ელჩი დანიგანი „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებს შეხვდა

„არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე”, – განაცხადა დღეს, 8 მაისს აშშ-ის საელჩომ საქართველოში, როცა ინფორმაცია გაავრცელა ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”(ISFED) წარმომადგენლებთან. შეხვედრა ორგანიზაციის ოფისში გაიმართა და მასში მონაწილეობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელიც. საელჩოს თანახმად, საუბარი იყო საარჩევნო პროცესის მონიტორინგში […]
ირაკლი ნადირაძე – ჩვენ ვნახეთ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს, როგორ ძალადობენ მომიტინგეებზე, ირაკლი ეძგვერაძის არასრულწლოვან ბავშვებთან მიაგზავნეს სუს-ის „ტიტუშკები“ დაშინების მცდელობის მიზნით

ჩვენ ვნახეთ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს, როგორ ძალადობენ მომიტინგეებზე და ირაკლი ეძგვერაძის არასრულწლოვან ბავშვებთან მიაგზავნეს სუს-ის „ტიტუშკები“ დაშინების მცდელობის მიზნით. ისინი შეეხნენ ყველაზე წმინდას, რაც არის ოჯახი, რაც არის ბავშვები და მათ უნდა იცოდნენ, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, არცერთ დამნაშავე ნაძირალას არ შერჩება ეს დანაშაული, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური […]
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის ჟურნალთან Wine Enthusiast თანამშრომლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წელსაც გრძელდება

ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის ჟურნალთან „Wine Enthusiast“ თანამშრომლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წელსაც გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ჟურნალის მაისის თვის ონლაინ გამოცემაში ფოკუსი საფერავზე გამახვილდა. „საფერავი – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო ამერიკაში ყველაზე […]
თეონა აქუბარდია – შალვა პაპუაშვილმა ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას“ და „გირჩის“ ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს – ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ

შალვა პაპუაშვილმა ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას“ და „გირჩის“ ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს – ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა. მისივე თქმით, ეს არის რეპრესიების დაანონსება. „შალვა პაპუაშვილს ვერ გაურკვევია ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაშია, […]
შალვა პაპუაშვილი – პირველად ხდება ისტორიაში, როცა დონორი სახელმწიფოსა და ხალხს ემუქრება, რომ თუ ისეთ კანონს მიიღებენ, რაც მის ფინანსებს გაასაჯაროებს, რაღაც ზომებს მიიღებენ – ასეთ აბსურდამდე მივედით!

აშშ-ს კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს სხვა სტრუქტურების ხელშია, რომ “დემოკრატიის ნაციონალური ფონდის“ გამჭვირვალობა უზრუნველყონ – ეს არის კეთილსინდისიერი დონორობის მინიმალური სტანდარტი! პირველად ხდება ისტორიაში, როდესაც დონორი სახელმწიფოსა და ხალხს ემუქრება, რომ თუ ისეთ კანონს მიიღებენ, რაც მის ფინანსებს გაასაჯაროებს, რაღაც ზომებს მიიღებენ. სამწუხაროდ, ასეთ აბსურდამდე მივედით! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა […]
გრუნის რექტორის მოადგილე ვახტანგ ჭარაია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამართულ საერთაშორისო შეკრებას პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის რანგში დაესწრო

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ საუდის არაბეთის ქალაქ რიადში გამართულ საერთაშორისო ფორუმს – „Global Collaboration, Growth, and Energy for Development“, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია სპეციალური სტუმრის სტატუსით, პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის რანგში, ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმი წარმომადგენლობითი იყო და მას […]
პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე: მათ კეთილსინდისიერებაზე კითხვის ნიშნები არსებობს

რაც შეეხება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებას – ბევრი მიზეზის გამო, ამის შანსი ნულია […] როცა საუბარია ევროპარლამენტარებზე, ევროკომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ მათ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ – ნული ყურადღება. ეს საკითხი მათი გადასაწყვეტი საერთოდ არ არის. მით უმეტეს, ამ ევროპარლამენტარების მიმართ ნდობასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები არსებობს. თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. ევროკავშირის […]
ეს ხვიჩა კვარაცხელია მაგარი ყ…ეა” – ვრცელდება კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი

ეს ხვიჩა კვარაცხელია მაგარი ყ…ეა” – ვრცელდება კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი ინტერნეტში კიდევ ერთი ჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც ნიკა გვარამიას პარტია “ახალი”-ს წევრი, ნიკა ფარულავა საუბრობს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და ფეხბურთელების არაერთგვაროვან დამოკიდებულებებზე, კერძოდ ხვიჩა კვარაცხელიაზე. “ეს ხვიჩა კვარაცხელია ხო ყ*ეა, მაგარი “ყ…ეა” – ამბობს ფარულავა.
ირაკლი ეძგვერაძე – რუსულმა რეჟიმმა, აღდგომას, ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილები, მოაგზავნა „ტიტუშკები“, „ზონდერები“ და ენით აღუწერელი სიტყვებით შეეცადნენ მათ დაშინებას

რუსულმა რეჟიმმა კვირა დღეს, აღდგომას, ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილები, მოაგზავნა „ტიტუშკები“, „ზონდერები“ და ენით აღუწერელი სიტყვებით შეეცადნენ მათ დაშინებას. ეს სილაჩრე უკვე გაუგონარი რამ არის და მოვითხოვ აუცილებლად დადგინდეს ამ პირები ვინაობა. ვერ შემაშინებთ, არ შევშინდებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა. მისი […]
შალვა პაპუაშვილი – კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია, ევროკომისია კი პირდაპირ გვეუბნება, რომ ევროპარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ – ნული ყურადღება!

კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი, ბევრი მიზეზის გამო, ნულია – როდესაც საუბარი არის ევროპარლამენტარებზე, ევროკომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ ამ ევროპარლამენტარებს, ნული ყურადღება,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, ხედავს თუ არა რისკს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტარების გადასაწყვეტი ეს საკითხი საერთოდ არ არის, “ამიტომ ამ პარლამენტარებს […]