რაფაჰი, ისრაელის მოსალოდნელი შეტევის წინ, ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა

ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქი რაფაჰი ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ევაკუაცია გამოაცხადა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ბევრ მათგანს, ვინც რაფაჰს ტოვებს, ეუბნებიან, გადავიდნენ ისეთ ადგილებში, რომლებიც უკვე გადატვირთულია იძულებით გადაადგილებული ადამიანებით და მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქალაქი, მინიმუმ, 300 000-მა ადამიანმა დატოვა. […]

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი AI სტარტაპი ფუძნდება

ხელოვნური ინტელექტის როლი და ფუნქცია თანამედროვე საზოგადოების, მსოფლიოს განვითარებაში ყოველდღიურად იზრდება. ტექნოლოგიური პროგრესი ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული კომპანიების რიცხვს გეომეტრიული პროგრესიით ზრდის. A.I. სწორედ ის ტექნოლოგიაა, რომელსაც უკეთესი სამყაროს შექმნის პოტენციალი აქვს. ტექნოლოგიის ბენეფიტებითა და დადებითი შედეგებით კი სწორედ ის ისარგებლებს, ვინც ხელოვნური ინტელექტის ათვისებისათვის რბოლაში დაწინაურდება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოები ამგვარი ტექნოლოგიებისათვის მიმზიდველ გარემოს სულ უფრო […]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მესამე მოსმენით 13 მაისს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 13 მაისის სხდომაზე, მესამე მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს განიხილავს. კომიტეტის სხდომა 09:00 საათზეა დანიშნული. მესამე მოსმენის ფარგლებში მხოლოდ ტექნიკურ- რედაქციული შინაარსის ცვლილებების შეტანა არის შესაძლებელი. რაც შეეხება კანონპროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანის თარიღს, ამაზე გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს. არსებული ინფორმაციით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით მიმდინარე […]

თეთრი სახლის მრჩეველი – ქართველი პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან – მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის კანონი

„ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს. „ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკანდახევის გამო. ქართველი პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან – მხარი დაუჭირონ ქართველი […]

ჯეიკ სალივანი – ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონმდებლობის გაწვევა მოეთხოვა

ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონმდებლობის გაწვევა მოეთხოვა, – ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს. ის ეხმაურება 11 მაისს თბილისში მიმდინარე აქციას. ამასთან, სალივანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების […]

„ვერაფერი აღუდგება წინ [ქართველი] ერის სურვილს” – სალომე ზურაბიშვილი

თბილისში დღეს გამართულ “ევროპის მარშს” საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმაურება, სადაც ევროპის მოედანზე შეკრებილი აქტივისტების ფოტოს აქვეყნებს. „თბილისი დღეს ღამით, თავისუფლების მოედნიდან ევროპის მოედნამდე! ვერაფერი და ვერავინ აღუდგება წინ ამ ერის სურვილს”, – წერს პრეზიდენტი.

მწერალთა სახლს სერბი მწერლები და მწერალთა ასოციაციის წევრები ესტუმრებიან

14 მაისს მწერალთა სახლს სერბი მწერლები და მწერალთა ასოციაციის წევრები ესტუმრებიან. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ „მწერალთა სახლსა“ და სერბეთის მწერალთა ასოციაციას შორის საქართველოსა და სერბეთს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ორმხრივი და გრძელვადიანი ურთიერთობების შესახებ, რომელიც, ძირითადად, ლიტერატურულ და საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს შეეხება. დოკუმენტის გაფორმების გარდა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სერბი მწერლები ქართველ […]

ევროვიზია 2024-ზე საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა

ევროვიზია 2024 დასრულდა. ევროვიზია 2024-ის ფინალში 25 ქვეყანა წარდგა: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია. კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური არ მონაწილეობდა ხმის მიცემაში. ფინალურ შოუზე კი, ხალხთან […]

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატიის ქალაქ პორეჩში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – ადრიატიკის თასზე 9 მედალი – 4-4 ოქრო და ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ: ლუკა ჯავახაძე (55 კგ), რატი ხოზრევანიძე (67 კგ), ნიკა ღლონტი (72 კგ) და ლუკა გელაშვილი (82 კგ); თორნიკე მიქელაძე (77 კგ), ანრი დავითაძე (82 კგ), საბა ფურცელაძე […]

“ბოდიშს გიხდით, მძიმე პერიოდი გვაქვს” – რა გადაწყვეტილება მიიღეს კალცონამ და “ნაპოლის” ფეხბურთელებმა “ბოლონიასთან” მარცხის შემდეგ?

სერია A-ს 36-ე ტურში “ნაპოლი” შინ “ბოლონიასთან” 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ და გუნდის ფეხბურთელებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. პრესკონფერენციაზე “ნაპოლის” პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლა ლომბარდომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფრანჩესკო კალცონა მოგვიანებით გააკეთებდა, ამჯერად კი მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა დუმილი ამჯობინეს. “ბოდიშს გიხდით, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, რომ დღეს პრესკონფერენციაზე არ წარდგებიან, ახლა […]