ნიკა მელია – როცა სახლებში გვივარდებიან, სახლებთან გვისაფრდებიან, მშობლებს ურეკავენ და აგინებენ და შვილებს ცემენ, არის ერთადერთი გამოსავალი, რუსთაველი ვაქციოთ ჩვენს სახლად

როდესაც სახლებში გვივარდებიან, სახლებთან გვისაფრდებიან, მშობლებს ურეკავენ და აგინებენ და შვილებს ცემენ, არის ერთადერთი გამოსავალი, რუსთაველი ვაქციოთ ჩვენს სახლად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე, ნიკა მელია წერს. მისი თქმით, საქართველო არაა ქვეყანა, რომელსაც შიშით დაიმორჩილებ. „შემდეგ კვირაში რუსული კანონის მესამე მოსმენაა. ერთად უნდა ვუთხრათ „არა“, არა მხოლოდ რუსულ კანონს, არამედ რუსულ ხელისუფლებას […]
რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 2 ადამიანი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 2 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსებმა ქალაქი დილით დაბომბეს, არის ორი დაღუპული და ამდენივე დაშავებული. მტრის არტილერიამ 62 წლის მამაკაცისა და 65 წლის ქალის სიცოცხლე შეწყვიტა“, – აცხადებს ლისაკი. მისი თქმით, დაბომბვის შედეგად […]
ერთიანობა მრავალფეროვნებაშია – საქართველო ევროპის დღე 2024-ს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით პირველად აღნიშნავს

წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ღონისძიება, რომელიც მრავალი წელია საქართველოში სწორედ ევროპის დღის აღსანიშნავად იმართება, ამჯერადაც მასშტაბური და გამორჩეული იქნება. ეს იქნება დღე, როდესაც ათასობით ადამიანი მშვიდობის, მრავალფეროვნებისა და ევროკავშირი – საქართველოს საერთო ღირებულებების აღსანიშნავად შეიკრიბება და საკუთარი თვალით შეძლებს რეალურად ნახოს, როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს. შეხვედრის ადგილი კვლავაც […]
„უვიზო რეჟიმის შეჩერება არ არის გამორიცხული“ – ევროკავშირის ელჩებმა ისევ იმსჯელეს საქართველოზე

8 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს პოტენციური ზომები იმ სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული“ და „ყველანაირი ზომა განიხილება“. იოზვიაკის ინფორმაციითვე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი სულ […]
შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, ამ დღეს მინდა, ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს მშვიდობა ვუსურვო

შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, ამ დღეს მინდა, ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს მშვიდობა ვუსურვო გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავიანთი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც […]
„ციკოლიამ“ საათის ახალი ხაზი საქართველოს ნაკრების გამარჯვებას მიუძღვნა

„ციკოლიამ“ საათის ლიმიტირებული ხაზი გამოუშვა, რომელიც საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მიუძღვნა. აღნიშნულის შესახებ „ციკოლია“ სოციალურ ქსელში პროდუქტის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს. განცხადებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული მოდელი სულ 100 ეგზემპლარად გამოვა. რაც შეეხება ფასს, თითო ეგზემპლარის ღირებულება 2349 ლარი იქნება.
ვლადიმერ პუტინი კრემლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ყველა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის რუსეთისა და სომხეთისთვის, თანამშრომლობა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის (ევრაზიის ეკონომიკური კავშირის) ფარგლებში დადებითია, რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ისიც ძალიან წარმატებით ვითარდება,“ – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, 2015 წლიდან სომხეთის სავაჭრო ბრუნვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან 14-ჯერ […]
ჰერჩინსკი: დარჩით ევროკავშირის გზაზე! ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ

დღეს ევროპის დღეა! ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს, ჩვენ ვფიქრობთ იმ გზაზე, რომელიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხედვით დაიწყო და 27 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ კავშირში გადაიზარდა; მათ განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვთ, მაგრამ ყველა საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით არის გაერთიანებული. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო […]
ერთიანობა მრავალფეროვნებაშია – საქართველო ევროპის დღე 2024-ს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით პირველად აღნიშნავს

წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ღონისძიება, რომელიც მრავალი წელია საქართველოში სწორედ ევროპის დღის აღსანიშნავად იმართება, ამჯერადაც მასშტაბური და გამორჩეული იქნება. ეს იქნება დღე, როდესაც ათასობით ადამიანი მშვიდობის, მრავალფეროვნებისა და ევროკავშირი – საქართველოს საერთო ღირებულებების აღსანიშნავად შეიკრიბება და საკუთარი თვალით შეძლებს რეალურად ნახოს, როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს. შეხვედრის ადგილი კვლავაც […]
აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს გამოვკითხავთ, გამოძიება 3 მუხლით დაიწყო – შსს

შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე “მოქალაქეების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით” გამოძიება პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების გარდა, სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ სამი მუხლით დაიწყო. სსკ-ის 222-ე მუხლი სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას გულისხმობს, 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან […]