კობახიძემ 17 მაისი დასვენების დღედ გამოაცხადა, მაგრამ არა ყველასთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 მაისი დასვენების დღედ გამოაცხადა, მაგრამ არა ყველასთვის. 17 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მსვლელობას აწყობს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით. კობახიძის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ, სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის […]
დროებითი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 19 და 23 წლის პირები დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პოლიციამ რუსული კანონის საწინაარმდეგო აქციების კიდევ ორი მონაწილე დააკავა სისხლის სამართლის ბრალდებით. უწყების განცხადებით, 19 წლის ო.ო-ს და 23 წლის ს.მ-ს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანება. ბრალდება მათ პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირის მიზანმიმართულად დაზიანებას ედავება: „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული […]
„სტუდენტების გაფიცვას ხელს არ შევუწყობთ“ – ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხელს არ შეუწყობს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ სტუდენტთა გაფიცვას – ამის შესახებ რექტორმა დავით გურგენიძემ უთხრა უნივერსიტეტთან მისულ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ 36 უნივერსიტეტს შორის, რომლებმაც განაცხადეს, რომ „ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს“. „არ შეიძლება გაფიცვა. როცა იქნება საშუალება, [გაფიცულ სტუდენტებს] აღუდგენენ ლექციებს, როგორც იქნება ამის […]
ორი ადამიანი დააკავეს 14 მაისს პარლამენტთან აქციაზე ჯებირის დაზიანების ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ნივთის დაზიანების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. დანაშაული თავისუფლების 6 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება 14 მაისს თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს მოქმედებას. შსს-ს თანახმად, მათ სხვებთან ერთად პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს როგორც ფიზიკური ძალის, ასევე რკინის ნივთის გამოყენებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების […]
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ისევ ეცემა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები ისევ ეცემა. 16 მაისს, ვაჭრობის გახსნის შემდეგ შემცირდა როგორც „საქართველოს ბანკის“ და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე „საქართველოს კაპიტალის“. „საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ფასი 0.24%-ით შემცირდა და თბილისის დროით, 11:30 საათისთვის, ერთი აქციის ღირებულება 40.95 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.859 მილიარდი სტერლინგია. „თიბისი ბანკის“ (TBC PLC) […]
გლდანში პატარა ტბის რეაბილიტაცია მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება – კახა კალაძე

„გლდანში პატარა ტბის რეაბილიტაცია მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამას გარდა, დედაქალაქის მერმა თეთრ ტბასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებზეც ისაუბრა. „გლდანში მდებარე პატარა ტბის ირგვლივ არსებული სივრცის მოწესრიგება დავიწყეთ. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება. გარდა ამისა, გლდანში არის დიდი (თეთრი) ტბა, რომელსაც აქვს პრობლემა – შეინიშნება […]
ვერავინ უნდა შეძლოს ყოველ წელს რევოლუციების მოწყობის მცდელობა – კახა კალაძე

„ვერავინ უნდა შეძლოს ყოველ წელს რევოლუციების მოწყობის მცდელობა“, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არ არის მეგობრობა და პარტნიორობა. „ეს არ არის მეგობრობა. ეს არ არის პარტნიორობა. როცა ერთი ხელით კარგ პროექტებს გვიფინანსებენ და მეორე ხელით, შავი ფულით, რომელიც არ ჩანს და დაფარულია ხდება რევოლუციების და ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება. როცა […]
როგორ შეიძლება ჩვენ გვინდოდეს რუსეთი? – კახა კალაძე

„დაფიქრდით, ადამიანურად, მეგობრულად გთხოვთ ყველას, შეუძლებელია ჩვენ ვიყოთ მხარეები და ვუპირისპირდებოდეთ ერთმანეთს. რადგან მთავარი სულისკვეთება – ევროპა ყველასთვის საერთოა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შეუძლებელია ქართულ ოცნებას უნდოდეს ევროპა, რადგან თუკი რაიმე წარმატებას მოვაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. „როგორ შეიძლება ჩვენ გვინდოდეს რუსეთი? როგორ შეიძლება მე […]
სამშობლოს სიყვარული იწყება ოჯახიდან – კახა კალაძე

„სამშობლოს სიყვარული იწყება ოჯახიდან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო მოგვიწოდებს, ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე. „სამშობლოს სიყვარული იწყება ოჯახიდან. საქართველოს საპატრიარქო მოგვიწოდებს, ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე. ხვალ 12 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში შეიკრიბება და პარაკლისის შემდეგ გაიმართება მსვლელობა. ვისაც სურვილი ექნება, შეგიძლიათ […]
14 მაისს, პარლამენტთან აქციის დროს ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით შსს-მ ორი პირი დააკავა

14 მაისს, პარლამენტთან აქციის დროს ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით შსს-მ ორი პირი დააკავა 14 მაისს, პარლამენტთან აქციის დროს ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული […]