იანვარ-მარტში 1 136 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

2024 წლის I კვარტალში 1 136 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც 17-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. „საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-მარტში 40 ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი სიმთვრალე იყო. ავტოსაგზაო შემთხვევების კლების მიუხედავად, 15-ითაა გაზრდილი დაზარალებულთა რაოდენობა. კერძოდ, წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებში 1 495 ადამიანი დაზარალდა. დაღუპულთა რაოდენობა უცვლელია. I კვარტალში ავტოავარიებს 93 ადამიანი ემსხვერპლა. […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 8 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 8 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III კვარტლების (ნაწილობრივ), რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, […]

ტუსკის თქმით, ევროპამ თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გაზარდოს, რათა უსაფრთხოდ იყოს

პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა 7 მაისს გამოსვლისას განაცხადა, რომ კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად და უსაფრთხოებისთვის ევროპას თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა სჭირდება. ტუსკმა ასევე გაიმეორა მოწოდებები, რომ ევროპაში საერთო თავდაცვითი სისტემა შეიქმნას. ევროპულ ეკონომიკურ კონგრესზე საუბრისას ტუსკმა პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს მიმართა და განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად თავდაცვაზე დახარჯული ბიუჯეტი, სულ მცირე, €100 მილიარდით უნდა გაზარდონ. “ევროპა მომდევნო […]

პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს ევროპის დღის აღსანიშნავად კონცერტი გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, 9 მაისს ათონელის ქუჩაზე ევროპის დღის აღსანიშნავად კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, სუხიშვილები, ანსამბლი შავნაბადა, LOUDSPEAKERS, დაგდაგანი, QUEMEKH.

რატომ არ მიიღო შიდა ფრენების ტენდერში მონაწილეობა AK-Air Georgia-მ? – მიზეზები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენებზე გამოცხადებული ორივე ტენდერი ჩაიშალა. ამჟამად, ფრენების ყველაზე დიდი ნაწილის განმახორციელებელი კომპანია, “აკეარ ჯორჯია”-ს ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა bm.ge-სთან, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც უარი თქვეს ტენდერში მონაწილეობაზე.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6800 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6800 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6800 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8848 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8777 ლარს შეადგენდა. […]

შვედეთის საელჩოსთან IDFI-ის დირექტორსა და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გიორგი კლდიაშვილმა შვედეთის საელჩო დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა. უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა როგორც გიორგი კლდიაშვილს, ასევე „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. შვედეთის საელჩოსთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მომხდარის დადგენას ცდილობს. ცნობისთვის, არასამთავრობო […]

ეკა გიგაურის განცხადებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი საქართველოში განვითარებული პროცესებით დაინტერესდა და არსებული ვითარების გამო წუხილი გამოთქვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, იოჰან ფორსელი საქართველოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა და ქვეყანაში არსებული ვითარების გამო წუხილი გამოთქვა. როგორც გიგაურმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. „ჩვენ ძირითადად მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან […]

საგამოძიებო: პოლიციის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე 80 შეტყობინება შემოვიდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აპრილსა და მაისში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საგამოძიებოში აცხადებენ, რომ პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედების თაობაზე უწყებაში 80 შეტყობინება შევიდა, რომელიც აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა. “გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის თაობაზე, რომელიც შეეხება 2024 წლის აპრილსა […]

გიორგი კლდიაშვილსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფს უცხო პირი თავს დაესხა

შვედეთის საელჩოსთან უცხო პირი IDFI-ის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თავად ფორმულამ გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. უცნობმა პირმა კლდიაშვილს და ფორმულას მძღოლს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფორმულას ცნობით, თავდამსხმელი მანქანით იმყოფებოდა და მას ხელში მინის ბოთლი ეჭირა. ტაბულა დამატებითი ინფორმაციის […]