ლევან ბეჟაშვილი – მოვითხოვთ ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას

ზონდერ ჯგუფები, რომლებიც სასტიკად უსწორდებიან მშვიდობიან დემონსტრანტებს, პოლიტიკოსებს, მოქმედებენ პოლიტიკური დავალებით, რომელსაც გასცემს შს გომელაური, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მოვუწოდებ, რომ ნუ ამძიმებს მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ უმოქმედობით, როდესაც არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო „სასტიკად […]
კრემლი ე.წ. უცხოელ აგენტებს არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავს – TASS

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ უცხოელი აგენტებზე შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა გავრცელდეს. ამის შესახებ TASS-ი წერს. როგორც რუსული მედია წერს, ახალი წესები უცხოელი აგენტების არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ შეიძლება გავრცელდეს მომდევნო რეგიონულ არჩევნებზე, თუ მათ პარლამენტი და პრეზიდენტი დაამტკიცებს. მანამდე რუსეთის დუმაში მხარი დაუჭირეს რამდენიმე ცვლილებას საარჩევნო კამპანიაში უცხოელი აგენტების მონაწილეობასთან დაკავშირებით, მათ […]
“არაფრის თქმა, გარკვეულწილად, შიშიც არის, ზეწოლა რომ არ მოჰყვეს” – იაგო ბიტარიშვილი რუსულ კანონზე

“ამ დღეებმა აჩვენა, რომ პოზიციის დაფიქსირება მხოლოდ ინდივიდუალური ადამიანებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მგონი, აღარც დარჩა ნეიტრალური პოზიციის მქონე ადამიანი თუ კომპანია” – ასე აფასებს “იაგოს ღვინის” დამფუძნებელი, იაგო ბიტარიშვილი, ბიზნესის როლსა და ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მისი თქმით, რუსულ კანონთან დაკავშირებით, ბევრი ბიზნესი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს მოსალოდნელი წნეხის გამო იკავებს. ამის შესახებ ბიტარიშვილმა BMGDrive-ის ეთერში […]
ენმ: ხაბეიშვილი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, ვითხოვთ, დანაშაული გამოიძიონ

ნაციონალური მოძრაობა პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება. ენმ აცხადებს, რომ 4 დღის წინ, ხაბეიშვილი სასტიკი და არაჰუმანური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა. პარტია ითხოვს, დანაშაული სასწრაფოდ იყოს გამოძიებული. “უკვე ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა არაჰუმანური და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი სახელმწიფოს მხრიდან. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის ჯალათების მიერ […]
„კონსტიტუციაზე თავდასხმა განხორციელდა“ – სალომე ზურაბიშვილი

ხელისუფლების მხრიდან ნაკლები პროვოკაცია და იმის უფრო მეტი გააზრება უნდა იყოს, თუ რა არის მოსახლეობის საერთო ნება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა. „ასევე, ჩვენს პარტნიორებზე თავდასხმებს ვხედავთ და აქვე მსურს გითხრათ ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენეს და თქვენ ხართ ეს ქვეყნები. ქვეყნები, რომლებიც 30 წელზე […]
შვედეთის ქალაქ მალმოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

შვედეთის ქალაქ მალმოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქში სამართალდამცავების რაოდენობა გაიზარდა და მომდევნო დღეების განმავლობაში ისინი ქალაქის ქუჩებში პატრულირებას 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებენ. უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზეზი, „ევროვიზიის“ მუსიკალური ფესტივალია, რომელსაც ქალაქი 7-11 მაისს მასპინძლობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში პალესტინის მომხრეები მასშტაბურ დემონსტრაციებს გამართავენ, რაც შეიძლება არეულობაში გადაიზარდოს. ამასთან, არ არის გამორიცხული შესაძლო თავდასხმები. […]
ირაკლი ქადაგიშვილი – ბოლო პერიოდში, სალომე ზურაბიშვილის ამოცანაა, საქართველოში არაკონსტიტუციური პროცესების ხელშეწყობას მისცეს მაქსიმალური გასაქანი, მისი ყველა გზავნილი აქეთკენაა მიმართული

დღეს და ამ ბოლო პერიოდში, სალომე ზურაბიშვილის ამოცანაა, საქართველოში არაკონსტიტუციური პროცესების ხელშეწყობას მისცეს მაქსიმალური გასაქანი, მისი ყველა გზავნილი აქეთკენაა მიმართული, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდების ენერგია საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. „ეს ადამიანი დიდი ხანია, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსულია, ჩვეულებრივი რიგითი, კოლექტიური ომისა […]
ეროვნულმა ბანკმა კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტს (KOREA FINANCIAL TELECOMMUNICATIONS AND CLEARINGS INSTITUTE) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციისა და კლირინგის ინსტიტუტის პრეზიდენტმა იონგ სეოკის პარკმა მოაწერეს. მათივე ცნობით, […]
ნათია თურნავა „ჯეიპი მორგანის“ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა „ჯეიპი მორგანის“ ვიცე-პრეზიდენტს დანიელ ზელიკოვს შეხვდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „ჯეიპი მორგანს“ შორის მრავალწლიან თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, როგორც საერთაშორისო რეზერვების მართვის, ისე ადგილობრივი ბაზრების განვითარების მიმართულებით. „მხარეებმა ასევე მიმოიხილეს მიმდინარე […]
ბრაზილიაში წყალდიდობას სულ მცირე 39 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას ებრძვიან. Reuters-ის ინფორმაციით, რიო-გრანდეს შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 39 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 60-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, ამიტომ გარდაცვლილთა რაოდენობა დიდი ალბათობით, გაიზრდება. სტიქიის გამო აუცილებელი გახდა შტატში მცხოვრები 24 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. წყალდიდობამ ურუგვაისა და არგენტინის მოსაზღვრე რეგიონებიც დააზიანა.