შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს, სადაც თითოეული ქვეყანა თავისი თვითმყოფადობით შეიტანს წვლილს ევროპის მშვიდობის და წინსვლის უზრუნველყოფაში

გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ევროპის ერთობა ემყარება სუვერენულ ქვეყანათა კავშირს, რადგან სწორედ თავისუფალ სახელმწიფოთა გაერთიანებას შესწევს ძალა ბოროტების დამარცხების. „მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველმა ანტიჰუმანურმა შედეგებმა ევროპას გაერთიანების იდეა შთააგონა, ისტორიის მკაცრმა გაკვეთილმა […]

გიორგი დუნდუას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „ქაოსის სიმღერა“ გაიმართება

10 მაისს, 19:00 საათიდან 1-ელ ივნისამდე მხატვრის, პოეტის, გიორგი დუნდუას აბსტრაქტულ ნამუშევართა გამოფენა „ქაოსის სიმღერა“ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა 10 მაისს, 19:00 საათზე გაიხსნება. „Tgallery წარმოგიდგენთ მხატვრის, პოეტის, გიორგი დუნდუას აბსტრაქტულ ნამუშევართა გამოფენას „ქაოსის სიმღერა“. გიორგი დუნდუა 20 წელზე მეტია დამოუკიდებელი არტისტია, სწავლობდა თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმში, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ასევე ჰამბურგისა და ბერლინის […]

ბალტიისპირეთის ქვეყნების ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა

დღეს, გამთენიისას, ლიეტუვიდან დაბრუნდა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები, რომელიც ვილნიუსში გამართულ ბალტიისპირეთის ქვეყნების ოლიმპიადაში (BOI’2024) მონაწილეობდა. ბავშვებმა წარმატებით იასპარეზეს და 4 მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ტრადიციულად, ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ოთხივე მათგანი მედლებით დაგვიბრუნდა: 2 ვერცხლი […]

ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?

დღეს მიზეზი გვაქვს საზეიმოდ, თუმცა გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობა დაფუძნებული უნდა იყოს საერთო ღირებულებებსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე. სადაც “ხალხის მტრების” სიებსა და ანონიმურ სატელეფონო ზარებს ადგილი არაა. საით მიდიხარ, საქართველო?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენს შვილებს მემკვიდრეობად უნდა გადავცეთ ერთიანი ევროპა, რომელსაც ვერ დაარღვევს ვერ ჰიტლერი და ვერც პუტინი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შთამომავლებს უნდა გადასცენ ერთიანი და მშვიდობიანი ევროპა, რომელსაც ვერც დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი დაარღვევს და ვერც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს რუსეთის ეს ომი, რომელიც გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ რომლის სამიზნე მთელი ევროპა, ევროპული ერთობა, მთელი ევროპული პროექტია. თითოეული თქვენგანი ხედავს, […]

თინა ბოკუჩავა – რუსული მეთოდებით ბრძოლა ივანიშვილის მარცხით დასრულდება, ეს გარდაუვალია! – დიმიტრი ჩიქოვანზე თავდასხმა ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის უსუსური მცდელობაა

გუშინ ივანიშვილის მიერ დაქირავებული ხუთკაციანი დაჯგუფება თავს დაესხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს, ეს არის რუსთაველზე ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის უსუსური მცდელობა საზოგადოების დაშინების მიზნით. რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან დასრულდება ივანიშვილის მარცხით და ეს გარდაუვალია,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, „საზოგადოებაში […]

დღეს, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება

დღეს, 21:00 საათზე ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება გაიხსნება საქართველო – ევროკავშირის ჰიმნებით. სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. ღონისძიება დასრულდება კონცერტით, რომელშიც მონაწილეობენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე […]

“მე არ მინდა საბჭოთა წარსულში დაბრუნება” – ბიზნესმენი

„მე არ მინდა საბჭოთა წარსულში დაბრუნება, არც რუსულ აწმყოში, მე თავისუფალ, პლურალისტურ გარემოში მინდა ჩემი და ჩემი (თქვენი) შვილების ცხოვრება“,- ამის შესახებ განცხადებას, კომპანია „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორის ბექა ბექაია ავრცელებს. ბიზნესმენი სოციალურ ქსელში დოკუმენტს ასაჯაროებს, რომელშიც საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს ცნობაა, მისი დიდი პაპის დახვრეტის შესახებ ასახული. „ეს ჩემი დიდი პაპის რეაბილიტაციის ცნობაა, რომელიც 1938 […]

ჰერჩინსკი: დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ თქვენ გვერდით ვართ

ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოსთვის სწორედ ახლა არსებობს ევროკავშირის წევრად გახდომის შანსი, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. “დღეს ევროპის დღეა! ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს, ჩვენ ვფიქრობთ იმ გზაზე, რომელიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხედვით დაიწყო და 27 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ კავშირში გადაიზარდა; მათ განსხვავებული ისტორია და კულტურა […]

მაისურზე წარწერისთვის “არა რუსულ კანონს” პოლიციამ მოქალაქეს პარკის დატოვება მოსთხოვა

მოქალაქე ნესტან ანანიძე Facebook-გვერდზე წერს, რომ მაისურზე რუსული კანონის საწინააღმდეგო წარწერის გამო პოლიციამ კიკვიძის პარკის დატოვება მოსთხოვა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის პარკში ვარჯიშობდა, სადაც პარალელურად, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება იმართებოდა. როგორც ფორმულასთან ანანიძე ჰყვება, მას შემდეგ, რაც პოლიციელს საკუთარი უფლებები განუმარტა, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვარჯიშისას რამდენიმე პოლიციელი აკვირდებოდა. “მე ყოველთვის ვვარჯიშობ კიკვიძის პარკში, […]