მიშელი კობახიძესა და ზურაბიშვილს “აგენტების კანონზე” ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მიშელის საუბრის შესახებ რადიო თავისუფლებას ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა უთხრა, რომ ორივე საუბრისას, დისკუსია ფოკუსირებული იყო იმ შესაძლო გზების პოვნაზე, რითაც “უცხოური გავლენის შესახებ კანონის” ირგვლივ მოსახლეობის წუხილი დაიძლეოდა. წყაროს თანახმად, საუბრის დროს, პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განსაკუთრებულ როლს, საქართველოში პოლარიზაციის გადალახვაში და მადლობა გადაუხადა ამ მიზნისთვის გაწეული ძალისხმევისთვის. ამასთან, […]
კალაძე ევროპელი მინისტრების აქციაზე მისვლაზე: ეს არის პირდაპირი მტრობა

თბილისის მერი კახა კალაძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ევროპელი დიპლომატების მისვლას “მტრობას” უწოდებს. “გარედან არის მცდელობა, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, რევოლუცია. ამის მაგალითი არის თუნდაც ის უცხოელები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ და პირდაპირ აქციაზე გავიდნენ. ამაზე დიდი ლუსტრაცია რა უნდა იყოს. ეს არ არის მეგობრობა, ეს არის პირდაპირ მტრობა, ეს არის პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა ქვეყანაში”, – […]
პრეზიდენტი სახალხო დამცველს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, „რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები განიხილეს“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სახალხო დამცველმა პრეზიდენტს საპროტესტო აქციებზე დაკავებულებისა და სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ბათუმში აქციის მონაწილეებმა ხიდი და მთავარი ესტაკადა გადაკეტეს

ბათუმში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციაში მონაწილეებმა ყოროლის წყლის ხიდი პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გადაკეტეს. მცირე სიტყვიერი დაპირისპირება იყო სამართალდამცავებსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის, თუმცა ვითარება მალევე განიმუხტა. აქციის მონაწილეები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ. ისმის შეძახილები “არა რუსულ კანონს”. აქციის მონაწილეებმა ასევე გადაკეტეს მთავარი ესტაკადა.
აქციის მონაწილეები “ოცნების” ოფისთან მივიდნენ და ხორუმს ცეკვავენ [video]

ანტირუსული აქციის მონაწილეები 15 მაისის საღამოს “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ, სადაც ათობით პოლიციელი დახვდათ. ახალგაზრდები პოლიციის წინ ხორუმს ცეკვავენ. სტუდენტები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს გმირთა მოედნამდე, რომელიც მცირე ხნით გადაკეთეს. მერე გაემართნენ პარლამენტთან, სადაც აქციის მონაწილეებს სამი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმართეს, გვიან ღამით კი “ოცნების” ოფისთან მივიდნენ, სადაც პოლიციაა მობილიზებული.
შევკრათ ქალაქის გასწვრივ ერთიანი ჯაჭვი – გია ხუხაშვილი ახალი იდეით გამოდის

გია ხუხაშვილის იდეა მიმდინარე საპროტესტო აქციების გამრავალფეროვნებისთვის. “შემიძლია შემოგთავაზოთ შემდეგი: შევკრათ ქალაქის გასწვრივ ერთიანი ჯაჭვი, რომელსაც ერთი ბოლოდან მშობლები, ბებია-ბაბუები ავკინძავთ, მეორე ბოლოდან ჩვენი შვილები. შევუერთდებით ერთმანეთს, მაგრად ჩავჭიდებთ ხელს, შევკრავთ ერთიან დამუხტულ წრედს და გავუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს მარადიულ ენერგიას.”- წერს ხუხაშვილი.
გაბრიელუს ლანდსბერგისი: ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია

“ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა უკრაინას 2014 წელს და ამჟამად აწარმოებს ომს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჩვენი ვალდებულებაა მათ წინაშე, ვინც თავისუფლებას აფასებს, რომ ამ პარტიას ვებრძოლოთ და ეს ომი მოვიგოთ”, განაცხადა თბილისში ყოფნისას გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა […]
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოსული კლდოვანი მასის გაწმენდითი სამუშაოების წარმოების გამო, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. მას შემდეგ, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების ნაწილმა “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლა, პარლამენტთან მომიტინგეთა მცირე ნაწილი რჩება. ისმის შეძახილები: “საქართველო!”. ცნობისთვის, აქციის მონაწილეების ნაწილი ახლაც “ქართული ოცნების” ოფისთან იმყოფება და პროტესტს იქ განაგრძობს.
ამ ქვეყანას ვერ მივცემთ კუბილიუსებს და მსგავსი ტიპის ევროპარლამენტარებს – კახა კალაძე

„წარმოიდგინეთ, ჩვენ, ხელისუფლებას რომ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა და დაგვეშვა შეცდომა, მივერთებოდით სანქციებს, გაგვეხსნა მეორე ფრონტი ქვეყანაში, დღეს სად ვიქნებოდით? ჯოჯოხეთი იქნებოდა საქართველოში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მაშინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და ამით ქვეყანას ომი აარიდა. „გავიხსენოთ, […]