს, ამასაც ვნახავთ.
გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი, რამეთუ დემოკრატიას სწორედ ინფორმირებული მოქალაქეები წარმოადგენენ

გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი, რამეთუ დემოკრატიას სწორედ ინფორმირებული მოქალაქეები წარმოადგენენ ბიზნესმენი, კომპანია “ბლოქსის” დამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე უერთდება თავის კოლეგებს და ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, ხელისუფლებამ ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა – გაატარა დემოკრატიული რეფორმები, უზრუნველყო უსაფრთხოება და გაზარდა ეკონომიკა. ხოლო, რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ […]
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის“ რიტუალთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის“ რიტუალთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს, რომ „ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, საბურავის, პლასტიკის მასალის, ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია“. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „ჭიაკოკონობის“ ღამეს კონტროლი გამკაცრდება. „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი – „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად მოსახლეობა […]
იაგო ხვიჩია უმრავლესობას – თურმე „გლობალური ომის პარტიას“ მიშა მოჰყავს – სინამდვილეში მიშა თქვენ მოგყავთ, რადგან თუ ასე დააყენებთ საკითხს: პუტინი თუ მიშა, ქართველი ხალხი დაფიქრდება, რომ მიშა სჯობს!

თუ ხელისუფლება აყენებს საკითხს, მიშა თუ პუტინი, ჩვენ [ოპოზიციამ] რატომ უნდა დავაყენოთ ზუსტად ასევე საკითხი? მოდი, ჩვენ გავანეიტრალოთ მიშას საფრთხე, ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ არ ვემზადებით ერთპიროვნული მმართველობისთვის, – ასე მიმართა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას. მან კოლეგა ოპოზიციონერებს დისკუსიის გახსნისკენ მოუწოდა. ამასთან, ხვიჩიამ „ქართულ ოცნებასაც“ მიმართა და თქვა, რომ გუშინ მმართველი […]
ვახტანგ მეგრელიშვილი – ვინ არის მტერი, რომელიც თურმე 20 წელია აგენტების მეშვეობით გვმართავს?! – ივანიშვილის ნაბიჯი ზუსტად იგივეა, რაც სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებით გააკეთა, როცა ქვეყნის სათავეში მუდმივად დარჩენა გადაწყვიტა

გვითხარით, ვინ არიან “გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები! – რაღაც ეფემერული არსებები არიან, დამალულები არიან და ეზოთერული ცოდნაა საჭირო, რომ მათ შესახებ ვიცოდეთ თუ თქვენც იცით, ვინ არის მტერი, რომელიც თურმე 20 წელია აგენტების მეშვეობით გვმართავს?! – ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი ზუსტად იგივე ნაბიჯია, რაც მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებით გააკეთა, როცა გადაწყვიტა, რომ ქვეყნის სათავეში […]