საქართველოს მოქალაქეობის მსურველებისთვის, ისტორიის ტესტებიდან ამოიღეს შეკითხვები ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე, სააკაშვილზე, ვარდების რევოლუციაზე…

ისტორიის ტესტებიდან, რომელიც უცხოელებმა უნდა ჩააბარონ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ამოღებულია ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ვარდების რევოლუცია – წერს “ეხო კავკაზა” სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე, მოქალაქეების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებზე დაყრდნობით. ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კონსტიტუციური სამართლის საფუძვლების გამოცდის ახალი წესი 2024 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა. თუ ადრე მოქალაქეობის მსურველებს ეკითხებოდნენ რომელ ქვეყანას აქვს საქართველოს ტერიტორიების […]

ლევან სამუშია – საქართველოს მოქალაქეებს რუსულ ოცნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოტანილი აქვთ, რაშიც თვითონაც არიან დარწმუნებული – ხელისუფლება პანიკაშია

ხელისუფლება პანიკაშია, ეს პანიკის მაჩვენებელია, ამით ვერავინ ვერავის დააშინებს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ საქართველოში ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რასაც 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებთან აღასრულებენ. „ხელისუფლება პანიკაშია, ეს პანიკის მაჩვენებელია, ამით ვერავინ ვერავის დააშინებენ. საქართველოს მოქალაქეებს რუსულ […]

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ქუთაისშიც აპროტესტებენ

ქუთაისში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა აქცია-მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები ჯერ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს. ისინი აცხადებენ, რომ კანონპროექტი წაკითხული აქვთ, მაგრამ არ მოსწონთ. აქციის მონაწილეების თქმით, დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება კანონს მალე გაიწვევს. მსვლელობა დღის ბოლოს მერიასთან გადაინაცვლებს.

“სახალხო დამცველი ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებს ეხმიანება“ – განცხადება

სახალხო დამცველი ბლლო დღეებში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს: “სახალხო დამცველი ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებს ეხმიანება: გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 7 მაისს ინტერვიუს მიცემის დროს თავს დაესხნენ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს, ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. კვირას, 5 მაისს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პედაგოგ ლადო აფხაზავას. სახალხო დამცველი […]

„ეს არის შემთხვევითი უკრაინული ნომრები; ტელეფონები, საიდანაც ირეკება, ამჟამად საქართველოშია“ – დავით არახამია მუქარის ზარებზე

უკრაინული ნომრებიდან განხორციელებულ მუქარისშემცველ სატელეფონო ზარებს, უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია ეხმაურება: “მინდა გითხრათ, რაც ახლა გავარკვიე. გუშინდელი დღიდან მოყოლებული ბევრი ადამიანი, რომელიც ჩართულია, ქართულ პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივობაში, იღებს უცნაურ ზარებს უკრაინული ნომრებიდან. ზარის ავტორები თავს აჩვენებენ, თითქოს გამოკითხვას ატარებენ უცხოური აგენტების კანონთან, იგივე რუსულ კანონთან დაკავშირებით. საპასუხოდ კი აგინებენ. ეს […]

,,არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი [ქვეყანა] კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს. ან ერთია ან მეორე” – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ,,ტვიტერზე” წერს: ,,ევროპარლამენტმა ნათლად თქვა თავის რეზოლუციაში და ასევე ამბობს ამ წერილში: “ქართული ოცნების” რუსული კანონი, დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობა საბოტირებს საქართველოს ევროპულ მომავალს. არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი [ქვეყანა] კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს. ან ერთია ან მეორე”

საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს – ევროპარლამენტარები ბორელს

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს 31 ევროპარლამენტარი წერილს წერს, რომელშიც ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა წარდგენას აკრიტიკებენ და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებასა და ევროკავშირის მიერ საქართველოს სამთავრობო პროგრამების დაფინანსების გადახედვას ითხოვენ. საქართველოს ხელისუფლების გაგრძელებულმა არადემოკრატიულმა ქცევამ, კერძოდ მისმა აგრესიულობამ უცხოეთის აგენტებზე “რუსული სტილის” კანონის გატანაში, მშვიდობიანი დემონსტრანტების ჩახშობამ და […]

საქართველოს სავალუტო რეზერვები გაიზარდა

აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 36 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს. საქართველოს ეროვნული ბანკი გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ სავალუტო რეზერვების მთლიან მაჩვენებელში 529,4 მილიონი დოლარის ოქროა, რაც საერთო მაჩვენებლის თითქმის 11%-ია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მიმდინარე წლის მარტში დაამატა. „ეროვნული ბანკის მიერ […]

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახის წევრები – 1000 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს […]

,,საკუთარი არაფერი გააჩნიათ – არც ღირსება, არც ვაჟკაცობა, არც ინტელექტი…“ – გია ხუხაშვილი ,,ოცნებაზე”

ექსპერტი გია ხუხაშვილი ,ოცნების” ახალ პიარ-კამპანიას ასე ეხმაურება: ,,საკუთარი არაფერი გააჩნიათ – არც ღირსება, არც ვაჟკაცობა, არც ინტელექტი… ამიტომ სულ რაღაცაზე პარაზიტირებენ – ხან ეკლესიას ეფარებიან, ხან ისტორიას და ტრადიციებს. ხან დავით გარეჯს. ხან ილია ჭავჭავაძეს და ხანაც ხვიჩა კვარაცხელიას. ახლა მთლად რეკორდი მოხსნეს – ოპონენტების მთავარ გზავნილს ამოეფარენ. თუმცა რუსული ფერები მაინც ვერ ჩამოირეცხეს…“