საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა – მიხაელ როთი

უკვე მეორე დღეა თბილისში ოფიციალური ვიზიტით ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი იმყოფება. როგორც ის X-ზე [ყოფილ ტვიტერზე] წერს, საქართველოს მთავრობის წევრები მას და დელეგაციის სხვა წევრებს არ შეხვდნენ. “საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა. აქ ვინმესთვის ჭკუის სასწავლებლად არ ვართ, იმისთვის ვართ რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ. მხოლოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე […]
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს რუსული ურანის იმპორტის აკრძალვის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა რუსეთის ურანის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონს, რომელიც მანამდე აშშ-ის კონგრესმა მიიღო. დოკუმენტი 90 დღის შემდეგ შევა ძალაში. 2028 წლის იანვრამდე აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო შეძლებს გასცეს ნებართვები დაუსხივებელი მცირედ გამდიდრებული ურანის იმპორტზე, რომელიც წარმოებულია რუსეთში ან რუსეთის კომპანიის მიერ – იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნება მიწოდების სხვა წყაროები. შეზღუდვა 2040 […]
“არ ვაპირებთ ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნოთ თვალი” – გორელი სტუდენტები

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს თბილისში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს, რომელშიც მასშტაბურად არიან ჩართულები სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. სტუდენტები, რომელთაც, გორელი სტუდენტების თქმით, “თბილ აუდიტორიებში ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს”. “ჩვენ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, კარგად ვიაზრებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას და იმას, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი […]
„ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში კვლავ დაუპისპირდნენ ოპოზიციას

„ქართული ოცნების“ დეპუტატები კვლავ დაუპირსპირდნენ ოპოზიციონერ კოლეგებს — ამჯერად ტარიელ ნაკაიძეს შეაწყვეტინეს გინებით სიტყვა. „თუ დღეს საბოლოოდ ქვეყნის განადგურებას მოაწერთ ხელს, საუკუნოდ ორჯონიკიძის გვერდით მოიხსენიება თქვენი სახელი და გვარები. ნუ გააკეთებთ ამას, დადგება დრო და შეგრცხვებათ, თვალებში ჩახედოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს,“ — ამბობდა ნაკაიძე, როცა მას უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური მიუვარდა. ამის შემდეგ პარლამენტის […]
მეუფე სტეფანე – 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის უნდა გამოვიდეთ მთელი საქართველო, დიდი და პატარა – ვისაც კი შეუძლია, ყველა თბილისში უნდა ვიყოთ, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ

17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო, დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ განაცხადა. მეუფე მიიჩნევს, რომ ახლა ერთობის დროა. “ახლაც, ამ დღეებში, არაერთხელ ითქვა ეკლესიიდან, როგორ არის მართალი და რა არის ღვთის წინაშე ჭეშმარიტი. […]
ხატია დეკანოიძე უმრავლესობას – როდესაც პრემიერი ინტელექტსა და IQ-ზე საუბრობს, მინდა გითხრათ, რა არის თქვენი ინტელექტის და IQ-ის სახე – მას დიტო სამხარაძე ჰქვია!

მესმის, რომ გამწარებული და გაღიზიანებული ხართ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა სამუდამო დამღა დაგასვათ! – საერთაშორისო სანქციები სულ მალე იქნება, მაგრამ ყველაზე მთავარი სანქცია და დამღა არის განაჩენი, რაც თითოეულ თქვენგანს ახალგაზრდებმა უკვე გამოგიტანეს! ამ დამღას სამშობლოს გასხვისების დამღა ჰქვია! ეს არის დამღა, როცა ვერც ერთი თქვენგანი სპეცრაზმის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდის და ქუჩაში ვერ დადის! – […]
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, არა მხოლოდ მისი ევროპული მომავლისათვის, არამედ მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. მისი თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი იმ გზას ადგას, რომელიც […]
ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს

ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილემ სამართალდამცველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც პოლიციელებმა ის კორდონში შეათრიეს. პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება, საკანონმდებლო ორგანოში კი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ.
“გადაადგილების თავისუფლება ინგოროყვაზე მთავრდება” – პარლამენტთან ჩასასვლელ ქუჩებზე ქვეითების მოძრაობა შეზღუდულია

აქტივისტი თათუშა არველაძე ამბობს, რომ “აგენტების კანონის” განხილვის პარალელურად, შეზღუდულია პარლამენტთან მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილება. მისი გადმოცემით, 14 მაისის დილას პოლიცია ქვეითად მოსიარულეებს არ უშვებდა ზემოდან ჩამომავალ ქუჩებზე – ამ ქუჩებზე მოხვედრა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის გაცემული საშვების მქონე მანქანებისთვის ან მოქალაქეებისთვის იყო შესაძლებელი. სავარაუდოდ, ამ ქუჩებს იყენებდნენ პარლამენტარები საკანონმდებლო ორგანოში მისასვლელად – იმ დროს, როცა თათუშა […]
საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა – როთი ფოტოს აქვეყნებს

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება X -ზე ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. “ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის,” – წერს გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. “დიდი მადლობა ჟიგიმანტას პავილიონისს, ბოგდან კლიჩს, პაველ ფიშერს, სებასტიან ტინკინენს იმისთვის, რომ შემოგვიერთდნენ თბილისში ვიზიტისას. […]