თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის განცხადებას

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი წერილს ავრცელებს და ემიჯნება ცენტრის 15 მაისის განცხადებას, რომლითაც გააფრთხილა ის უნივერსიტეტები, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტებისა და ლექტორების გაფიცვის გამო. ცენტრის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ეს განცხადება ჩრდილს აყენებს საქართველოს ახალგაზრდობას, მათ გულწრფელ და სამართლიან პროტესტს. „ქვეყანაში შექმნილია უმწვავესი მდგომარეობა, […]
პაპუაშვილმა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ქარაფშუტა პოლიტიკოსი უწოდა

პაპუაშვილმა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ქარაფშუტა პოლიტიკოსი უწოდა მოვისმინეთ მიხაელ როთისგან თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე, ქარაფშუტა პოლიტიკოსები თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას, ვერც აცნობიერებენ, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, მის სახელს საქართველოში, ზუსტად ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც ერთი სელფის გადაღების გამო შეუძლიათ, გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისკენ და არეულობისკენ, ასეთები არიან, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, გავაიგივოთ ევროპასთან, – ამის […]
ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC-ისა და BOG-ის აქციების ფასები მკვეთრად ეცემა

საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების ფონზე, დღეს, 15 მაისს, დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად ეცემა. ამ დროის მონაცემებით, დღის 14:30 საათისთვის, TBC Bank Group-ის აქციების ფასი 13.33%-ით, Bank of Georgia Group-ის აქციების ფასი კი 15.95%-ითაა შემცირებული. ლონდონის საფონდო ბირჟაზე 7.87%-ითაა შემცირებული კიდევ […]
ინჯია: დრო ხომ არ მოვიდა, რომ გერბზე მამული, ენა, სარწმუნოება დავაწეროთ?

სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებში ერთ-ერთი არის გერბი. ჩვენს გერბზე აწერია – ძალა ერთობაშია. დრო ხომ არ მოვიდა, რომ გერბზე – მამული, ენა, სარწმუნოება დავაწეროთ? ამით ბევრ რაღაცას გადავწყვეტთ. თქვა ევროპელი სოციალისტების ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.
ბორელი და ევროკომისია “ოცნებას” რუსული კანონის უკან გაწვევისაკენ მოუწოდებენ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ საქართველოში მე-3 მოსმენით მიღებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია, ხელისუფლებამ ის უნდა დათმოს და საკუთარი ვალდებულებების შესრულებას შეუდგეს. “ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მათ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის […]
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – მიღებული კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია – ვეტოში ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება გათვალისწინებული

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია – რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში, ორ კვირაში ნახავთ, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტო ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული იქნება. როგორც მსხილაძე აღნიშნავს, ვეტოში ვენეციის კომისიის დასკვნა გათვალისწინებული იქნება. „ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია. გამორიცხულია უბრალოდ, რომ აღნიშნული კანონი რაიმე […]
ედგარს რინკევიჩსი – ლატვია ქართველ ხალხს და ევროკავშირში გაწევრიანების მათ სურვილს მხარს უჭერს

ლატვია ქართველ ხალხს და ევროკავშირში გაწევრიანების მათ სურვილს მხარს უჭერს, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსი აცხადებს. ლატვიის პრეზიდენტის ცნობით, მან საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა. „საქართველო დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზე იმყოფება. ლატვია ქართველ ხალხს და ევროკავშირში გაწევრიანების მათ სურვილს მხარს უჭერს. ჩვენ არსებული ვითარება განვიხილეთ, პრეზიდენტის პირად პოზიციას ვაფასებ და შევთანხმდით, რომ […]
შალვა პაპუაშვილი – ვხედავ ტენდენციებს და ამ მხრივ ცოტა კმაყოფილი ვარ – მათ შორის, ვნახე რამდენიმე საელჩოს მოწოდება, რომ მშვიდობიანი იყოს აქცია – პარლამენტის ბლოკირება არ შეიძლება, როგორც იქნა, ამას მიხვდნენ

სხვათა შორის, ვხედავ ტენდენციებს და ამ მხრივ ცოტა კმაყოფილი ვარ – მათ შორის, ვნახე რამდენიმე საელჩოს რეაქცია აქამდე თავს იკავებდნენ, მოწოდება, რომ მშვიდობიანი იყოს აქცია და მათ შორის აქციის მონაწილეების და ორგანიზატორების მხრიდანაც უკვე ისმის, რომ მშვიდობიანი აქცია არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვა […]
„დრო მოვიდა ყველაზე ქოცურ უბანს მივაკითხოთ!” – 8 საათზე ვაკის პარკიდან მსველობა დაიწყება

დღეს, 20:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად კიდევ ერთი აქცია ჩაინიშნა: „დრო მოვიდა ყველაზე ქოცურ უბანს მივაკითხოთ! „15 მაისს 20:00ზე ვიკრიბებით ყველა ვაკის პარკთან და ვაწყობთ მსვლელობას ჭავჭავაძეზე და აბაშიძეზე, ვიკავებთ ორივე ქუჩას ერთდროულად და ვანახებთ რამდენი ვართ”, – წერენ ორგანიზატორები.
განათლების ხარისხის ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი ცენტრის განცხადებას კატეგორიულად ემიჯნება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი კატეგორიულად ემიჯნება განცხადებას, რომლითაც გაფიცვის შემთხვევაში ცენტრი უნივერსიტეტებს აკრედიტაციის პროცესში პრობლემებზე აფრთხილებს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა. მისი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო “აგენტების კანონი”, 15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები კი ამ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის გაიფიცნენ. 30-მდე თანამშრომელი, […]