ბენიამინ ნეთანიაჰუ – მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება რაფაჰში შესვლის გეგმებს არ შეცვლის

მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება რაფაჰში შესვლის გეგმებს არ შეცვლის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ მძევლებისა და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებთან შეხვედრისას განაცხადა. „იდეა, რომ ჩვენ ომს იქამდე შევაჩერებთ, სანამ ყველა მიზანს არ მივაღწევთ, შესაძლო ვარიანტს არ წარმოადგენს. ჩვენ რაფაჰში შევალთ და იქ „ჰამასის“ ბატალიონებს გავანადგურებთ, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა შეთანხმება, რათა სრულ […]

თაკო ჩარკვიანი – ბიძინა, შენ მე მომატყუე და ჩემისთანა ბევრი მოატყუე – ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო! აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო!

გუშინ, ტრიბუნასთან იდგა პუტინის მსახური რუსი ივანიშვილი – ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო! აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, მას არასდროს დაუმალავს, რომ 2012 წელს მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერდა, რადგანაც ცვლილებას ემხრობოდა. „ქართული ოცნების“ წევრი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვემხრობოდი […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე ორი გრანპრი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ- „მოდინახე“, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე მთავარი ჯილდო და ასევე, ტურისტული სააგენტოების დაწესებული გრანპრი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალი თურქეთში, ავსალარში ჩატარდა და მასში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სტუდენტურმა თეატრმა მიიღო მონაწილეობა. სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიამ ფესტივალზე რეჟისორის და […]

რა თქვეს ბრიუსელში საქართველოზე EU-ს არაფორმალური სხდომის დაწყებამდე

ბრიუსელში იმართება გაფართოებისადმი მიძღვნილი, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალური სხდომა, რომელშიც ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. შეხვედრის დაწყებამდე ევროპელმა პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს საქართველოში ინიციირებულ „უცხოელი აგენტების“ და ჰომოფობიურ კანონპროექტებზეც. ზემოაღნიშნული და კანონის უზენაესობის საკითხები განიხილა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, […]

„როგორც ყოფილი დიპლომატი,შევეცდები აგიხსნათ, როგორ აისახება ხელისუფლების უკვე ოფიციალურად ანტიდასავლურ რელსებზე გადასვლა ქართულ დიპლომატიურ სისტემასა და უშუალოდ დიპლომატებზე“ – ზურაბ ბატიაშვილი

„როგორც ყოფილი დიპლომატი,შევეცდები აგიხსნათ, როგორ აისახება ხელისუფლების უკვე ოფიციალურად ანტიდასავლურ რელსებზე გადასვლა ქართულ დიპლომატიურ სისტემასა და უშუალოდ დიპლომატებზე“ – ზურაბ ბატიაშვილი რონდელის კლუბის მკვლევარი, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „როგორც ყოფილი დიპლომატი და ინსაიდერი, შევეცდები აგიხსნათ, როგორ აისახება ხელისუფლების უკვე ოფიციალურად ანტიდასავლურ რელსებზე გადასვლა ქართულ დიპლომატიურ სისტემასა და უშუალოდ დიპლომატებზე (რა თქმა უნდა იმ […]

წაქაძე ჟურნალისტს: თქვენმა უფროსებმა რაც არ უნდა იხვანხვალონ, კანონს მაინც მივიღებთ

თქვენმა უფროსებმა რაც არ უნდა იხვანხვალონ და ვინც რაც არ უნდა თქვას, ამ კანონს მაინც მივიღებთ. იმიტომ, რომ არ შეიძლება, ქვეყანამ თავის იდენტობასა და ტრადიციებზე უარი თქვას.

სამარცხვინოა, როცა შენი შვილი ევროპაში სწავლობს და შენ რუსეთისკენ სვლას უჭერ მხარს – ივა ჭყონია

სამარცხვინოა, როცა შენი შვილი სწავლობს ევროპაში და შენ მხარს რუსეთისკენ სვლას უჭერ მხარს, – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ BMGTV-ის ეთერში განაცხადა. ის გამოეხმაურა ორი მოსმენით „რუსული კანონის“ მიღებას და თქვა, რომ კანონი არ წაუკითხავს, რადგან ამისთვის დასაკარგი დრო არ აქვს. რაც შეეხება ბიზნესმენებს, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღებას მხარი […]

თამარ კორძაია „ქართულ ოცნებას“ – თქვენ დღეს უომრად, ხმის ამოღების გარეშე თმობთ რეალურ სუვერენიტეტს და ამას აკეთებთ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ამოფარებული, ეს არის სწორედ იმ მოქალაქეების მოტყუება, რომლებიც გუშინ მოიყვანეთ

იცით რა არის არსებითი სხვაობა ჩვენსა და თქვენს შორის – როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნებისმიერი აქციის მონაწილეზე, მათ მოქალაქეებს ვუწოდებთ, თქვენ ეძახით მოსახლეობას, население -ს – ორი საუკუნეა საქართველო იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, თქვენ გუშინ დააანონსეთ, რომ ორი საუკუნის ბრძოლა უნდა დასრულდეს რუსეთის წარმატებით და არ გამოგივათ ეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ […]

ანა ნაცვლიშვილი – ივანიშვილო, ეს ქვეყანა არ გახდება შენი ბოსტანი და რუსეთის უკანა ეზო, არც შენი კრიმინალური ფულის სამრეცხაო – ხალხი გამოგიტანთ განაჩენს და გაგიშვებთ ისტორიის სამსჯავროზე

ივანიშვილო, ეს ქვეყანა არ გახდება შენი ბოსტანი და არც რუსეთის უკანა ეზო, არც შენი კრიმინალური ფულის სამრეცხაო არ გახდება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი შეფასებით, გუშინდელი საერთო სახალხო შეკრება სხვა არაფერი იყო, თუ არა იმ უზარმაზარი უფსკრულის დემონსტრირება, რომელიც ივანიშვილსა და ქართველ ხალხს შორის არის. „ღმერთო […]

ევროკომისიის გენერალური დირექტორი საქართველოს ეწვევა

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი საქართველოს ეწვევა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კოოპმანი 1 და 2 მაისს თბილისში ჩამოვა და ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. “ბატონი კოოპმანი შეხვდება პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს, მთავრობისა წევრებს, მათ […]