ჟურნალ „არილის“ გამოცემა წყდება

ლიტერატურული ჟურნალის, „არილის“ გამოცემა ამ ეტაპზე წყდება, ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. გამოცემის განცხადების თანახმად, „გადაწყვეტილება პოლიტიკურია“, ვინაიდან „არილი“ და მისი რედაქტორები არ ემორჩილებიან სამინისტროს ცენზურას, ყოველთვის გამოხატავდნენ კრიტიკულ პოზიციას და ამ თვალსაზრისით არასდროს უფიქრიათ რაიმე კომპრომისზე”. „არილმა“ მხარი დაუჭირა ”აგენტების კანონის” წინააღმდეგ მოძრაობას, სოლიდარობა გამოუცხადა თავისუფალ გამომცემლობებს, რომლებიც “არაადეკვატური პოლიტიკოსების თავდასხმის […]
შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ როგორ ესხმოდნენ თავს სპორტსმენებს საჯაროდ, ამან კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ საჯაროობის მიღმა კიდევ უფრო ამაზრზენი პროცესებია

ჩვენ ვნახეთ ლაშა ტალახაძეზე საჯარო თავდასხმა. მათ შორის საპროტესტო აქციების ორგანიზატორებისგან ვნახეთ, როგორ ესხმოდნენ თავს სპორტსმენებს საჯაროდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ამ თავდასხმებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ამ საჯაროობის მიღმა კიდევ უფრო ამაზრზენი პროცესებია, კიდევ უფრო ამაზრზენია გეგმები, […]
რიკარდ იოზვიაკი – ევროკავშირის ელჩებმა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფას მწვანე შუქი აუნთეს

ევროკავშირის ელჩებმა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფას მწვანე შუქი აუნთეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. „დღეს, ევროკავშირის ელჩებმა ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში საქართველოსთვის არალეტალური დახმარების სახით 30 მილიონი ევროს გამოყოფას მწვანე შუქი აუნთეს – ევროკავშირის ბიუჯეტს გარეთ არსებული ინსტრუმენტიდან, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ […]
შალვა პაპუაშვილი – საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ზეწოლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველამ, ვინც არის ჩართული ბულინგში, შანტაჟში, ზეწოლაში, ზიზღის ენის გავრცელებაში, “საკუთარ სიტყვებზე უნდა აგოს პასუხი”. „რაც შეეხება ძალადობას და სისხლის სამართლის დანაშაულებს თუ ადმინისტრაციულ გადაცდომებს, […]
აქციაზე დაშავებული მოქალაქე: ექიმმა მითხრა, მთელი ცხოვრება თვალში ლაქა მექნება

1 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული მოქალაქე, ნიკა დემურიშვილი ამბობს, რომ მას ბადურა აქვს გაწყვეტილი, რის გამოც თვალში მთელი ცხოვრება ლაქა ექნება. დემურიშვილმა ჭრილობა თვალის არეში მიიღო. დაზარალებულის თქმით, ის სასამართლოში საჩივარსაც შეიტანს. “ექიმთან გადამოწმებაზე ვიყავი და მითხრეს, რომ ბადურა მაქვს გაწყვეტილი და ქირურგიული ჩარევის გარეშე რომც აღდგეს [მხედველობა], მთელი ცხოვრება თვალში მექნება ლაქა, […]
ჩინეთმა პუტინს პრეზიდენტის პოსტზე ინაუგურაცია მიულოცა

ჩინეთმა ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტის პოსტზე ინაუგურაცია მიულოცა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლი ძიანმა დღეს, 8 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ლიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა სი ძინფინგმა პუტინს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მისალოცი წერილი უკვე გაუგზავნა და დასძინა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ორი ლიდერის ხელმძღვანელობით სიჯანსაღეს ინარჩუნებს. “ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო დიპლომატიის მეთაურის სტრატეგიულ წამყვან […]
“ქართველებო, იქნებ, ვინმემ კარავი მათხოვოთ, დაგიბრუნებთ, თუ გამევედი აქედან” – ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე, რომელიც მე–9 დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ სიარულის ძალაც აღარ აქვს და დახმარებას ითხოვს, კარავის სახით. სარალიძე: მეყო გიმნაზიის გვერდით ყოფნა, იმის ფიქრით რომ ჩვენ საამაყო პოლიციას არ დავუპირისპირდე, მე 9 დღეა უკვე ვშიმშილობ რუსულიკანონის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. სათხოვარი მაქვს ქართველებო, იქნებ ვინმეს კარავი გაქვთ რომ მათხოვოთ და პარლამენტის წინ გავშალო, სიარულის ძალაც […]
„ის, რაც „გავრილოვის ღამედ“ მონათლეს, „მელია-გახარიას ღამე“ იყო“ – პაპუაშვილის განცხადება

„მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება -ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადი არის. მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ, როდესაც „კანვასის“ ტრენინგების მიმართ დაიწყო გამოძიება, ვნახეთ, როგორი იყო სცენარები და რას ასწავლიდნენ. ვხედავთ ამ სცენარების ასრულებას. აქ გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ, როდესაც ვიხილეთ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და […]
რუსეთმა უკრაინას 55 რაკეტით და 21 დრონით შეუტია

რუსეთმა უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევისას გამოიყენა 55 ბალისტიკური, აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა და 21 უპილოტო საფრენი აპარატი. ეს მონაცემები უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 39 რაკეტის და 20 დრონის განადგურება შეძლეს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის მთავარი სამიზნე ენერგოობიექტები იყო. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა რაკეტებით და დრონებით დაარტყეს […]
არასამთავრობო ორგანიზაციები – „ღია მმართველობის პარტნიორობა“ მთავრობას მოუწოდებს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, OGP-ის შეფასებით, პარლამენტში ინიცირებული კანონი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. „ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ღიად დაადასტურა OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობა არა […]