ვახტანგ გომელაური – არავისზე ძალადობა არ მომწონს, არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე, ყველანაირ თავდასხმას ვგმობ – გუშინ, გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა

არავისზე ძალადობა არ მომწონს, არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე – ყველანაირ თავდასხმას ვგმობ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება მყისიერად დაიწყო. „გუშინ, გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა. გამოძიებას მივყვებით და ვნახავთ რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს […]

ვახტანგ გომელაური – არც იოცნებონ, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა – გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი

არც იოცნებონ… საუბრები, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა… გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ჟურნალისტებს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე დაიწყება გამოძიება და დადგინდება ავთენტიკურობა. “სამწუხაროა, რაც მოვისმინეთ. თუ ჩვენი ქვემდებარე იქნება, ჩვენ დავიწყებთ ამ საკითხზე მოკვლევას […]

მაიკლ გალერი თბილისში მომხდარ თავდასხმებზე – ერთადერთი სიმღერა, რომელიც თავში მომდის არის: „დაბრუნება სსრკ-ში“

ერთადერთი სიმღერა, რომელიც თავში მომდის, როდესაც ასეთი დანაშაულები ხდება, არის: „დაბრუნება სსრკ-ში“, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი თბილისში წუხელ მომხდარ თავდასხმებს. მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არის გვიან, საქართველოში ერთიანი კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობის გზით ერთიანი პოლიტიკური პლატფორმა ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ალტერნატივა იქნება. „ჯერ არ არის გვიანი საქართველოში მოხდეს რეაგირება ერთიანი […]

კახა კალაძე ფარულ ჩანაწერებზე – რაც არ უნდა სახელები გადაირქვან, შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით, იგივე ადამიანებად რჩებიან და ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ – ყოველთვის დამარცხდება ფაშიზმი და რადიკალიზმი

რაც არ უნდა სახელები გადაირქვან, ეს ადამიანები თავიანთი შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით, იგივე ადამიანებად რჩებიან, იმავე მეთოდებით, დღეს უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და რაც აქვთ, იმით ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ და აკეთებენ, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი […]

ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით, საქართველო 79-ე ადგილზეა

GDP per capita-ს (მშპ ერთ სულ მოსახლეზე) მიხედვით, საქართველო 79-ე ადგილზეა. კვლევაში მონაწილეობას იღებდა 198 ქვეყანა. ამის შესახებ ინფორმაციას trading economics-ი ავრცელებს. პირველ სამეულს ლუქსემბურგი, ირლანდია და სინგაპური იკავებენ. ბოლო პოზიციებზე კი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ბურუდი მოხვდნენ. რაც შეეხება ვითარებას რეგიონში, შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო- 79-ე ადგილი სომხეთი- 81-ე ადგილი აზერბაიჯანი- 88-ე […]

„მე არასდროს ვიკადრებ, ვიღაცას განსხვავებული შეხედულების გამო დავემუქრო“ – კახა კალაძე

არასდროს ვიკადრებ და გავბედავ, რომ ვიღაცას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დავემუქრო ოჯახით, შვილებით, არ არის ეს სწორი ფორმა, ეს ადამიანები აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, ბრძოლას, სადაც წესები არ არსებობს, ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, არ შეიძლება, ადამიანს იმ გამო დაუპირისპირდე, რომ მას განსხვავებული აზრი აქვს. „პრეტენზია […]

ბრეგაძე თავდასხმებზე: თუ ვინმეს შეიძლება, აწყობდეს არეულობა – ვინც დგანან მიტინგების უკან

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პოლიტიკოსებზე, აქტივისტებსა და აქციების ორგანიზატორებზე თავდასხმებს ეხმაურება და ირწმუნება, რომ “თუკი ვინმეს შეიძლება, აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა, ეს ის ადამიანები არიან, ვინც დგანან მიტინგების”. “ნებისმიერი ძალადობა არის ძალიან ცუდი, ამაში მგონი, ორი განსხვავებული აზრი არ არსებობს. ჰოდა, ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ ვინმე იმას, რომ ეს გალახა, ვთქვათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების […]

გომელაური: გუშინ გამოძიება თავდასხმის ყველა ფაქტზე დავიწყეთ, ვნახავთ, რა მოხდა

გუშინ გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძებას, ვნახავთ რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, თუ რა მოხდა. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები და გამოძიება დაწყებულია. ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. 9 მაისს, ღამის საათებში რუსულ რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის 3 მონაწილეს თავს დაესხნენ სადარბაზოებთან, ქუჩებსა […]

გომელაურის თქმით, ცდილობენ, არ გამოიყენონ მთლიანი ძალები – ჭავლი, სპრეი, რეზინის ტყვიები

“თითქმის ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გამოვიყენოთ შესაბამისი ძალები ანუ მთლიანი ძალები”. – თქვა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას. გუშინ, 8 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევის დროს “გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები”. “ძალიან ხშირად და ალბათ, თითქმის ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გამოვიყენოთ შესაბამისი ძალები ანუ […]

ვახტანგ გომელაური – მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია – ქართველები არ ვართ ბევრი, ეს ჩვენი ახალგაზრდობაა

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ [აქციაზე მყოფ] ბავშვებს გავუფრთხილდეთ. ქართველები არ ვართ ბევრი, ცოტა ვართ ძალიან და ეს ჩვენი ახალგაზრდობაა და მაქსიმალურად ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც შეგვიძლია კანონით,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობას გამოეხმაურა. გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყლის ჭავლის გაზის, მხუთავი აირის, […]