მიშელი: მხარეების ლეგიტიმური წუხილების მოგვარების გზების მოძებნაში დახმარებას მხარს ვუჭერ

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას განვიხილე ახლანდელი ვითარება საქართველოში, რის შემდეგაც პრემიერ ირაკლი კობახიძეს დავურეკე. ხელახლა აღვნიშნე, რომ სრულად მხარს ვუჭერ ევროპული მომავლისთვის მუშაობის პროცესში ქართველების დახმარებას, მათ შორის ყველა მხარის ლეგიტიმური წუხილების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების მოძებნაში დახმარებით.

სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის შემდეგ მისი მდგომარეობა “განსაკუთრებით სერიოზულია” – თავდაცვის მინისტრი

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თავდასხმისას მიყენებული ჭრილობების შედეგად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა “განსაკუთრებით სერიოზულია”. პრემიერის მოადგილემ და თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა ეს განცხადება გააკეთა ბრატისლავაში, 15 მაისს. შინაგან საქმეთა მინისტრის, მატუშ ესტოკის თქმით, თავდამსხმელს “პოლიტიკური მოტივი” ამოძრავებდა. 15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ რობერტ […]

კახა კალაძე – ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ – ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?

ჩვენ არ ვართ კოლონია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა აშშ-სთან პარტნიორობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, საქართველომ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია, თუმცა ეს ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს. „რა გვინდა ახლა, ვიღაცის თავდახრილი მონები ვიყოთ? – არა, ღირსეული ხალხი ვართ, გვიყვარს ჩვენი […]

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე კლდის მასა ჩამოწვა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცალკეულ მონაკვეთზე კლდის მასა ჩამოწვა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოსული კლდოვანი მასის გაწმენდითი სამუშაოების წარმოების გამო, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“,- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში აქციის მონაწილეებმა ხიდი გადაკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა

ბათუმში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციაში მონაწილეებმა ყოროლის წყლის ხიდი პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გადაკეტეს. მცირე სიტყვიერი დაპირისპირება იყო სამართალდამცავებსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის, თუმცა ვითარება მალევე განიმუხტა. აქციის მონაწილეები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ. ისმის შეძახილები “არა რუსულ კანონს”. ახალგაზრდების განცხადებით, საპროტესტო მსვლელობას ბათუმში გააგრძელებენ.

„დონორების რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა აქვთ“ – კახა კალაძე

„მინდა ყველას ვუთხრა – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ – უკრაინიზაცია საქართველოში ვერ მოხდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პროცესები, რაც დღეს საქართველოში ხდება, ერთი ერთში არის იმ პროცესების ანალოგი, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა. მისივე თქმით, დღეს არის მცდელობა, რომ „დონორების რევოლუცია“ მოაწყონ. „გადავხედოთ წარსულს, […]

ფულადი გზავნილები შემცირდა – ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა ჩაირიცხა

2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 24,8%-ით შემცირდა და 278,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის აპრილში – 370,340 მლნ აშშ დოლარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული. რაც შეეხება გადარიცხვებს, სებ-ის ინფორმაციით წელს აპრილში საქართველოდან 30,438 მლნ აშშ დოლარი გადარიცხა, წინა […]

“ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს” – აშშ, ევროკავშირი და 14 ევროპული ქვეყანა

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ევროკავშირის და 14 ქვეყნის [ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო] საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ავრცელებს განცხადებას საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის მიღების შესახებ. მათი განცხადებით, მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა “საგანგაშო […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – წავაწყდით შემთხვევებს, როდესაც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ წარმოადგენს

წავაწყდით შემთხვევებს, როდესაც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ წარმოადგენს , – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას. კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „თქვენ საქართველოს პარლამენტის სპიკერი გააკრიტიკეთ, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო სწორედ იქცეოდა, როდესაც უგულებელყოფდა ევროპელი მეგობრების თხოვნას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, განაცხადეთ, რომ ეს […]

მდინარე ცხენისწყალმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამორიყა

ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამორიყა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარი დღეს საღამოს, რვა საათზე ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, გაუჩინარებული 27 წლის ანი პაპავაა. მას ახლობლები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს ის ქუთაისში დააფიქსირეს, საიდანაც მისი კვალი გაქრა.