ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ცნობები საქართველოში მუქარის შემცველი სატელეფონო ზარებისა და „საზოგადოებრივი მტრების“ სიების შედგენის წინადადების შესახებ შემაშფოთებელია

ცნობები მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების, „საზოგადოებრივი მტრების“ სიების შედგენის წინადადებისა და ქართველი ხალხის მიმართ სერიოზული შეურაცხყოფის შესახებ შემაშფოთებელი და ამაღელვებელია, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს. „გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრებები და მომიტინგეების პირადი მონაცემები დაცული უნდა იყოს“, – აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
“გამჭვირვალობის კანონი გამადიდებელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, მტერიც გამოჩნდა და მოყვარეც” – დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გამჭვირვალობის კანონის შესახებ თავის აზრს აფიქსირებს: „გამჭვირვალობის შესახებ კანონი დიდი გამადიდებელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, რაც მის საბოლოო მიღებამდე საუცხოოდ ამუშავდა. დუღილის პროცესი დაჩქარდა, ბაქტერიები მაღალ ტემპერატურას ვეღარ უძლებენ, ლექი ფსკერზე ეშვება და წყალი წყაროს წყალივით სუფთა ხდება. ყველა გამოჩნდა – მტერიც და მოყვარეც, ისინიც, ვინც „თამაშით” იყვნენ დღემდე დაკავებულნი. […]
“მომავლის მთავრობა რუსთაველზე, იმ ახალგაზრდულ ენერგიაშია, რომელიც ასე მედგრად გამოხატავს თავის აზრს” – გიორგი ვაშაძის კომენტარი

“ვფიქრობ, მომავლის მთავრობა არის რუსთაველზე, იმ ახალგაზრდულ ენერგიაში, რომელიც ასე მედგრად გამოხატავს თავის აზრს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პატრიოტული სული, რომელიც არის მუდმივად რუსთაველზე და ამ პროტესტში, გარდაიქმნას დიდი აღმშენებლობის პროცესში, თავად ამ ახალგაზრდების ჩართულობით,” – აღნიშნული განცხადება საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის” წევრს, გიორგი ვაშაძეს ეკითვნის.
მარგუს ცაჰკნა: ცნობები ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმების შესახებ შემაშფოთებელია

ცნობები დასაშინებელი სატელეფონო ზარების, “სახალხო მტრების” სიების შექმნის შეთავაზების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ სერიოზული თავდასხმების შესახებ შემაშფოთებელი და შემაწუხებელია. გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და დემონსტრანტების პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
წინასწარ უნდა განვაცხადოთ, კონფედერაციის კომპრომისი შეუძლებელი იქნება – ახრა ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციაში მყოფი მოძრაობა “ეროვნულ პატრიოტული კავშირის” ერთ-ერთი ლიდერი, სეპარატისტების ომის ვეტერანთა ორგანიზაცია არუაას უმაღლესი საბჭოს წევრი და ყოფილი ე.წ. დეპუტატი ახრა ბჟანია არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოსთან დასაახლოებლად კონფედერაციული ან ფედერაციული სახელმწიფოს შეთავაზება გაჩნდეს და ამ შემთხვევაში სეპარატისტებმა უნდა გამოიჩინონ “90-იანი წლების მსგავსი” დაუთმობლობა. “დიდ მოთამაშეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი […]
ფონ კრამონი: საქართველოში დაშინების აქტებმა ახალ დონეს მიაღწია

საქართველოში მეცნიერების, აქტივისტების და სამოქალაქო საზოგადოების დაშინების აქტებმა სრულიად ახალ დონეს მიაღწია. ისინი არა მხოლოდ ამაზრზენი და არაჰუმანურია, არამედ სახიფათოა, რადგან საჯაროდ მოუწოდებენ ინდივიდებზე ძალადობისკენ
რუსეთის შეტევების შედეგად უკრაინაში დაიღუპნენ სამოქალაქო პირები, დაზიანდა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა

უკრაინის სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსეთის მხრიდან ღამით განხორციელებული მორიგი დარტყმების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, მძიმედ დაზიანდა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა – აცხადებენ რეგიონული ოფიციალური პირები და არმიის წარმომადგენლები 9 მაისს. რუსეთის მხრიდან ცეცხლს სამხრეთის ქალაქ ნიკოპოლში ემსხვერპლნენ 62 წლის კაცი და 65 წლის ქალი, დაიჭრა კიდევ ორი პირი, დაზიანდა სახლები და გზები – წერს დნეპროპეტროვსკის რეგიონის […]
8 მაისის თავდასხმებზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

წუხელ თბილისში სამ ადამიანზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. როგორ შსს-ში უთხრეს რადიო თავისუფლებას გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის სხვადასხვა ქვეპუნქტებით. რადიო თავისუფლების კითხვაზე არიან თუ არა იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავეები ან ხომ არ დაუბარებიათ ვინმე გამოკითხვაზე, უწყებაში უპასუხეს, რომ დამატებით ინფორმაციას საგამოძიებო ღონისძიებების მიხედვით მიაწვდიან. გასულ ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელმა […]
მირტყამდნენ და მეკითხებოდნენ, რატომ ეწინააღმდეგები კანონსო – გია ჯაფარიძის პირველი კომენტარი

სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი, გია ჯაფარიძე “ტვ პირველთან” გუშინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს – “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარი დეტალურად ყვება, თუ როგორ მოუწყვეს ჩასაფრება მოძალადეთა ჯგუფმა და ამბობს, რომ 2–ზე მეტი ადამიანი დაესხა თავს, სავარაუდოდ, ბეისბოლის ხის ბიტებით, სახლში დავბრუნდი გვიან და სახლთან მელოდებოდნენ. ზუსტად არ ვიცი, რამდენი იყვნენ, მაგრამ მინიმუმ, ორი იყო. ბეისბოლის ჯოხებივით რაღაც ეკავათ. როცა […]
“ისინი არა მხოლოდ ამაზრზენი და არაჰუმანურია, არამედ სახიფათოც” – კრამონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოში არსებულ სიტუაციას ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რომელიც წერს, რომ მეცნიერების, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ დაშინების ატებმა სრულიად ახალ დონეს მიაღწია. ის სოციალურ ქსელ X-ზე აზიარებს ლევან ცუცქირიძის, “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” აღმასრულებელი დირექტორის პოსტს, რომლის ოფისიც დღეს სიძულვილის კამპანიის სამიზნე გახდა და წერს: “ისინი არა მხოლოდ ამაზრზენი და არაჰუმანურია, არამედ […]