ო ‘ბრაიენი საქართველოში შეხვდება ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენი თბილისს ეწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ო ‘ბრაიენის ვიზიტი 14-17 მაისს, საქართველოსა და ჩერნოგორიაში შედგება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში შეხვედრებს გამართავს “ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა გამოხატოს […]

სახალხო დამცველი გმობს სოციალურ ქსელებში არასრულწლოვნების მიმართ დაწყებულ დევნას

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარას, სიძულვილის ენის შემცველ და შეურაცხმყოფელ მიმართვებს. ლევან იოსელიანის განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები: „ასევე, უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი […]

„კანონი არის ძალიან კარგი, მაგრამ ვიღაცებს აღელვებთ გამჭვირვალობა“ – კობახიძე

როცა კანონში წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა დაადეკლარირო შენი ფინანსები, აქ ობიექტური შენიშვნა ვერ გექნება, ამიტომაა რომ ვისმენთ ზოგად განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, აქედან ჩანს, რომ კანონი არის ძალიან კარგი, მაგრამ ვიღაცებს აღელვებთ გამჭვირვალობა. „რაც შეეხება გრანტების შესახებ კანონს, საგადასახადოს და ა.შ. […]

29 კონგრესმენის ერთობლივი მიმართვა კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით

29 კონგრესმენი ირაკლი კობახიძეს ერთობლივი წერილით მიმართავს. წერილში ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ე.წ. „რუსული კანონის“ შემობრუნებაზე, კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მიმართ ხელისუფლების მიერ გამოყენებულ მეთოდებსა და ივანიშვილის განცხადებაზე. კონგრესმენები მოუწოდებენ კობახიძეს, გაიწვიონ კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ შეუერთდებიან სენატის ინიციატივას. გთავაზობთ წერილს: „ჩვენ გწერთ, რათა გამოვხატოთ შეშფოთება „უცხოეთის აგენტის“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ერთი წლის შემდეგ […]

„ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანა, მიზანი არის, რომ საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის შესასრულებლად, მათ შორის სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად იქნება მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს კანონი მნიშვნელოვანია, რომ განმტკიცდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი […]

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. მათი აქციების ფასის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ასეთი იყო: “საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 4.55%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 49.40 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.42 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 39.7%-ით გაიზარდა. TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან […]

4Hospitals პრაქტიკული ქირურგიის აკადემიის ექსკლუზიური სპონსორია

სამედიცინო პროდუქციის და სერვისების პროვაიდერი კომპანია 4Hospitals 2014 წლიდან 300-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებას უწყვეტ რეჟიმში აწვდის უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, რომლის ფართო ასორტიმენტიც 6 ძირითად მიმართულებაში ერთიანდება: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით – ბაიდენის მრჩეველი

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ეხმაურება საქართველოში “რუსული კანონის” ორგვლივ განვითარებულ მოვლენებს. “ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო. ქართველი პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან – მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოელი აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს”, – წერს სალივანი X-ზე. მისივე თქმით, […]

აშშ-ის კონგრესმენების წერილი: თუ კანონპროექტი არ იქნება გაწვეული, მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას

კონგრესმენების წერილს ხელს აწერენ პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაიკლ თომას მაკკოლთან ერთად ამავე კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის მაღალი რანგის წევრები, თომას კინი და უილიმ კიტინგი და სხვა, სულ 25 კონგრესმენი, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას “კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს მავნე კანონპროექტი.“ “გწერთ, რათა ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონს გამო, რომელიც თქვენმა მთავრობამ კვლავ შეიტანა […]

“ვწუხვართ კანონის მოწინააღმდეგეებზე ძალადობის გამო” – ობრაიენი საქართველოში ჩამოსვლამდე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენი რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოვა. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ის 14-17 მაისს საქართველოსა და მონტენეგროს ეწვევა. ობრაიენი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. საქართველოში ჩამოსვლამდე ობრაიენი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: მან “ქართული […]