პაველ ჰერჩინსკი – ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც გუშინ წვიმის მიუხედავად თბილისის ქუჩებში გამოვიდა – „ყველა ქვას გადავაბრუნებთ“, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში წინსვლაში

„ყველა ქვას გადავაბრუნებთ“ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში წინსვლაში. ვიცი, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მომავალ კვირაში საქართველოში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასაუხა. „ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც გუშინ წვიმის მიუხედავად თბილისის ქუჩებში […]

შალვა პაპუაშვილი – არავის აქვს უფლება ცენზურა დაგვიწესოს და გვითხრას, თავი შევიკავოთ ადამიანის სქესით გამოყოფისგან და ნეიტრალურ ტერმინებზე მიგვითითოს

არავის აქვს უფლება ჩვენ ცენზურა დაგვიწესოს და გვითხრას, რომ ისე კი არ უნდა შევიდეთ ურთიერთობაში სხვასთან როგორც ათასწლეულები ადამიანები ერთმანეთს მიმართავდნენ ან აღიქვამდნენ, არამედ თავი შევიკავოთ ადამიანის სქესით გამოყოფისგან და ნეიტრალური ტერმინები გამოვიყენოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბორჯომში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, […]

ევროკავშირის ელჩი – ვმუშაობთ და ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან

მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მზად ვარ, ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად 11 მაისს გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის კომენტარის შესახებ. „მე არ გავაკეთებ კომენტარს ამ ან სხვა პოსტთან დაკავშირებით, მაგრამ, ის, […]

პაველ ჰერჩინსკი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – თუ საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე

ნება მომეცით, გავიმეორო, რაც ევროკავშირის ლიდერებმა, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს: იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე. რატომ? იმიტომ, რომ ეს კანონი, არსებული ფორმით, შეუსაბამოა იმ ნორმებთან და ღირებულებებთან, რასაც ჩვენ, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ვიზიარებთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ […]

პარლამენტში კვლავ აქტიურდება უსაფრთხოების “ყვითელი დონე” “აგენტების კანონის” განხილვის განახლების პარალელურად

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 13 მაისიდან ამოქმედდება – სწორედ ამ დროს ახლდება კომიტეტში “აგენტების კანონის” განხილვა. უსაფრთხოების “ყვითელი დონის” გააქტიურებისას პარლამენტში მუშაობის საშუალება არ ეძლევათ ონლაინ მედიის ჟურნალისტებს, ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში ვერ შედიან რადიო თავისუფლების აკრედიტებული ჟურნალისტებიც. “დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) […]

“რეალის” გამო ზღაპრულ წინადადებაზე უარი თქვა – ფაბრიციო რომანომ ფრანგის ტრანსფერის აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა

რამდენიმე დღის წინ “პარი სენ ჟერმენის” შემტევმა კილიან მბაპემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს შეიცვლის. კილიანს არ დაუსახელებია, თუ სად გააგრძელებს კარიერას, თუმცა ევროპული წამყვანი გამოცემების ცნობით, მბაპე “რეალს” შეუერთდება და 25 წლის შემტევმა “სამეფო კლუბთან” პირადი კონტრაქტი უკვე გააფორმა. ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამ ტრანსფერის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს: […]

სასამართლომ უჩა აბაშიძესა და მის ცოლს, მარიამ იაშვილს პატიმრობა შეუფარდა

თბილისი საქალაქო სასამართლომ ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის ცოლს, მარიამ იაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ ბლოგერი ბრალდებას არ აღიარებს, ხოლო გადაწყვეტილება “დაუსაბუთებელი და უსამართლოა.” *** უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავეს. მის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. თითქმის სამი საათის განმავლობაში მას არ აძლევდნენ ზარის განხორციელების უფლებას, მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. საბოლოოდ, […]

13 მაისიდან პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შესაბამისი ზომის მოხსნამდე შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები, სხვა მედიებს კი ადგილზე მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ

13 მაისიდან პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შესაბამისი ზომის მოხსნამდე შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები, სხვა მედიებს კი ადგილზე მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. რაც შეეხება მედიას, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, […]

უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი

უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილება დაკავებული უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უსამართლო და დაუსაბუთებელია. როგორც ადვოკატმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს. “სამწუხაროდ, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა […]

“როცა პატარა გოგონა ვიყავი, ვიცოდი, რომ დედაჩემი დამარცხებული იყო. მამაჩემი იყო ჩემი მაგალითი, მინდოდა მას დავმსგავსებოდი” – ჯეინ ფონდა – Marao

პოლიტიკური აქტივისტი, მსახიობი და გურუ ჯეინ ფონდა ახლახან 85 წლის გახდა. მსახიობმა ექსკლუზიურად ისაუბრა ELLE UK- თან 80-იან წლებში ვარჯიშზე, მოტივაციის შენარჩუნებაზე, ქალებზე, რომლებმაც შეცვალეს მისი ცხოვრება და სოლიდარობის მნიშვნელობაზე… · ჯეინ ფონდა ჯანსაღ ცხოვრებაზე „იმის სურვილი, რომ ძალიან გამხდარი იყოთ, კარგი არ არის არც თქვენი ჯანმრთელობისთვის და არც თქვენი გონებისთვის. · ვარჯიშზე ეს დღესაც […]