61 მილიარდი დოლარის დახმარება უკრაინისთვის

აშშ-ის კონგრესმა უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტი რამდენიმეთვიანი დაგვიანების შემდეგ დაამტკიცა. ის უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. რამ განაპირობა დახმარების დაგვიანება და რა შესაძლებლობებს მისცემს დახმარების ეს ნაკადი უკრაინას?

კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას – სახელმწიფო დეპარტამენტი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, კიდევ ერთხელ ისაუბრა “ქართული ოცნების“ მიერ, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ, “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“. 6 მაისს, ვაშინგტონში გამართულ პრესბრიფინგზე მილერმა თქვა, რომ მისი კანონად ქცევა, ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას. “ჩვენ გვჯერა, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო კურსზე გადაიყვანს, ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. […]

თოვის გამო გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს კანონი ძირს გამოუთხრის აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობას

მიგვაჩნია, რომ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის და საეჭვო მიმართულებით უცვლის გეზს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას – ეს კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობას – ჩვენ გავაგრძელებთ, რომ ეს ყველაფერი ცხადად გავაგებინოთ ვაჩვენოთ მათ; ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გაბოროტებული გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გია ხუხაშვილი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკამ უნდა დაასანქციროს, მანამდე, კი უნდა დასანქცირდნენ მისი გარემოცვის წევრები. ამ საკითხზე მან ტვ “პირველი”-ს ეთერში ისუბრა. “სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, ამერიკული, ევროპული სანქციებით” – ამბობს ხუხაშვილი, რომელსაც ივანიშვილმა ბინა შეუძინა.

მეთიუ მილერი – FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს – წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს

თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება ის, რომ აშშ-ის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ჰქონდეს, მაგრამ არა საქართველოსა და რუსეთს. […]

მილერი რუსულ კანონზე: ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთუ მილერი აცხადებს, რომ ოცნების მიერ ინიციირებული რუსული კანონი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ძირს გამოუთხრის. მილერის თქმითვე, კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ქვეყანას სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს. “მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ,საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს ძირს გამოუთხრის. ჩვენ გავაგრძელებთ ამის ახსნას, […]

ამგვარი ქცევით განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან” ბრძოლა? და თუ თქვენ ნორმალური ადამიანი ხართ, თქვენვე მიპასუხებთ: არასგზით!

„მაშ ასე, ბრწყინვალე შვიდეული გრძელდება. რა პერფორმანსებით დაგვამახსოვრეს თავი სააღდგომო დღეებში „შინევროპელებმა” თავისი „ქოუჩების” მითითებებით,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პერფორმანსების ჩამონათვალს აკეთებს. „მაშ ასე, ბრწყინვალე შვიდეული გრძელდება. რა პერფორმანსებით დაგვამახსოვრეს თავი სააღდგომო დღეებში „შინევროპელებმა” თავისი „ქოუჩების” მითითებებით: ილიას ტრიადა გააფართოვეს და ერთობის შემდეგ, სარწმუნოება ისევ დააბრუნეს; გარდამოხსნას ემთხვეოდნენ […]

ეს ქმედება, რა თქმა უნდა, მოჩვენებითი, სანახაობრივი პერფორმანსის შინაარსით დატვირთული და ძირითადად რევოლუციის განვითარების მოტივით არის წარმოდგენილი

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში პატრიარქის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ სიტყვებზე აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ ეს ქმედება, სანახაობრივი პერფორმანსის ნაწილია, რომელიც რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარების ერთ-ერთი ფორმაა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქის ლანძღვა აბსოლუტურად შეუსაბამო ქმედებაა და აქციის მონაწილეების მხრიდან მსგავსი ქმედებები მიუღებელია. „თქვენ ხედავთ აბსოლუტურად შეუსაბამო ქმედებებს, როდესაც პრაიდის წარმომადგენელი […]

შაქრის ექსპორტს ყაზახეთიც კრძალავს

ყაზახეთი აწესებს აკრძალვას შაქრის ექსპორტზე 2024 წლის 31 აგვისტომდე მესამე ქვეყნებში, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პარტნიორ ქვეყნებში, შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, იტყობინება რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური. აკრძალვა არ იმოქმედებს საერთაშორისო ტრანზიტზე. უახლოეს მომავალში ყაზახური მხარე გეგმავს მოლაპარაკებების გამართვას წლის ბოლომდე რუსული შაქრის მიწოდების კვოტის კიდევ 100 ათასი ტონით გაზრდის მიზნით, იტყობინება მთავრობა. ამჟამად, საწყობებში შაქრის რეზერვების […]