„თუ თქვენ დაგაკავეს აქციაზე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დახმარება“ – ცხელი ხაზი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს: „მოქალაქეთა საყურადღებოდ: თეგები: საია

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მტკვირს ორივე სანაპირო გადაკეტეს. ამ დროისთვის [00:20] საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია მტკვრის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა სანაპიროზე. პარალელურად, აქცია გრძელდება რუსთაველის გამზირზე, სადაც ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები მათ შორის ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ვითარება 23:15 საათისთვის დაიძაბა. პოლიციამ […]

ომბუდსმენი შსს-ს: არ გამოიყენოთ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ

საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გმაზირზე მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენის თქმით, აქციაზე მოვლენები პერიოდულად იძაბება, რა დროსაც სამართალდამცავები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. ასევე, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე. ომბუდსმენის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაშავების თაობაზეც: „ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის […]

აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზა გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის, სპეცრამმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაანთავისუფლა. სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მობილიზებულია ქაშუეთის ეკლესიასთან. აქციის მონაწილეების მისამართით ამ წუთებში ისმის გაფრთხილება: „მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად”.

საია: პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა. “მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ამჟამად აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობენ, რომ, ისინი არღვევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას. სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ”- ნათქვამია განცხადებაში. […]

„ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც ანტი-მაიდანზე უკრაინაში ვნახეთ, ასევე რუსეთსა და ბელარუსში“ – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევას ეხმაურება: “რუსი ტიტუშკები მოქმედებაში. სამწუხაროდ, ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც ანტი-მაიდანზე უკრაინაში ვნახეთ, ასევე რუსეთსა და ბელარუსში. ყოველ ჯერზე სპეციალური (პოლიციის) ძალები გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე ძალადობენ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ”

„საზღვარი აქვს ყველაფერს…კმარა!!! სულ გადაი@@@@ვეს თავზე, ამ ჩანჩურებმა!!!“ – მაია ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეებზე

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეებს მიმართავს: „საზღვარი აქვს ყველაფერს: პროვოკაციასაც, უზრდელობასაც, თავხედობასაც! კმარა!!! სულ გადაი@@@@ვეს თავზე, ამ ჩანჩურებმა!!! სად გაიზარდეთ ასეთი აყროლებული ლექსიკით! ამას სწავლობთ ინსტიტუტებში, თქვე ტუტუცებო?! რომელია ჯარში ნამყოფი?! არცერთი!!! ხო, 100%-იანი გრანტები კიდევ უნდა გაუგრძელოს სახელმწიფომ, ამ ტუტრუცანა ჩანჩურებს?!!!! თუ უნდა მოუხსნას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო?! რა კარგია!!! სწავლას უფინანსებ და ის […]

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს

დარბევის შემდეგ აქტივისტებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს – ამის ამსახველ ფოტომასალას ერთ-ერთი მოქალაქე ავრცელებს. ამ დროისთვის ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე – ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ

გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე – ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ , – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე ივანიშვილის ხედვის მოსმენით. შოკირებული ვარ ურთიერთობების ასეთი უეცარი ცვლილებით ქვეყნებთან, მათ შორის ლიეტუვასთან, რომლებიც საქართველოს უახლოესი მოკავშირეები იყვნენ. ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ. საქართველოს ხალხს მხარს ვუჭერდით […]

სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა, თუმცა მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე ისევ დაბრუნდნენ

სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა, თუმცა მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე ისევ დაბრუნდნენ. სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მობილიზებულია ქაშუეთის ეკლესიასთან. აქციის მონაწილეების მისამართით ისმის გაფრთხილება: „მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად”. აქციის მონაწილეები, რომლებიც კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე, სტვენით და შეძახილებით პასუხობენ აღნიშნულ […]