როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +11, +16°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან […]
“არ შეასრულოთ ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები” – 60 ორგანიზაცია ქართველ დიპლომატებს

60 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველ დიპლომატს მიმართავს, დაარღვიონ დუმილი, გამოხატონ პროტესტი და მხარში დაუდგნენ ქართველ ხალხს. ერთობლივ განცხადებაში ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეროვნული ინტერესებისა და პროდასავლური პოლიტიკის მიმართ ერთგულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. “შეუძლებელია, ვერ ხედავდეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მცდელობას, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, შეცვალოს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპული […]
პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, რომელიც თბილისს ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა მასაცუგუ ასაკავას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „აღინიშნა ADB-ის განსაკუთრებული მხარდაჭერა ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების თვალსაზრისით, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ, […]
„საქართველო გარდამტეხ მომენტშია, ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“ – დერეკ შოლე

საქართველო გარდამტეხ მომენტშია, ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე აცხადებს. „საქართველო გარდამტეხ მომენტშია. მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ახლა სასწორზე დევს. ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს,“ – წერს […]
,,მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის, აშშ-თან თანამშრომლობით“ – ჯეიმს ო’ბრაიენი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. როგორც ო’ბრაიენი აღნიშნავს, ინტერვიუში განაცხადა, რომ დგას ქართველი ხალხის გვერდით. „ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მათ ნათლად განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა თავის პარტნიორებთან და მათ შორის აშშ-თან თანამშრომლობით,“– აღნიშნავს […]
„ამბავი“ – კაფე რომელმაც ჯერ კიდევ გახსნამდე 1000 პასკის შეკვეთა მიიღო

რამდენიმე თვის წინ გავიცანი მოტივირებული და თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანი თეა ჯოხაძე, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული ცხობისა და კონდიტერიის განხრით. გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა ჩვენი რესურსები და შეგვექმნა ჩვენი „ამბავი“. მჯერა, რომ ჩვენი „ამბავი“ წარმატებულ სტარტს აიღებს, გაძლიერდება და თავის ნიშას დაიკავებს ქართულ გასტრონომიულ სივრცეში“. მისი თქმით, გახსნისთანავე, მომხმარებლებს შესთავაზებენ 50-მდე სახეობის პროდუქტს, რომელთა დაგემოვნებაც ადგილზევე […]
“ლევანს მამაჩემთან საერთოდ არ ულაპარაკია, სალუქვაძე სულ ისე ცივად ლაპარაკობდა ჩემზე… იძახდა მორჩა მაგის ფეხბურთიო” – რას ამბობს ჩაკვეტაძე ‘ბაიერნში” არშემდგარ ტრანსფერზე?

“ლევანს მამაჩემთან საერთოდ არ ულაპარაკია, სალუქვაძე სულ ისე ცივად ლაპარაკობდა ჩემზე… იძახდა მორჩა მაგის ფეხბურთიო” – რას ამბობს ჩაკვეტაძე ‘ბაიერნში” არშემდგარ ტრანსფერზე? Geo Team-თან ინტერვიუში “უოტფორდის” ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა წარსულში “ბაიერნში” არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა. მოგეხსენებათ, ამის შესახებ თავდაპირველად ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე საუბრობდა და ამბობდა, რომ ჩაკვეტაძის მამა მისი შვილის […]
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათზე ჩამოიტანენ

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში, დღეს, 23:40 საათზე ჩამოიტანენ. ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” რეისით მოხდება. „ჯორჯიან ეარვეისის“ ბორტი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით, 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დროით 23:40 საათზე დაეშვება.
“ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი” – ხბიჩა კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე ამბებზე

რამდენიმე დღეა ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ საზოგადოება უკმაყოგილებას გამოხატავს, რადგან კვარა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დუმს. მან რამდენიმე საათის წინ თავის აზრი ფეისბუქის საშუალებით დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ამ პოსტს საზოგადოებისგან კვლავ უკმაყოფილება მოჰყვა. როგორხ ხედავს ხვიჩა არ აფიქსირებს აზრის რუსული კანონის, ანუ იმის თაობაზე, რამაც ქვეყანაში ეს არეულობა გამოიწვია.
შოლე: საქართველო გარდამტეხ მომენტშია, სასწორზეა მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები

საქართველო გარდამტეხ მომენტშია. ვწუხვართ, რომ მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ახლა სასწორზეა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ჯერ კიდევ არის დრო იმ გზაზე დასაბრუნებლად, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს.