პრემიერი – ომი, რომელიც წარიმართება უკრაინაში, საფრთხეს უქმნის ევროპისა და შავი ზღვის ფუნდამენტური უსაფრთხოების არქიტექტურას

ომი, რომელიც წარიმართება უკრაინაში, საფრთხეს უქმნის ევროპისა და შავი ზღვის ფუნდამენტური უსაფრთხოების არქიტექტურას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. „უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, გვქონდა საუბარი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ომზე, რომელიც წარიმართება უკრაინაში, რაც საფრთხეს უქმნის ევროპისა და შავი ზღვის ფუნდამენტური უსაფრთხოების არქიტექტურას. აქვე, […]

ირაკლი კობახიძე – მივესალმეთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაწყებულია საზღვრის დელიმიტაციის პროცესი – საქართველო მზად არის გააგრძელოს წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. პრემიერის თქმით, საქართველო მიესალმება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, დაწყებულია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ორ სახელმწიფოს შორის საბოლოოდ გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება. […]

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის, კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას

დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის. კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას. ასევე, გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. თურქეთის […]

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მე-12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მე-12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენი ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრებთან ერთად არის ჯგუფში და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან 18 ივნისს, დორტმუნდში – ორივეს წარმატებას ვუსურვებ

ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „ჩვენი შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადოების […]

აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის” ფორმატში, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს – მაია ხაჯიშვილს მოუსმინეს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მაია ხაჯიშვილის განცხადებით, უწყების ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რაც სხვადასხვა მიმართულებით მეტი პროგრამისა და პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა. შესაბამისი განცხადება მინისტრმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მოუსმინეს. მაია ხაჯიშვილის განცხადებით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის, მოსწავლეთა ტრანსპორტირების, წახალისების, შემოქმედებითი, სპორტული, კულტურული […]

ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებასა და სატრანზიტო ფუნქციაზე, დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. შეხვედრისას […]

ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებული პატივია, ვსტუმრობდე პრეზიდენტ ერდოღანს, ნამდვილ ლიდერს, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთის და თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს – თქვენი ლიდერობა სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისთვის

განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუბარი ასევე შეეხო უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნებას. „ჩემთვის […]

ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი […]

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარე – ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე მოვლენებს, დაშინებისა ან ძალადობის შესახებ ნებისმიერ ცნობას შეშფოთებით ვუყურებთ

ჩვენი ასამბლეის წევრები ყურადღებით აკვირდებიან თბილისში მიმდინარე მოვლენებს და დაშინებისა ან ძალადობის შესახებ ნებისმიერ ცნობას შეშფოთებით უყურებენ, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლუსი პოტუჩკოვამ განაცხადა. „ხაზს ვუსვამთ, რომ სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ეუთო-ს ყველა წევრის საკვანძო ვალდებულებებია, მათ შორის საქართველოსი, რომ უზრუნველყოფთ დემოკრატიის ყველა პრინციპისა […]