“ის გროშები დაიტოვე და ხალხს დაუბრუნე 65 მილიონი მამაშენმა რომ აახია” – ვიკა ბუკია წილოსანს

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, პასუხობს დეპუტატ ნინო წილოსანს, რომელმაც მოქალაქეებს, რომლებმაც დაუწერეს, რომ 30 თეთრს აუგროვებენ, დაუწერა, რომ ილოცებს მათთვის და ამ 30 თეთრს ეკლესიაში მიიტანს. ვიკა ბუკია: ის გროშები დაიტოვე შენთვის და ხალხს დაუბრუნე 65 მილიონი მამაშენმა რომ აახია. თან ილოცე, რომ ქურდობა და სამშობლოს ღალატი გაპატიოს ღმერთმა.
ჩვენ არაერთი ძალადობის ფაქტები გვინახავს საფრანგეთში, გვახსოვს „ყვითელი ჟილეტების“ აქციაც, კიდევ სხვა აქციები როცა ახალგაზრდებს, ძალის გადამეტებით უსწორდება ადგილობრივი პოლიცია
ჩვენ არაერთი ძალადობის ფაქტები გვინახავს საფრანგეთში, გვახსოვს „ყვითელი ჟილეტების“ აქციაც, კიდევ სხვა აქციები როცა ახალგაზრდებს, ძალის გადამეტებით უსწორდება ადგილობრივი პოლიცია პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფრანგი კოლეგების განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ ეხმიანება და აცხადებს, რომ ერთი და იმავე კონტექსტის შეფასება არ შეიძლება საქართველოში სხვა […]
“ყალბი ნარატივის დამკვიდრების მცდელობაა” – პაპუაშვილი საფრანგეთის საგარეოს განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება. 2 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დემონსტრანტების მიმართ ჩადენილი ძალადობა დაგმო. პაპუაშვილის მტკიცებით, საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადება “ყალბი ნარატივის დამკვიდრების მცდელობაა”. “ძალიან იმედაგმაცრუებელია ზოგიერთი განცხადება, როგორც საქართველოში მყოფი საელჩოებისა, ისე ზოგიერთი უცხოელი აქტორის. ეს გარკვეულწილად ქმნის იმის აღქმას, რომ […]
ტვინინგი: დროა, საქართველოს მთავრობამ მოუსმინოს თავის მოქალაქეებს და გაიწვიოს კანონი

IRI-ის პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი სოციალურ ქსელში წერს, რომ დროა საქართველოს მთავრობამ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი გაიწვიოს. ტვინინგი პოსტს თან ურთავს სახელმწიფო მდივნის მრჩევლის, დერეკ შოლეს განცხადებას, რომელმაც დაწერა, რომ რუსული კანონის მხარდაჭერა ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის. “ის [რუსული კანონის მიღება] რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ბელარუსად გადაქცევას, ხელისუფლების ძალადობრივმა დარბევამ საკუთარ მოქალაქეებზე, შესაძლოა, მიგვიყვანოს რუსეთის ჩარევის […]
“თელავმა” მთავარი მწვრთნელი გადააყენა

“თელავის” პრესსამსახური იტყობინება, რომ მთავარი მწვრთნელი ოლეგ ვასილენკო და მისი ასისტენტები სამუშაოდან დაითხოვეს: “ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ გორის “დილასთან” 0:1 მარცხის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ “თელავის” ხელმძღვანელობამ, მთავარი მწვრთნელი ოლეგ ვასილენკო და მისი თანაშემწეები, კონსტანტინ სინეოკოვი და სერგეი ომელიანჩუკი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა – შესაბამისად, მათ კლუბი უკვე დატოვეს. გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ”. […]
სააკაშვილი: ხელისუფლებამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, ფაქტობრივად, გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან საქართველოს მთავრობის დაპირისპირებას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ გამოეხმაურა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით ფეისბუკზე, მის ოფიციალურ გვერდზე, გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ გუშინ, 2 მაისს, საქართველოს ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააუქმა აშშ-სთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. „ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს! ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული […]
ხელისუფლებას კოჭებს უგორებენ. ჩვენი ბიზნეს ელიტა არ იმსახურებს პატივისცემას – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესმენები დამოუკიდებლად მუშაობას მიჩვეული არ არიან და ბიზნესის კეთებას ხელისუფლებასთან “ხარკის მიტანით” არჩევენ. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით კერძო სექტორის პოზიციების შეფასებისას, BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკაში“, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ბიზნესის ნაწილი ხელისუფლებას ლოიალობას უცხადებს, თუმცა შედარებით ჩუმად არიან, რადგან ხედავენ, რომ მმართველ პარტიას საქმე კარგად ვერ მისდის. „ჩვენი […]
რატომ არიან დიდი ბიზნესები ყველა დროს მთავრობის მხარდამჭერები? – ეკონომიკის ექსპერტი 3 ძირითად მიზეზს ასახელებს

ეკონომიკისა და სამართლის ექსპერტი, ზვიად სხვიტარიძე მსხვილი ბიზნესებისა და მთავრობის დამოკიდებულებაზე საუბრობს და სამ მიზეზს ასახელებს, რის გამოც დიდი ბიზნესი მთავრობის მხარდამჭერია. „რატომ არიან დიდი ბიზნესები ყველა დროს მთავრობის მხარდამჭერები? სამი ძირითადი მიზეზი: · დამოუკიდებელი სასამართლოს და ალტერნატიულად ბიზნეს დავებზე არბიტრაჟის სისტემის არარსებობა; · მონოპოლიები ბიზნესის თითქმის ყველა სფეროში, რაც კონკურენციას კლავს და ავტომატურად გამორიცხავს […]
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6797 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8777 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8684 ლარს შეადგენდა. […]
პარლამენტის ეზოში სპეცრაზმის ავტობუსები და სახანძროები შეიყვანეს

პარლამენტის ეზოში სპეცრაზმის ავტობუსები და სახანძროები შეიყვანეს. საკანონმდებლო ორგანოსთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მანამდე, აქციის მონაწილეები 18:30-ზე თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო “პარაგრაფთან” მივლენ, სადაც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მიღება იმართება. “გავაგონოთ ხმა ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს! შევიკრიბოთ სასტუმრო პარაგრაფის წინ და ვუთხრათ მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრებს, რომ ღიად მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს რუსული კანონი […]