„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მთავრობამ ფრთხილად იფიქროს შემდეგ ნაბიჯებზე – როლანდ პრაისი „რუსულ კანონზე“

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, როლანდ პრაისი აცხადებს, რომ აკვირდება მოვლენებს, რომელიც „რუსულ კანონს“ უკავშირდება. როგორც როლანდ პრაისმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მსოფლიო ბანკს არ შეუძლია შეაფასოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ ფრთხილად იფიქროს შემდეგ ნაბიჯებზე იმ მოტივაციით, რომ ქვეყანამ ევროკავშირისკენ სვლა და შესაბამისი რეფორმები გააგრძელოს. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველო ახლა […]

არ მგონია, ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების კვირა რას ნიშნავს, რასაც ვერ ვიტყვი ეშმაკზე, რომელსაც სავარაუდოდ პირადად იცნობს და მასთან წილნაყარია, სხვანაირად რას მივაწეროთ მის ქცევები?!

არ მგონია, ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების კვირა რას ნიშნავს, რასაც ვერ ვიტყვი ეშმაკზე, რომელსაც სავარაუდოდ პირადად იცნობს და მასთან წილნაყარია, სხვანაირად რას მივაწეროთ მის ქცევები?! ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეებისთვის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა,- “დაანებეთ პარლამენტს თავი, ვნების კვირაა, არ შეიძლება ძალადობის გამოწვევა, ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი”. “არა მგონია, რომ ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების […]

როთი თბილისის დემონსტრაციებზე: სანამ ასეთი ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება

მანამ, სანამ ასეთი მამაცი, დიდებული ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი ვიწრო აზროვნების მქონე, მხდალი ნაციონალისტების გამო არ გაქრება. თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. დაე მშვიდობიანი დარჩეს! დაე აგენტების კანონი შეჩერდეს.

კალაძე: დაგასპოილერებთ – ქართული ოცნების პირობებში გავხდებით EU-ს წევრი

შემიძლია, დღეს დაგასპოილეროთ და გითხრათ, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და ქართული ოცნების პირობებში, როდესაც ამისი დრო მოვა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ოღონდ ისეთი კი არა, “გაფარჩაკებული“ და „დაჩმორებული“, არამედ ამაყი, თავაწეული, ორ ფეხზე მდგომი, ღირსებით სავსე და ეს მინდა იცოდეს ყველამ. საქართველოს “დაჩმორებას“ ვერავინ […]

დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, გუშინ, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, რის გამოც, დღეს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 14.00 საათამდე იმოქმედებს, ხოლო14:00 საათის შემდეგ, დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც […]

კახა კალაძე – საქართველოს ვერავინ „დააჩმორებს“ – „დაგასპოილერებთ“ და გეტყვით, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა

შემიძლია „დაგასპოილეროთ“ და გითხრათ, რომ აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს“ მესამე მოსმენით ძალიან მალე მიიღებს. თბილისის მერმა, აქციაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა. „გულწრფელად მჯერა ის, რომ არის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნების ლიდერები და მთავრობების მეთაურები ყველა კონტინენტიდან

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შვეიცარიის პრეზიდენტ ვიოლა ამერდს შორის შეთანხმების შესაბამისად, შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში 15-16 ივნისს უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი გაიმართება, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, სამიტის ორგანიზება უკრაინული და შვეიცარიული მხარის კოორდინირებული ძალისხმევის შედეგია და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნების ლიდერები და მთავრობების მეთაურები […]

„საქართველოს მელიორაციამ“ დაშრობის საფრთხის წინაშე მყოფი კუმისის ტბის წყლით მომარაგების სამუშაოები დაასრულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი კუმისის ტბაზე დასრულებული სამუშაოების შედეგებს გაეცნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კუმისის ტბა დაშრობის საფრთხის წინაშე ჩამდინარე წყლების შემცირების გამო დადგა, რაც ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. „კუმისის ტბა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 470 […]

PHOTO: “1989 წელი.. და მე მეძახით რუსეთუმეს?” – რა ფოტოს აქვეყნებს თემურ თათარაშვილი

მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. “1989 წელი, დრო როდესაც ამ დროშით გამოსვლა საერთაშორისო ფესტივალზე კონკურსიდან მოხსნის საშიშროებას წარმოადგენდა. და მე მეძახით რუსეთუმეს” – წერს მომღერალი. აღნიშნული პოსტით თემურ თათარაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასაც ეხმაურება. ნახეთ ფოტო:

24 საათი შენთვის სასურველ ბინაში – უპრეცედენტო გამოცდილება “თბილისი გარდენსის” მომავალი მობინადრეებისთვის

გამოცადე ცხოვრება შენ სასურველ ბინაში, ვიდრე მის შეძენას გადაწყვეტ – “თბილისი გარდენსი” უძრავი ქონების სექტორში სრულიად ახალ სიტყვას ამბობს და პოტენციურ მობინადრეებს უპრეცედენტო გამოცდილებას სთავაზობს. პირველად საქართველოში, ნებისმიერ მსურველს, ვინც მაისის თვეში დედაქალაქის ცენტრში, “თბილისი გარდენსის” III ცათამბჯენში ბინის ყიდვას განიხილავს, ეძლევა უნიკალური შანსი, სასურველ აპარტამენტში წინასწარ გაატაროს ზუსტად ერთი დღე და გამოცადოს, როგორი იქნება […]