“ყველაფერი მიდის ძალიან ცუდად ოცნებისთვის და ძალიან კარგად ხალხისთვის” – მეზვრიშვილი

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი:: მაკრონის ზარი ივანიშვილთან (და არა კობახიძესთან) ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას (როგორც არალეგიტიმურს) არ აღიარებენ. მაკრონმა ივანიშვილს დაურეკა, როგორც საქართველოში დიქტატურაზე პასუხისმგებელ საფრანგეთის მოქალაქე რუს ოლიგარქს. ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად – ძალიან ცუდად ოცნებისთვის და ძალიან კარგად ქვეყნისთვის და ხალხისთვის.
რიაბკოვი: კრემლში დასავლეთთან პატიმრების კიდევ ერთ გაცვლაზე ფიქრობენ

ტელეარხ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ამბობს, რომ “რუსეთი ნამდვილად მზად არის, განიხილოს” პატიმრების კიდევ ერთი გაცვლა, იმის მსგავსი, როგორიც იყო აგვისტოში. მისი თქმით, ახალი შეთანხმება „წინგადადგმული ჯანსაღი ნაბიჯი იქნებოდა, განსაკუთრებით (აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის) შემდეგი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებისას.“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ „არ სურს პროგნოზების […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 15:00 საათისთვის 2.8210 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8210 ლარად ივაჭრება. · 1 აშშ დოლარი – 2.7944 ლარი. კურსის ცვლილება -0.06 თეთრი. · 1 ევრო – 2.9425 ლარი. კურსის ცვლილება +1.39 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5651 ლარი. კურსის ცვლილება +0.43 თეთრი; · 1 თურქული ლირა – 0.0802 ლარი. ცვლილება 0.00 თეთრი.
თეონა აქუბარდია – ქართველი ხალხის უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო – ვნახეთ ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, სადაც უკანონო პარლამენტი და ხელისუფლება აღიარებული არ არის, არამედ მოხსენიებულია ივანიშვილის ოცნებად

ქართველი ხალხის ორკვირიანმა უწყვეტმა პროტესტმა ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, შედეგი უკვე გამოიღო – ვნახეთ ევროკავშირის ოფიციალური განაცხადი, სადაც უკანონო პარლამენტი და ხელისუფლება აღიარებული არ არის, არამედ მოხსენიებულია ივანიშვილის ოცნებად, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ 4 ბარიერგადალახული პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროკავშირის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებებს გამოეხმაურა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან […]
თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა მარიამ კვერნაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კვერნაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აცხადებს, თანამდებობას „პირადი მიზეზით” ტოვებს, რომელიც მისი „ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარეობს“. „მეგობრებო, სამწუხაროდ, მომიწია თანამდებობის დატოვება პირადი მიზეზით, რომელიც გამომდინარეობს ჩემივე ოჯახური მდგომარეობიდან და რომელიც არ იყო ცნობილი მაშინ, როდესაც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვინიშნებოდი. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ […]
პროკურატურამ, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ორი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ორი პირის მიმართ დაიწყო, ხოლო ორ პირს დამატებით ეპიზოდებზე წარუდგინა ბრალდება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი […]
ფინანსთა სამინისტრო – 2024 წლის 11 თვეში ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად, 2.3 მლრდ ლარი დაუბრუნდა

2024 წლის 11 თვის მონაცემებით, დღგ-ის გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად, 2.3 მლრდ ლარი დაუბრუნდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღგ-ის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა, 2020 წლიდან მოქმედებს და გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე. „2024-2028 წლებში დღგ-ის […]
მამუკა მდინარაძე – ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დადება მორიგი მავნებლობა იქნება, ამაზე საუბრის მიზანია ვნებათაღელვა არ ჩაცხრეს – ევროპა შანტაჟის იარაღი ვერ იქნება

როდესაც მათ 16-20 დეკემბრისთვის პოლიტიკური ცეცხლის გახსნა გადაწყვიტეს, ჩვენ დავასწარით და 28 ნოემბერს ამ ყველაფრის დამზღვევი და მაპრევენცირებელი გადაწყვეტილება მივიღეთ, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, „სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ წინადადება ბრიუსელისგან, რომ ჩვენ უნდა დავაწესოთ ევროპული სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მაღალჩინოსანი […]
მამუკა მდინარაძე – ჩინელი დაახატავს მაცხოვარს და იმას დაწვავ, თუ ქართველი, რა მნიშვნელობა აქვს, რა გამართლებაა – არის 1-2% ამ ქვეყანაში, ეს სატანისტური რიტუალი რაღაც ე.წ პრადვინუტობაში რომ გააქვს

არის 1-2% ამ ქვეყანაში, ეს სატანისტური რიტუალი რაღაც ე.წ პრადვინუტობაში რომ გააქვს, საკუთარ თავს რომ იმართლებს, რომ უფრო „სვეცკია“. კიდევ ერთხელ ბოდიში ამ სიტყვებისთვის, უფრო „პრადვინუტია“ , თუ მაცხოვარს წვავ და მოგწონს, თუ დედას იგინება გოგო, საზიზღარ სიტყვებს ლაპარაკობს. ქალი, იგინება ბოლო სიტყვებით და ეს, მათი აზრით, არის „პრადვინუტობა“, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა […]
აბესაძე: თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 27 ნოემბერს დანიშნული უფროსი გადადგა

თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 27 ნოემბერს დანიშნული უფროსი თანამდებობიდან წავიდა. ინფორმაციას სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე ავრცელებს. “როგორც ამბობენ, კალაძე უკმაყოფილოა მერიის თანამშრომლების აქტიურობით ე.წ. ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ და მათ შორის, ამ სააგენტოში წმენდა მოითხოვა. თბილისის მერიის სისტემაში 30 ათასამდე თანამშრომელია, მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთ ფუნქციებს ასრულებს, ვისი გაშვებაც უბრალოდ პარალიზებას გამოიწვევს ქალაქის. […]