მიხეილ სარჯველაძე – C ჰეპატიტის მიმართულებით ქვეყანას არაჩვეულებრივი შედეგები აქვს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები […]
“რუსეთმა ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო” – პაპუაშვილი მინისტრებს აკრიტიკებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბალტიის ქვეყნების მინისტრებს გუშინ აქციაზე მისვლის გამო აკრიტიკებს. ის Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ “ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში”. პაპუაშვილი მინისტრებს “დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობის […]
„ნაკლებად სავარაუდოა, პოლიტიკური სიტუაცია წლის ბოლომდე დასტაბილურდეს. შესაბამისად, ეს ნამდვილად არ მოახდენს დადებით გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე“ – თემურ ბასილია

„ნაკლებად სავარაუდოა, პოლიტიკური სიტუაცია წლის ბოლომდე დასტაბილურდეს. შესაბამისად, ეს ნამდვილად არ მოახდენს დადებით გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე“ – თემურ ბასილია ნაკლებად სავარაუდოა, პოლიტიკური სიტუაცია წლის ბოლომდე დასტაბილურდეს. შესაბამისად, ეს ნამდვილად არ მოახდენს დადებით გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ფინანსისტმა თემურ ბასილიამ „კომერსანტთან“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების […]
„ჩინეთი ყოველთვის იქნება კარგი მეზობელი, კარგი მეგობარი რუსეთის საერთო ინტერესებისთვის“ – სი ძინ პინი

„ჩინეთი ყოველთვის იქნება კარგი მეზობელი, კარგი მეგობარი რუსეთის საერთო ინტერესებისთვის“ – სი ძინ პინი ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავს. სი ძინ პინის განცხადებით, ჩინეთი ყოველთვის იქნება რუსეთისთვის კარგი პარტნიორი. „ჩინეთი ყოველთვის იქნება კარგი მეზობელი, კარგი მეგობარი რუსეთის საერთო ინტერესებისთვის, გავაგრძელოთ მეგობრობის განტმკიცება ორ ხალხს შორის. ვიმუშავოთ ერთად, რათა […]
მაკალისტერი, კალიურანდი და მიკსერი ევროკომისიას: გადაიხედოს EU-საქართველოს ურთიერთობა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ მორიგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. “ჩვენ ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოური აგენტების კანონის” მიღების გამო. ძლიერ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მმართველმა უმრავლესობამ ადამიანის უფლებების […]
აქციაზე პარლამენტის დამცავი ჯებირის დაზიანებისთვის შსს-მ 2 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ო.ო. და წარსულში ნასამართლევი 2001 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 მაისს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად […]
იან კელი დასავლელ დიპლომატებს: არ შეხვიდეთ მოლაპარაკებებში ქართულ ოცნებასთან

შესანიშნავი რჩევა დიპლომატებს ქართულ ოცნებასთან ურთიერთობისთვის – საფუძველი დასავლელი დიპლომატებისთვის ისევე ცხადი და მარტივია, როგორც მაშინ, როცა აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს დიპლომატები აფრთხილებდნენ “არ მიულოცო პუტინს არალეგიტიმურ არჩევნებში გამარჯვება”. ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს ახლა უნდა ვურჩიოთ, რომ არ შევიდნენ მოლაპარაკებებში ქართულ ოცნებასთან
ილუზიონისტ დევიდ კოპერფილდს 16 ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ცნობილ ილუზიონისტ დევიდ კოპერფილდს სექსუალურ ძალადობასა და შეუსაბამო ქცევაში 16 ქალი ადანაშაულებს. ბრალმდებლების თქმით, შემთხვევები 1980-იანი წლებიდან 2014 წლის ჩათვლით ხდებოდა. მომჩივანთა ნახევარზე მეტის განმარტებით, ძალადობის მომენტისთვის ისინი 18 წელს მიღწეულები არ იყვნენ. ზოგის თქმით, ისინი მხოლოდ 15 წლისები იყვნენ, თუმცა კოპერფილდს შესაძლოა მათი ზუსტი ასაკი არ ცოდნოდა. 4 ქალი ამტკიცებს, […]
რაზე ისაუბრა შარლ მიშელმა ზურაბიშვილთან და კობახიძესთან – ფორმულას წყარო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერმინისტრთან ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის შემდეგ ევროკავშირიდან ფორმულას წყაროსთვის ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებს შორის კონსულტაციცებს იწყებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა უპასუხოს გაერთიანებამ რუსული კანონის გამო საქართველოში შექმნილ ვითარებას. საქართველომ არ უნდა გარისკოს საკუთარი ევროპული […]
კალაძე: აქციაზე ევროპელი პოლიტიკოსების მისვლა უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევაა

სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ. ამის საუკეთესო მაგალითი გუშინდელი აქცია იყო, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები მივიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ. ეს უცხო ქვეყნის საქმეებში პირდაპირი ჩარევაა. როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს, პირობითად, ერევანში, ან იტალიაში და ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა მიიღოს. ეს არის ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ. […]