“ხაზარაძე-ჭუტიკა კეზერა-გვარამია! წყალს წაუღია საქართველო, ოღონდ პატრონებს აამონ” – ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ქვეყანა ეკონომიურ შოკშია! ლარი საათობრივად უფასურდება! ტვპირველი. რას არ იკადრებს ჰომოსაპიენსი, როდესაც ქვეყანა არა სამშობლო, არამედ მხოლოდ ასპარეზია! არჩევანი კი მამონა! ხაზარაძე-ჭუტიკა კეზერა-გვარამია! წყალს წაუღია საქართველო, ოღონდ პატრონებს აამონ!“ – წერს ხაინდრავა.

“მათ სურთ, უკრაინამ გაიმარჯვოს ისე, რომ რუსეთი არ დამარცხდეს” – ზელენსკი

ჩვენს პარტნიორებს ომში რუსეთის მარცხის ეშინიათ, იმიტომ რომ მსოფლიო გეოპოლიტიკისთვის ამას წინასწარგანუჭვრეტელი შედეგები ექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა. „ჩემი აზრით, პარტნიორებს ომში რუსეთის მარცხის ეშინიათ. მათ სურთ, უკრაინამ გაიმარჯვოს ისე, რომ რუსეთი არ დამარცხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამის შედეგები წინასწარგანუჭვრეტელი იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე განცხადებით, ასეთი მიდგომა არ მუშაობს. ზელენსკი […]

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ქაშვეთის ეკლესიასთან ხალხი იკრიბება

თბილისში, ქაშვეთის ეკლესიასთან, შეკრება დაიწყეს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა და მათი მოწოდებით – მოსახლეობის ნაწილმა. ისინი დღეს, 17 მაისს, „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს“ აღნიშნავენ. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა. როგორც ცნობილია, ამ დღის აღსანიშნავად იკრიბებიან რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქში. 17 მაისის შესახებ 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო […]

ქაშვეთის ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები იკრიბებიან, მმართველი გუნდის წევრები მივიდნენ

წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები იკრიბებიან, მმართველი გუნდის წევრები მივიდნენ. კერძოდ, ადგილზე იმყოფებიან პრემიერი ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრები. ქაშვეთის ტაძარში მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირიც. ქაშვეთის ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ სამების […]

ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ

ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ. სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. მომლოცველებმა ხატებითა და გალობით აბაშიძის ქუჩაზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან გადაინაცვლეს. სასულიერო პირები მემორიალთან გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს აღავლენენ. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

საფრანგეთში პოლიციამ მოკლა შეიარაღებული კაცი, რომელიც სინაგოგის დაწვას ცდილობდა

საფრანგეთში, ქალაქ რუანში, პოლიციამ შეიარაღებული კაცი მოკლა, რომელიც სინაგოგისთვის ცეცხლის წაკიდებას აპირებდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მოკლულს თან დანა და რკინის ნაჭერი ჰქონდა. როდესაც ის პოლიციელების მიმართულებით დაიძრა, ერთ-ერთმა ოფიცერმა ესროლა. რუანის მერი ამბობს, რომ თავდასხმა სინაგოგაზე მხოლოდ ებრაელთა თემზე არ ასახულა და მომხდარმა მთელი ქალაქი შოკში ჩააგდო. შინაგან […]

ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? – კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ

აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, საქართველოს ნაკრების ყოფილი და ბრატისლავის “სლოვანის” ამჟამინდელი თავკაცი ვლადიმირ ვაისი დაინიშნოს. ამის შესახებ ვეტერანმა აზერბაიჯანელმა ფეხბურთელმა რაუფ ალიევმა Azerisport.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა. “ფეხბურთის ფედერაცია ახალი მწვრთნელის გამოცხადებას აგვიანებს, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. შესაძლოა, მოლაპარაკებას ვერ ახერხებენ. მჯერა, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება. რამდენიმე […]

დაშინებისა და ძალადობის შესახებ ნებისმიერი ცნობა შემაშფოთებელია — პოტიჩკოვა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლუსი პოტიჩკოვა საქართველოში რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თბილისში მიმდინარე აქციების ფონზე განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა, ეუთოსთვის უმთავრესი პრინციპებია. „ჩვენი ასამბლეის წევრები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და დაშინებისა და ძალადობის შესახებ ნებისმიერი ცნობა შეშფოთებით განიხილება. […]

ანტირუსული აქციის მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ანტირუსული აქციის მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მას 13 მაისის ანტირუსულ აქციაზე პოლიციელისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმას ედავება. მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარეს სურდა ოკმელაშვილის გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ, თუნდაც ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით. „წარმოდგენილი იყო შაბლონური შუამდგომლობა, აბსოლუტურად ვერანაირი არგუმენტი […]

მედეა ჩახავას დაბადებიდან 103 წელი გავიდა – გენიალური მსახიობის ნაკლებად ცნობილი ფოტოები და ოჯახური ამბები – Marao

ცნობილი მსახიობი, მედეა ჩახავა 1921 წლის 15 მაისს დაიბადა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დედის შესახებ სოციალურ ქსელში მაკა მახარაძმაც დაწერა: მედეა ჩახავა როდესაც საუბარს ვიწყებთ ოჯახურ დინასტიაზე ხელოვნებაში, მე პირადად, და ალბათ, სხვებსაც, სწორედ ეს ადამიანი გაახსენდება, ყველაზე დიდი და მთავარი დამაკავშირებელი რგოლი ყველაზე დიდი დინასტიისა. ამ ოჯახში ყველა წარმატებული და განსაკუთრებულად საყვარელი სახეა საზოგადოებისათვის.­ ამ […]