პრემიერი – მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის და ვთხოვო, მომიტინგეების მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ

ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, სუვერენიტეტთან ერთად, განმტკიცდება სამართლისა და კანონის უზენაესობაც საქართველოში. „ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება. სუვერენიტეტთან ერთად, განმტკიცდება სამართლისა და კანონის უზენაესობაც საქართველოში. შესაბამისად, […]
პრემიერი – თუ დისიდენტური და „ქართული ოცნების” აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის კოქტეილისა და ქვების სროლაა

თუ დისიდენტური და „ქართული ოცნების” აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, ახლა რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის კოქტეილისა და ქვების სროლაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომლის მმართველობის მთავარი საყრდენი 2004-2012 წლებში, სიცრუესთან ერთად, სწორედ ძალადობა იყო, ახლა ცდილობს ქართული კულტურის ეს ნიშანიც […]
კობახიძე ანტირუსული პროტესტის მონაწილეებს “ძალადობრივ დაჯგუფებად” მოიხსენიებს – “ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს”

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტირუსული პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს კვლავ “ძალადობრივ დაჯგუფებად” მოიხსენიებს. ის აგრძელებს მმართველი პარტიის ნარატივს იმის შესახებ, თითქოს არსებობს “გლობალური ძალა” რომელიც საქართველოში ყველა იმ ადამიანის უკან დგას, ვინც “ქართული ოცნებას” რამე ფორმით გააკრიტიკებს. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სწორედ ამ “გარე ძალის” დაფინანსებულად მოიხსენია მან ათობით ათასი მოქალაქე, რომლებიც უკვე კვირებია საპროტესტო აქციებს მართავენ რუსული […]
კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს “აგენტების კანონს”

12 მაისს, საღამოს 5 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “აგენტების კანონის” შესახებ ისაუბრა, თქვა რომ “ქართული ოცნება” აუცილებლად მიიღებს ამ კანონს და ეს იქნება “ქართული საზოგადოების ნების აღსრულება”. მან ასევე გააფრთხილა კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები, რომ “ძალადობა არ დარჩება დაუსჯელი”, პოლიციელებს კი მოუწოდა “გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ […]
კობახიძე: გასულ კვირებში პოლიციელები აშშ-სა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციების ძალადობრივი ხერხებით დარბევისას, პოლიციელები ამერიკულ და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ, რისთვისაც კობახიძე მათ მადლობას უხდის. “მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ამასთანავე მინდა ვთხოვო სამართალდამცავებს, რომ გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობასა და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას […]
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: გორგასლიანნი! “ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა!”

გუშინ განსაკუთრებული დღე იყო… ევროპის დღეს, ევროპის მოედანზე, უამინდობის მიუხედავად, გრანდიოზული მასშტაბის მანიფესტაციაზე შეკრებილი ხალხი, საოცრად მძლავრი მუხტი, ერთ მუშტად შეკრული თბილისი და მთელი საქართველო ვიხილეთ. რაც მთავარია, ეს იყო ქართველი ხალხის პირდაპირი პასუხი ივანიშვილის რეჟიმის ტერორსა და ძალადობაზე და გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის უმნიშვნელოვანესი ვიზიტის წინ, რომ ქართული საზოგადოება არც რუსულ კანონს და არც […]
კობახიძე: ჩვენს აქციაზე, გუშინდელთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 80%-ზე მეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობას. როცა უშუალოდ კანონთან დაკავშირებით დაისვა კითხვა, ზუსტად 61% დაფიქსირდა მხარდაჭერა. შესაბამისად ყველა ვხედავთ, სად არის საზოგადოების მხარდაჭერა. რაც შეეხება აქციებს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს აქციაზე, იგივე გუშინდელთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო გამოსული. რაც ასევე აჩვენებს ბუნებრივია თანაფარდობას.
,,პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართველი ხალხის ნებას” – პრემიერის თქმით, ,,რუსულ კანონს” მესამე მოსმენით მიიღებენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს მიიღებს. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენა ხოლო ზეგ მიღება მესამე მოსმენით. მისი მტკიცებით, კანონს მხარს მოსახლეობის 60%-ზე მეტი უჭერს. „საქართველო საპარლამენტო დემოკრატიაა. ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით. სოციოლოგიური კვლევების […]
სახელმწიფო კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის უცხოელ პატრონებს ვერ და არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა ძალადობრივი პროტესტის არაქართული უკულტურობით ჩაანაცვლოს – პრემიერი

სახელმწიფო კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის უცხოელ პატრონებს ვერ და არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა ძალადობრივი პროტესტის არაქართული უკულტურობით ჩაანაცვლოს – პრემიერი თუ დისიდენტური და „ქართული ოცნების“ აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, ახლა რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის კოქტეილისა და ქვების სროლაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში […]
“ჯავშნები უქმდება, სასტუმროების დატვირთულობა შესაძლოა, 90%-დან 60%-მდე ჩამოვიდეს” – გიორგი დოლიძე

2024 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 1 157 347 ვიზიტი შედგა, საიდანაც 938 644 ტურისტული იყო. ტურისტული ვიზიტები 2023 წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 6.4%-ია. ტურიზმის აღდგენის დადებით დინამიკასა და გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი, გიორგი დოლიძეც ადასტურებს. BMG-სთან საუბრისას ის განმარტავს, რომ აპრილის თვემ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. “მაშინ როდესაც […]