შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე. საავტომობილო გზაზე მოძრავმა ერთ-ერთი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, 1991 წელს დაბადებულმა ი.წ.-მ არ გაითვალისწინა სამართალდამცველების არაერთი თხოვნა გაეტარებინა მანქანა […]

იანვარ-მარტში საქართველოში $2.6 მილიონის ლუდი შემოვიდა – იმპორტიორი 20 ქვეყანაა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში $2 586 712-ის ღირებულების 2 212.70 ტონა ლუდი შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ქვეყანაში ლუდი 20 ქვეყნიდან იმპორტირდა. ყველა მეტი კი გერმანიიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან. იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:

„მჯერა, საქართველოს შეუძლია განსაკუთრებული წვლილის შეტანა ევროპის მრავალფეროვნების კიდევ უფრო გამდიდრებაში, ევროპის განვითარებაში“ – ირაკლი კობახიძე

„მე მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია განსაკუთრებული წვლილის შეტანა ევროპის მრავალფეროვნების კიდევ უფრო მეტად გამდიდრებაში, ევროპის განვითარებაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. დღეს საქართველო არის მოწინავე, ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები. მთავარია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა და ასეთ შემთხვევაში […]

„საუკეთესო გამოსავალია ამ კანონის გაუქმება“ — ჰერჩინსკი

„საქართველოს კანონებს ქართველი პარლამენტარები იღებენ“, — თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს განცხადების თაობაზე, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლობას შევთავაზე დისკუსია და შეჯერებული პოზიციის კანონპროექტში ასახვა. „ჩემი როლი არის საუბარი შედეგებზე. ეს კანონი, თუ ამ ფორმით იქნა მიღებული, სერიოზული დაბრკოლება იქნება საქართველოს ევროინტეგრაციისთვის“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ და დასძინა, რომ გადაწყვეტილება ქართული მხარის მისაღებია. […]

“ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია, მოქმედებს, მაგრამ სადაც ქვეყანას სჭირდება პოზიციების დაცვა” – ირაკლი კობახიძე

“ჩვენ შანტაჟი და მუქარა გვესმის უკვე რამდენიმე წელია, ხან – ერთი სუბიექტის, ხან მეორის, ხან მესამის მხრიდან – აქეთ რუსეთი გვაშანტაჟებს, იქით კონკრეტული პოლიტიკოსები დასავლეთში გვაშანტაჟებენ; მიჩვეული ვართ ამ ყველაფერს, ეს უკვე წლებია, გრძელდება, მაგრამ სადაც ხარ მართალი და სადაც ხარ მყარად, შენს პოზიციებში და ღირსებაში, იქ ბოლომდე მიაღწევ შედეგს შენი ქვეყნისთვის” – ე სკომენტარი […]

საპატრიარქო – 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობა გაიმართება

საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს, 12:00 საათზე, სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგაც მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა სამების სახელობის ტაძრისკენ. „ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, ჩვენს ქვეყანაში ოჯახის […]

„ჩემი 73 წლის მამა მიცემეს!“ – წერს ანა სუბელიანი

სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მამა სცემეს. „ჩემი 73 წლის მამა მიცემეს! ვიცი, ვინც სცემა“, – ფეისბუკში აქვეყნებს ის მამის ფოტოებს, რომელსაც ცხვირისა და თავის არეში დაზიანებები ეტყობა. ანა სუბელიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წუხელ, მისი სადარბაზოს კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერები და ფოტოები გააკრეს. დილით კი მამამისს სახლის ეზოში ფიზიკურად გაუსწორდა მეზობელი: […]

ჰერჩინსკი: შემოდგომაზე EU გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს, დრო იწურება

ვზეიმობთ დღეს, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, ერთიანობასა და მრავალფეროვნებას. ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს აერთიანებს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ამ ერთობის ნაწილი გახდეს. შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა […]

ჰერჩინსკი რუსულ კანონზე: არ უნდა იქნას მიღებული მისი ამჟამინდელი ფორმით

ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან და ყველა ადამიანთან ერთად, იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლა გვქონდეს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა არსებული სირთულის მიუხედავად, რომელიც ახლა ნამდვილად არსებობს, ჩვენ მაინც მოვახერხებთ ნაბიჯების წინ გადადგმას. ეს არის მიზეზი, რის გამოც მსურს დღეს მოვერიდო ნეგატიურ საკითხებზე საუბარს. ვიმედოვნებ, მომავალ კვირებში მოიძებნება გზა, რომ გადაიჭრას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ […]

“ჩვენ ვართ მართლები და ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე” – კობახიძის განცხადება

„ჩვენ ვართ მართლები და ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა. ჩვენი პოლიტიკა, დარწმუნებული ვართ, იქნება შედეგიანიც. როგორც შარშან, დეკემბერში იყო შედეგიანი ჩვენი პოლიტიკა, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასეთივე შედეგიანი იქნება ჩვენი ღირსეული პოლიტიკა მომავალშიც. მოლაპარაკებებსაც გაგვიხსნიან და 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ […]