წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათზე ჩამოიტანენ

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში, დღეს, 23:40 საათზე ჩამოიტანენ. ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ რეისით მოხდება. „ჯორჯიან ეარვეისის“ ბორტი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით, 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დროით 23:40 საათზე დაეშვება.
გორში კულტურის სახლის ყოფილი შენობა დაიწვა

გორში, სამეფოს ქუჩაზე, კულტურის სახლის ყოფილი შენობა დაიწვა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული და ხანძარი ლიკვიდირებულია. შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
რამდენად დაცულია თქვენი საპენსიო აქტივები?- საპენსიო სააგენტოს განმარტება

მოსახლეობის დიდ ნაწილს მუდმივად აწუხებს კითხვა – დაცულია თუ არა მათი საპენსიო აქტივები? ამ კითხვაზე პასუხს საპენსიო სააგენტო გვთავაზობს. სააგენტოს განმარტებით, საპენსიო აქტივების ინვესტირება შესაძლებელია, მხოლოდ კანონის მოთხოვნათა დაცვით და საინვესტიციო პერიოდში ამონაგების მიღების მიზნით, კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებით. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. სააგენტოს ორგანიზებული სტრუქტურა ეფუძნება ე.წ. „დაცვის სამი […]
პრემიერ-მინისტრი: მიზანია ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალის სრულად ათვისება

„ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ის ამბობს, რომ ამ შეხვედრის ძირითადი სლოგანი – “ხიდი მომავლისკენ“ – „საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს“. „ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და […]
„ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია“ – ირაკლი კობახიძე“ – ირაკლი კობახიძე

„ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია“ – ირაკლი კობახიძე“ – ირაკლი კობახიძე . ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი, ისევე, როგორც ლოგისტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სერვისების ჰაბი შავი ზღვის რეგიონში, – […]
დასაქმებული ადამიანის წლიური შემოსავალი, რეგიონის მასშტაბით, საქართველოში ყველაზე ნაკლებია

დასაქმებული ადამიანის წლიური შემოსავალი, რეგიონის მასშტაბით, საქართველოში ყველაზე ნაკლებია Worlddata-ს მონაცემების მიხედვით, დასაქმებული ადამიანის წლიური შემოსავალი, რეგიონის მასშტაბით, საქართველოში ყველაზე ნაკლებია. მონაცემები ქვეყნების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო – 5600$ სომხეთი – 5960$ აზერბაიჯანი – 5660$ რუსეთი – 12 750$ თურქეთი – 10 640$ TOP10 ქვეყანა დასაქმებული ადამიანის წლიური შემოსავლის მიხედვით: მონაკო – 186 080$ ნორვეგია- […]
„ველით პარტნიორებისგან ჩართულობას, რათა წინ წავიწიოთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტი“ – ირაკლი კობახიძე

„ველით პარტნიორებისგან ჩართულობას, რათა წინ წავიწიოთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტი“ – ირაკლი კობახიძე ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოს მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში, რათა სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორად დაგეგმილი […]
პრეზიდენტი ზურაბიშვილი: “პრობლემაა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ – რუსული ხელისუფლება”

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პრობლემაა არა მხოლოდ „რუსულ კანონი“, არამედ – „რუსულ ხელისუფლება“, რომელიც რუსეთისკენ ცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს. „ახლა ძალიან ნათელია, რომ ეს კანონი [„აგენტების კანონი“] თავისი შინაარსით რუსული კანონია, რადგან ამ გზით რუსეთმა შეძლო რეალურად ჩაეხშო სამოქალაქო საზოგადოება, რასაც [საქართველოს] ხელისუფლება აქ ცდილობს. ის ცდილობს, რომ საქართველოს […]
“ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა” – რას აცხადებს კახა კალაძე?

თბილისის მერი კახი კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. “ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია”- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა. სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია. აგრესიული […]
დიდი ისტორიის დასასრული – მარკო როისი ზაფხულში “დორტმუნდს” დატოვებს

“დორტმუნდში” გატარებული 12 წლის შემდეგ, მარკო როისი ზაფხულში კლუბს შეიცვლის, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. 34 წლის გერმანელი “დორტმუნდს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. დიდი ალბათობით, როისი სხვა ევროპულ კლუბში აღარ ითამაშებს და MLS-ს ან საუდის არაბეთის პროლიგას მიაშურებს. როისმა “დორტმუნდის” მაისურით ჯამში 424 მატჩი გამართა, თავი 168 გატანილი გოლითა 128 საგოლე პასით გამოიჩინა.