„საქართველოს პრემიერ-მინისტრი „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის კრიტიკას უარყოფს“ – Reuters

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის კრიტიკას უარყოფს“ – Reuters საქართველოს პრემიერ-მინისტრი „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის კრიტიკას უარყოფს. ასე ეხმაურება სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან საუბრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. „პარასკევს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით […]
„პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, ზეგ, ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას – კანონპროექტის მეორედ ინიციირება იყო პროვოკაცია“ – პრეზიდენტი

„პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, ზეგ, ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას – კანონპროექტის მეორედ ინიციირება იყო პროვოკაცია“ – პრეზიდენტი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ და ზეგ, რა თქმა უნდა, სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რადგან სწორედ მათ დააინიცირეს მოვლენების ეს განვითარება, რომელიც არსაიდან მოვიდა, როდესაც მთელი ქვეყანა გაერთიანებული იყო ევროპულ გზაზე – […]
სალომე ზურაბიშვილი ელჩებს – ბიძინა ივანიშვილის განცხადებები პროვოკაციული იყო საქართველოს მოსახლეობის და თქვენ მიმართ – დაძაბულ ვითარებაში ვართ – ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო თქვენ მიმართ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენ, როგორც ჩვენს პარტნიორებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სტაბილურობის უზრუნველყოფაში,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა. მან ელჩებს მიმართა თხოვნით, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში საქართველოში […]
პრეზიდენტი – პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, ზეგ, ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას – კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია – მხარს ვუჭერ იმას, რაც ხდება ჩვენი ევროპული ნების კვალდაკვალ

პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ და ზეგ, რა თქმა უნდა, სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რადგან სწორედ მათ დააინიცირეს მოვლენების ეს განვითარება, რომელიც არსაიდან მოვიდა, როდესაც მთელი ქვეყანა გაერთიანებული იყო ევროპულ გზაზე – ამ კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც უხაროდათ იმის დანახვა, თუ როგორ გაიხსნა ევროკავშირის კარი, – ამის შესახებ […]
გორში ისტორიული შენობა დაიწვა

ქალაქ გორში, სამეფოს ქუჩაზე, ყოფილ კულტურის სახლში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა და შენობა თითქმის მთლიანად დაიწვა. სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. დამატებითი ბრიგადების გამოძახებაა თბილისიდანაც გახდა საჭირო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. სამეფოს ქუჩაზე ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილია. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები […]
უკრაინაში მოკლეს რუსი ოფიცერი, რომელიც ჩეჩენი სამოქალაქო პირების მკვლელობაში იყო დამნაშავედ ცნობილი

უკრაინის ომში მოკლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, ედუარდ ულმანი – რომელსაც დაუსწრებლად 14 წლით ჰქონდა მისჯილი პატიმრობა, ექვსი ჩეჩენი სამოქალაქო პირის მკვლელობისთვის 2002 წელს. ვებსაიტი Novaya Buryatia 3 მაისს აქვეყნებს ულმანის დედის და ციმბირში სამხედრო ვეტერანების ჯგუფის ყოფილი ლიდერის სიტყვებს, რომ 50 წლის ოფიცერი დაიღუპა უკრაინის ძალებთან ბრძოლაში. ულმანი და მისი ორი თანაშემწე რუსეთის ძებნილთა […]
ე.წ უცხოელი აგენტებისთვის რუსეთში ახალი აკრძალვები დაწესდა

ე.წ უცხოელი აგენტებისთვის რუსეთში ახალი აკრძალვები დაწესდა. მათ, ვინც კრემლის აზრით უცხოურ ინტერესებს ემსახურებიან, არჩევნებში მონაწილეობა და დამკვირვებლობის საშუალება შეეზღუდებათ. ამ ჩანაწერით შესწორებები რუსეთის სახელმწიფო დუმის ერთ-ერთმა კომიტეტმა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას მიიღო. ცვლილებებით, “უცხოეთის აგენტად” გამოცხადებულ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში ყველა დონის არჩევნებზე კანდიდატად დარეგისტრირება და კანდიდატის მინდობილ პირად ყოფნა აღარ შეეძლებათ.
კახა კალაძე: “არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!”

„მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!”, – აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში. მისი თქმით, „საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით” და “თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას“. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ თბილისში გამართული […]
ზელენსკიმ აღნიშნა 800 დღის გასვლა უკრაინაში რუსეთის ძალების შეჭრიდან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა 800 დღის გასვლა მის ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. პრეზიდენტის განცხადებით, “ყველა უკრაინელმა” და უკრაინის მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ კრემლის გეგმების ბლოკირებისთვის – იმ ფონზე, როცა, უკრაინის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსეთის მხრიდან მორიგ თავდასხმას სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა აღმოსავლეთის დონეცკის რეგიონში. “დღეს ომის მე-800-ე დღეა” – თქვა ზელენსკიმ 3 მაისს, უკრაინის […]
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია – გამოცემა “ამერიკელი კონსერვატორი” სტატიას აქვეყნებს

საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია – გამოცემა “ამერიკელი კონსერვატორი” სტატიას აქვეყნებს საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია – ამ სათაურით სტატიას გამოცემა The American Conservative (ამერიკელი კონსერვატორი) აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი ჰელენ ენდრიუსი წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს კანონი დაგმო, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოური დაფინანსების გამჟღავნების უზრუნველყოფა გონივრული სიფრთხილეა. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა […]