საფრანგეთის საგარეო: ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე მოვლენებს, რუსული კანონის რეინიცირებას და სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების დარბევის მცდელობას გამოეხმაურა. “საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას უცხოეთის გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ. საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად” – წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ანგარიშზე სოციალურ […]
BOEING-ის მეორე ყოფილი თანამშრომელი, რომელიც კომპანიის წარმოებას აკრიტიკებდა გარდაიცვალა

თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Boeing-ის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც მედიაში წერენ, 45 წლის ჯოშუა დინი მოულოდნელი ავადმყოფობით გარდაიცვალა. დინი ხარისხის კონტროლის დეპარტამენტში მენეჯერის პოზიციას იკავებდა. ყოფილმა მენეჯერმა 2023 წელს კომპანიის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რომელშიც Boeing 737 Max მოდელის თვითმფრინავის დეფექტებზე და უხარისხო წარმოებაზე ილაპარაკა. მიმდინარე წლის 13 მარტს გარდაცვლილი იპოვეს Boeing-ის კიდევ ყოფილი […]
ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი

მოდი აქ, მოდი. მოდი აქ შე ს*რო, შე ჩმორო. მოდი, შენი დედას შევე*ი მე. ასე მიმართა მოქალაქეს ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა. ღუდუშაური ქუჩაში ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც მას ერთ-ერთმა გამვლელმა მოქალაქემ მონა დაუძახა.
ნაუსედა: მტკიცედ ვგმობ პროევროპელი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას

მტკიცედ ვგმობ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროევროპელი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას. საქართველოს მთავრობას ქვეყანა რეგრესისკენ მიჰყავს და ძირს უთხრის ევროპულ პერსპექტივას. საქართველოს ადგილი ევროპაშია. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი და არავის აქვს უფლება, მათ ეს წაართვას. წერს ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა X-ზე.
აქციის 2 მონაწილე თვალის და სასუნქთი გზებს დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს

რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორი მონაწილე კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც „ნეტგაზეთს“ „ნიუ ჰოსპიტალში“ განუცხადეს, დღეს აქციიდან შესულია ორი პაციენტი: ერთს აღენიშნება თვალის დაზიანება და უტარდება შესაბამისი კვლევები. შედარებით მსუბუქია მეორე პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში სასუნთქი გზების დაზიანებით შეიყვანეს. გარდა ამისა, სახის ძვლების მოტეხილობა აქვთ გუშინდელი აქციის ორ მონაწილეს, რომელთაგან ერთს ოპერაცია ჩაუტარდა. ორივე პაციენტი კლინიკაში რჩება. პარლამენტის […]
„დაგმეთ მათი ანტიევროპული რიტორიკა“ — ოცნების წევრთა გერმანელ პროფესორებს

ქართველი მეცნიერები, იურისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებისა და დეპუტატების ყოფილ ლექტორებს, რომლებიც მათ გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდნენ, მოუწოდებენ, დაგმონ მათი ყოფილი სტუდენტების „რეპრესიული პოლიტიკა და ანტიევროპული რიტორიკა“. უფრო კონკრეტულად, ღია წერილი მიემართება იმ პროფესორებს, რომელთა ხელმძღვანელობითაც დაიცვეს დისერტაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და იურიდიულ […]
მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული – ბრიტანეთის საელჩო

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული. როგორც საელჩო აცხადებს, ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს. „საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს გახდნენ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული“, – აცხადებს საელჩო. პირველ მაისს პარლამენტის შენობასთან, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია […]
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, პირველი მაისის ღამიდან მოყოლებული, სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენენ

პირველი მაისის ღამიდან მოყოლებული, სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში მოინახულეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირი. ასევე, სხვადასხვა კლინიკებში მყოფი აქციის მონაწილეები. „რწმუნებულები განაგრძობენ დაკავებულთა მონახულებას. ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო […]
გია ვოლსკი – უმცირესობაში დარჩენილ პოლიტიკურ ჯგუფებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, თუ არა დესტაბილიზაცია და ეს არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას

უმცირესობაში დარჩენილ პოლიტიკურ ჯგუფებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, თუ არა დესტაბილიზაცია და ეს არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. პირიქით, ძალიან მძიმე მდგომარეობა არის მსოფლიოში და ერთი საერთო ამოცანაა უნდა იყოს წესით, რომ როგორმე სამშვიდობოზე გავიყვანოთ ჩვენი სამშობლო.”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. გია ვოლსკი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმიანება და აღნიშნავს, […]
კახა კალაძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე – არცერთ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩებოდა

არცერთ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩებოდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გუშინ, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოშიც ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება. „საქართველოშიც ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება. ყველა დანაშაული იქნება აღკვეთილი და ყველაფერს მიეცემა სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა განმარტა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]