შეერთებული შტატების საელჩო პატივისცემას უდასტურებს სიმართლის მამაცურად გამშუქებელ მედიას

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების ტრადიციული ინდექსი. 2024 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესებულია. 180 ქვეყანას შორის საქართველო 103-ე ადგილზეა. 2023 წელს 77-ე იყო. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ სიტუაციის გაუმჯობესებას ხელს უშლის ხელისუფლების ჩარევა, დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო ისევ არახელსაყრელია, […]
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ

სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ მდინარეში გადავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ლევან მგალობლიშვილი – რაც გუშინ აქციაზე ვიხილეთ, არ ემსახურებოდა ევროპული მომავლისკენ სწრაფვას, ის მხოლოდ ღრმა წარსულსა და კომუნიზმში გვაბრუნებს

რაც გუშინ აქციაზე ვიხილეთ, არ ემსახურებოდა ევროპული მომავლისკენ სწრაფვას, ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მგალობლიშვილი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გუშინ გამართულ აქციას. მისი განცხადებით, აღნიშნული აქცია არ ემსახურებოდა ევროპული მომავლისკენ სწრაფვას და მხოლოდ კომუნიზმში გვაბრუნებს. „რაც გუშინ აქციაზე ვიხილეთ,არ ემსახურებოდა ევროპული მომავლისკენ სწრაფვას, ის გვაბრუნებს მხოლოდ ღრმა წარსულსა და კომუნიზმში, რაც სამწუხაროდ, […]
შოთა შალელაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ უგუნური მოქმედებით, რასაც „გამჭვირვალობის“ კანონი დაარქვეს, ისეთი ჯინი გამოუშვეს ბოთლიდან, რომლის უკან დაბრუნება უკვე აღარ შეუძლიათ

პარტიის, „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, შოთა შალელაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უგუნური მოქმედებით, რასაც „გამჭვირვალობის“ კანონი დაარქვეს, ისეთი ჯინი გამოუშვა ბოთლიდან, რომლის უკან დაბრუნება უკვე აღარ შეუძლიათ. როგორც შალელაშვილი აცხადებს, ხალხი მმართველ პარტიას საკადრის პასუხს გასცემს. „ქართული ოცნების“ წევრებო, მათთან დაახლოებულო და მხარდამჭერო საზოგადოებავ! თქვენ, თქვენი უგუნური მოქმედებით, კანონპროექტის ინიციირებით რასაც „გამჭვირვალობის“ კანონი დაარქვით, ისეთი ჯინი გამოუშვით […]
ADB-ის ღონისძიების პარალელურად „პარაგრაფთან“ საპროტესტო აქცია გაიმართება

3 მაისს, თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტის მიღება გაიმართება. სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მიღების პარალელურად სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე 18:30 საათიდან საპროტესტო აქცია დაიწყება. „გავაგონოთ ხმა ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს! შევიკრიბოთ სასტუმრო “პარაგრაფის” წინ და ვუთხრათ მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრებს, რომ ღიად მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს რუსული კანონი და არ შეუქმნას […]
„ქოცს“ და „ნაცს“ გაარჩევს ეს კრიზისი? – რა ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ე.წ „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებას

საქართველოს პარლამენტმა 1 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო, რა ეკონომიკური შედეგები მოჰყვება კანონის საბოლოოდ მიღებას, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ისაუბრა. მისი თქმით კანონის მიღება მნიშვნელოვნად გააუარესებს საქართველოს საინვესტიციო იმიჯს. „ძალიან კარგი ტალღა იყო ქვეყანაში, ჯერ კანდიდატის სტატუსის მიღება, შემდეგ ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რაც […]
ბრიტანეთის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება უკრაინის უფლებაა – კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის თქმით, უკრაინას აქვს უფლება, რომ ლონდონის მიერ მიწოდებული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე თავდასასხმელად გამოიყენონ. “უკრაინას აქვს ეს უფლება. როგორც რუსეთს მიაქვს იერიშები უკრაინაში, მარტივად მიხვდებით, რატომ სჭირდება უკრაინას დარწმუნება, რომ თავს დაიცავენ”. – თქვა კამერონმა მედიასააგენტო Reuters-თან საუბარში ბრიტანული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით. კამერონი პირობას დებს, რომ უკრაინისთვის […]
3-4 მაისს პარლამენტში მხოლოდ დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან

3-4 მაისს საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობაში მხოლოდ პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან. პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. აქამდე, პარლამენტში შესვლა ეზღუდებოდათ ონლაინმედიის წარმომადგენლებს. ონლაინ მედის მიმართ შეზღუდვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 15 აპრილიდან მოქმედებს – ინტერნეტ […]
“გაიწვიეთ კანონპროექტი” – მაკალისტერი, კალიურანდი და მიკსერი ოცნებას მიმართავენ

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და ქართულ ოცნებას მიმართავენ. ევროპარლამენტარები ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, ე.წ. რუსულ კანონს და საპროტესტო აქციებს ეხმაურებიან. “ჩვენ ძალიან ვღელავთ საქართველოში არსებული სიტუაციის გამო და ვგმობთ ძალადობას […]
პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს რეიტინგი გაუარესდა და 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს“ აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა. „ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. გარემო რჩება მტრული დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით და დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზებისა და თავისუფალი სიტყვისთვის სივრცის შევიწროებისკენ მიმართული კანონების მიღების მცდელობებით“, – […]