დიმიტრი ქუმსიშვილის ციფრული ბანკი ზარალზეა – როგორია „პეისერას“ ფინანსური მაჩვენებლები

საქართველოში პირველი ციფრული ბანკი „პეისერა“ 325 764 ლარის ზარალზეა. ორგანიზაციის 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ბანკს 11.6 მლნ ლარის აქტივი აქვს, ხოლო ვალდებულებები 3.9 მლნ ლარს შეადგენს. „პეისერას“ საპროცენტო შემოსავალი 95 661 ლარი, ხოლო საპროცენტო ხარჯი 4885 ლარია. გასულ წელს ციფრულ ბანკს ხელფასების სახით მილიონ ლარამდე აქვს გაცემული, ხოლო ჯამში ადმინისტრაციულმა ხარჯმა 1.4 […]

ვლადიმერ პუტინი – რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არ არის კონიუნქტურული და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას განაცხადა. „ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები არ იყოს კონიუნქტურული და არავის წინააღმდეგ იყოს მიმართული. ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიო საქმეებში დღეს ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია საერთაშორისო […]

ISW: რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში 8 კილომეტრით წინ წაიწიეს

უკრაინის ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილზე ინტენსიური შეტევის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა წინ წაიწიეს რუსეთის საზღვრიდან არაუმეტეს 8 კილომეტრის მანძილზე. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს. რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთზე სახმელეთო შეტევა 10 მაისს დაიწყეს. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, სამხედრო ოპერაციის ტემპი შენელდა მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ძალებმა დაიკავეს რაიონები, რომლებიც უკრაინის ოფიციალური […]

ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტს პეკინში საზეიმო ვითარებაში დახვდნენ და მის პატივსაცემად სპეციალური ცერემონია მოეწყო. ამის შემდეგ პუტინი ჩინელ კოლეგას სი ძინპინს შეხვდა, რა დროსაც ჩინეთის პრეზიდენტმა მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჩინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. […]

იოავ გალანტი ბენიამინ ნეთაჰიანუს – უარი თქვით ღაზაში ისრაელის სამხედრო, სამოქალაქო მმართველობაზე – ამას არ დავუშვებ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, საჯაროდ გამოაცხადის, რომ ისრაელი არ გეგმავს ღაზაში სამოქალაქო და სამხედრო მმართველობის აღებას. „კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო: არ დავთანხმდები ღაზაში ისრაელის სამხედრო მმართველობის დამყარებას. ასევე, ისრაელმა არ უნდა დაამყაროს სამოქალაქო მმართველობა ღაზაში. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, მიიღოს გადაწყვეტილება და განაცხადოს, რომ ისრაელი არ დაამყარებს სამოქალაქო კონტროლს ღაზას […]

საფრანგეთი ახალ კალედონიაში, სადაც არეულობას 4 ადამიანი ემსხვერპლა, საგანგებო მდგომარეობას აწესებს

საფრანგეთმა განაცხადა, რომ ახალ კალედონიაში, სულ მცირე 12 დღით, საგანგებო მდგომარეობას დააწესებს. საფრანგეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ორი დღის წინ დაწყებულ საპროტესტო აქციებს, რომელიც ხმის მიცემის წესებში ცვლილებების განხორციელებას მოჰყვა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. მთავრობის პრესსპიკერის, პრისკა თევენოს თქმით, საგანგებო მდგომარეობის დაწესება მიზნად ისახავს დაძაბულობის განმუხტვას. საფრანგეთის უმაღლესი კომისიის ცნობით, არეულობის […]

სლოვაკეთის ვიცე-პრემიერი – პრემიერ რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის და გარემოს დაცვის მინისტრის, ტომას ტარაბას განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. “ვფიქრობ, გადარჩება, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – ციტირებს ტარაბას რამდენიმე მედიასაშუალება. შეგახსენებთ, გუშინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, […]

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციიით, ვიზიტი ორ ეტაპიანი ქნება: 16 მაისს პუტინი პეკინში გაატარებს, 17 მაისს კი ხეილუნძიანის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს, ჰარბინს ეწვევა. პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, პირველი დღის პროგრამა, სავარაუდოდ, ძალიან საინტერესო იქნება და, პირველ რიგში, ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის კომუნიკაციას მოიცავს. მისივე ინფორმაციით, პუტინისა […]

მეუფე ზენონი: ახალგაზრდებო, სამშობლოსთვის გულანთებულო ლამპრებო, დღეგრძელი ჰყავდით მშობლებს

ახალგაზრდებო, სამშობლოსათვის უანგარო, გულანთებულო ლამპრებო! დღეგრძელი ჰყავდით თქვენს მშობლებს. გაიხარეთ! ვაჟა- ფშაველას სიტყვებია: “არ დაეკარგვის ამაგი, ვინც სამშობლოსა უვლისა; ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი”.

უკრაინის გენშტაბი ხარკოვის რეგიონში უკან დახევის შესახებ იტყობინება – ბლინკენი კიევს სამხედრო დახმარებას დაჰპირდა

რუსეთის არმიის მასირებული თავდასხმის გამო უკრაინის ჯარები მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ და როგორც უკრაინის გენშტაბი იტყობინება ფეისბუკის გზით, უკრაინის ქვედანაყოფებმა უკან დაიხიეს ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან. ცნობით, მიზანი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რომ რუსეთის ჯარმა რამდენიმე პუნქტი დაიკავეს, რაც უკრაინულმა მხარემ ნაწილობრივ უარყო. შექმნილი ვითარების გამო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადო თავისი ვიზიტი […]