რუსეთსა და დასავლეთს შორის რიტორიკა მძაფრდება უკრაინის საკითხზე

რუსეთი, რომლის გულისწყრომას იწვევს მისი თქმით “უპრეცედენტო” და “პროვოკაციული” განცხადებები დასავლეთისგან, იმუქრება საპასუხო ნაბიჯების გადადგმით “უკრაინაში და მის მიღმა”, და ასევე გეგმით, რომ ჩაატარებს წვრთნას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით – რასაც ევროკავშირი “უპასუხისმგებლოს” უწოდებს. მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობამ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია ცივი […]

“სახიფათო პრეცედენტია” – 550-ზე მეტი მასწავლებელი აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს

550-ზე მეტი მასწავლებელი განცხადებას ავრცელებს და ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზავაზე თავდასხმა სახიფათო პრეცედენტია, რომელიც აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მასწავლებლების წინააღმდეგ ძალადობას ახალისებს. “მასწავლებლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ვგმობთ 5 მაისს ჩვენი კოლეგა ლადო აფხაზავას მიმართ განხორციელებულ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე […]

ევროკომისია პოლონეთის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო რეფორმის დავას შეწყვეტს

ევროკომისია პოლონეთის წინააღმდეგ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ დავას შეწყვეტს – ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, პოლონეთმა შეასრულა ევროკომისიის მოთხოვნა და გაატარა მთელი რიგი ცვლილებები საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასთან მიმართებით – პოლონეთმა აღიარა ევროკავშირის სამართლის უზენაესობა და მზად არის დანერგოს ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ […]

თურქეთში მფრინავების რაოდენობა 15 000-ს მიუახლოვდა

თურქეთში მფრინავების რაოდენობა 2023 წლის ბოლოს წინა წელთან შედარებით 6 პროცენტით გაიზარდა და 14 884 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ Anadolu თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორის (SHGM) მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 14055 იყო. ამასთან, უცხოელი მფრინავების წილი პილოტთა საერთო რაოდენობაში 4,2%-ია (518 ადამიანი). SHGM აღნიშნავს, რომ 2003 წლიდან განხორციელებული რეფორმების წყალობით, თურქეთში საავიაციო […]

მაკრონი, ფონ დერ ლაიენი ჩინეთს მოუწოდებენ რუსეთზე ზეწოლა განახორციელოს უკრაინის საკითხზე

საფრანგეთმა და ევროკომისიამ 6 მაისს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს უთხრეს, რომ სურთ მოსკოვზე თავისი გავლენა მან გამოიყენოს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასასრულებლად, და რომ ევროკავშირი არ დაასუსტებს უკრაინის მხარდაჭერას. ჩინეთის ლიდერს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტია ევროპაში. მაკრონმა პარიზში მოლაპარაკება გამართა სი ძინპინთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, […]

ისრაელის წარმომადგენელი სავარაუდო “თვალთმაქცობას” უწოდებს ჰამასის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმებას

ისრაელის ოფიციალურმა პირმა 6 მაისს განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასი დათანხმდა, წარმოადგენს “შერბილებულ” ვერსიას ეგვიპტის წინადადებისა, რომელიც მოიცავდა ისრაელისთვის მიუღებელ “შორს მიმავალ” დასკვნებს. “ეს სავარაუდოდ არის თვალთმაქცობა, რომლის მიზანია ისრაელი გამოჩნდეს შეთანხმებაზე უარის მთქმელ მხარედ” – ამბობს ისრაელის წარმომადგენელი ანონიმურობის დაცვის პირობით სააგენტო როიტერსთან. ჰამასი აცხადებს, […]

ცნობილი გახდა, ვინ შეცვლის კვარაცხელიას “უდინეზესთან” მატჩში

სერია A-ს 35-ე ტურში “ნაპოლი”, რომელსაც ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება, გასვლაზე “უდინეზეს” დაუპირისპირდება. ცნობილი გახდა ნეაპოლური გუნდის ძირითადი შემადგენლობა. მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ სასტარტოში კვარაცხელიას ნაცვლად იესპერ ლინდსტრიომი დააყენა. მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ოსტიგარდი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, ლინდსტრიომი, პოლიტანო, ოსიმენი. მატჩი “დაჩია არენაზე” თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

Il Mattino: ჯუღელი დე ლაურენტისს შეხვდა – იმედია, ფინანსური მკლავჭიდი არ დაიწყება

Il Mattino-ს მტკიცებით, “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა. საუბარი, რა თქმა უნდა, კვარაცხელიას კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გაგრძელებას შეეხო, უფრო “დაზვერვითი ხასიათის” იყო, მალე კონკრეტიკაზე ვიწრო წრეში იმსჯელებენ და იმედია, ეს მკლავჭიდს არ დაემსგავსება. ხაზგასმულია, რომ გუნდის ერთ-ერთი ძვირფასი ფეხბურთელის ანაზღაურება დაბალია, აგენტი თავისი კლიენტისთვის იმის მსგავს ან […]

600-მდე მასწავლებელი სოლიდარობას უცხადებს ლადო აფხაზავას

Მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სოლიდარობას უცხადებენ მათ კოლეგას, ლადო აფხაზავას, რომელსაც 5 მაისს თავს დაესხნენ. მათ განცხადებას ამ დროისთის [21:34] 555 მასწავლებელი აწერს ხელს და მათი რიცხვი მზარდია. “მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე და თავისი მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემი. Სწორედ ასეთი ადამიანია ლადო აფხაზავა. მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი ძალადობა […]

“ჩემი დიდი ბებიის მამა შეძლებული კაცი ყოფილა, დუქანი ჰქონია, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა…” – რას წერს ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია: დღეს როგორც ყველამ, მეც მოვინახულე წინაპრების საფლავები გურიაში: ჯერ ბებია-ბაბუის, შემდეგ დიდი ბებია-ბაბუის და ბოლოს დიდი ბებიის მშობლების. ერთი ისტორიაც გავიხსენეთ. ჩემი დიდი ბებიის მამა, 1876 წელს დაბადებული გოჯასპირ ანთელიძე შეძლებული კაცი ყოფილა, დუქანი ჰქონია. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და მედიებში ჩვენი პირველი ემიგრაციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, ერთი ხანდაზმული ქართველი საუბრობდა […]