ერთი მილიარდერის სანქცირებამ შესაძლოა მთელი ერი იხსნას – Bloomberg-ის კოლუმნისტის სტატია

Bloomberg-ზე გამოქვეყნდა გამოცემის კოლუმნისტის, წარსულში the Wall Street Journal-ის სტამბოლის ბიუროს ხელმძღვანელის, მარკ ჩემპიონის სტატია, რომელშიც ავტორი წერს, რომ “აშშ-სა და ევროკავშირს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, შეაჩერონ საქართველოს მოქცევა პუტინის ორბიტაზე”. ამ კონტექსტში ჩემპიონი დასავლეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მნიშვნელობაზე წერს. “სანქციები, რომელიც ახლა დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იარაღია, უკვე განიხილება ვაშინგტონში. მე, ზოგადად, არ ვარ სანქციების […]

ვოლსკი ჟურნალისტებს: სირცხვილის კორიდორი თქვენ უნდა მოგიწყონ – კოლექტიურ ნაცმოძრაობას

როგორ შეიძლება, ამ კანონპროექტს რაიმე რუსული ეცხოს? ან შინაარსით, ან პათოსით […] სირცხვილის კორიდორი, პიკეტირება, თქვენ რა იცით? გეგონება, ერთმანეთისგან არჩევთ. მაშინ, თუ ასეა, სირცხვილის კორიდორი თქვენ უნდა მოგიწყონ. ვის ვგულისხმობ და თქვენ გგულისხმობთ. თქვენ, კოლექტიურ ნაცმოძრაობას. უთხრა ოპოზიციური მედიის ჟურნალისტებს ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაუთენე საქართველოს […]

ვწყვეტთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას – კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა განაცხადეს, რომ უერთდებიან საერთო სტუდენტურ ინიციატივას და წყვეტენ სასწავლო პროცესში მონაწილეობას მანამ, სანამ საქართველო ევროპულ კურსს არ დაუბრუნდება. განცხადების გაკეთების შემდეგ სტუდენტები მსვლელობით პარლამენტისკენ დაიძრნენ. “საპარლამენტო უმრავლესობამ ერთ წუთში მიიღო გადაწყვეტილება. საქართველოს მოსახლეობამ მტკიცედ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციაა. კავკასიის უნივერსიტეტის არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა. შესაბამისად, ჩვენ, კავკასიის […]

საია პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ეფექტიან გამოძიებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ დღეს, 13 მაისს, პოლიციელების მხრიდან ანტირუსული აქციების მონაწილე აქტივისტებზე ძალადობა ეფექტიანად უნდა იყოს გამოძიებული. „ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან წრეში მოქცეულ ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები რიგ-რიგობით, მასზე ანგარიშსწორების, დამცირების, ღირსების შელახვის მიზნით,“ — აცხადებს საია. ორგანიზაცია მიმართავს: · შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, დაუყოვნებლივ გააკეთოს […]

ბსუ-ის სტუდენტები: საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ადმინისტრაცია გარეთ არ უშვებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებით, საზღვაო აკადემიის სტუდენტებს დაემუქრნენ, რომ ქულებს არ დაუწერდნენ თუ აუდიტორიაში არ გამოცხადდებოდნენ, ამიტომ სტუდენტები აქცია-მსვლელობით მივიდნენ საზღვაო აკადემიასთან და თანატოლებს სოლიდარობას უცხადებენ. „ბათუმის აკადემიის სტუდენტებს დაემუქრნენ, რომ ქულებს არ დაუწერენ თუ არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში, ასევე სტუდენტებს, რომლებსაც აქციაზე გამოსვლის სურვილი გაუჩნდათ, ადმინისტრაცია გარეთ არ უშვებს. ამიტომ მივემართებით […]

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. გაფიცულებს ამჯერად სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. მათ ტექნიკური უნივერსიტეტიდან წერეთლის უნივერსიტეტამდე მსვლელობა მოაწყვეს. სტუდენტების თქმით, მათი არჩევანია ევროპა და არ სურთ, მათი არჩევანი რამემ შეაფერხოს. ახალგაზრდების განცხადებით, სადავო კანონპროექტს ქვეყანა არა ევროპისკენ, არამედ რუსეთში მიჰყავს, ამიტომ მოითხოვენ მის გაწვევას. გაფიცული სტუდენტების თქმით, აუდიტორიებში არ შევლენ, ვიდრე მათი […]

ბათუმში, სტუდენტების პროტესტს ლექტორები და ასოცირებული პროფესორთა ნაწილი შეუერთდა

ბათუმის უნივერსიტეტთან შეკრებულ სტუდენტებს, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, ლექტორები და ასოცირებული პროფესორთა ნაწილი შეუერთდა. ისინი სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ. ლექტორებმა უნივერსიტეტის შენობასთან შეკრებილ სტუდენტებს სიტყვითაც მიმართეს. „დიდი მადლობა ამ ემოციისთვის, უნივერსიტეტი იყო და არის მანათობელი ჩირაღდანი, დარწმუნებული ვართ, ვერავის მუქარა ვერ შეგაშინებთ. ამ ერთიანი ძალებით, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, 37 წელს დახოცილი მეცნიერების, 9 აპრილის […]

საპატრიარქო – პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის – ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯებაა

საქართველოს საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მრევლისადმი მიმართვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, პატრიარქის მრევლისადმი მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამა წლის 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის […]

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები განისაზღვრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიებით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრძანების თანახმად, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, მოსამსახურე სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით, მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1875 ლარის ოდენობით დაქორწინების, შვილის შეძენის/შვილად აყვანის, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური […]

მედია – ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში ჩავა და უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს დღეებში ესპანეთში გაემგზავრება, – ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი უკრაინასა და ესპანეთს შორის უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. 2023 წლის ივლისში „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა უკრაინასთან ერთად მიიღეს დეკლარაცია, რომელიც უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებისთვის საფუძველი გახდა. ამ შეთანხმებებმა უნდა უზრუნველყონ უკრაინის […]