შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე აშშ-ის მოქალაქე დერილ შოლცი არ დაუკავებიათ და ის არც დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყოლიათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, დერილ შოლცი არ დაუკავებიათ და ის არც დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყოლიათ გადაყვანილი. აღნიშნული განცხადებით, უწყება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ დერილ შოლცი აქციების არც ერთი ლოკაციიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას სამედიცინო დაწესებულებებში არ გადაუყვანია. „გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედია […]
პუტინი ზელენსკის პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ძალაუფლების ლეგიტიმურობაზე საუბრობს. მას ჩინეთში ვიზიტისას, 17 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, იყო თუ არა პრობლემა ის, რომ უკრაინა არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას. მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, უკრაინაში რუსეთის ჯარი კიდევ ერთხელ შეიჭრა, ქვეყანაში საომარი ვითარებაა გამოცხადებული. ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის ვადა ოფიციალურად ამ თვეში იწურება. […]
180 დაკავებულიდან 93 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 15 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების ნახევარზე მეტი, რომლებიც აპარატის თანამშრომლებმა მოინახულეს, სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. „სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. [მათგან] 93 პირი მიუთითებდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე“, – წერია სახალხო დამცველის გავრცელებულ ინფორმაციაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ 71-მა ადამიანმა ითხოვა […]
ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება – საგარეო უწყება

მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვა ყოველწლიურად ზუსტად 26 მაისს არ ხდება. მათივე ცნობით, წელსაც 70-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 30-მდე საელჩოს მიღების გამართვა სხვადასხვა რიცხვში აქვს დაგეგმილი. […]
„ქვეყანაში მიმდინარე რყევებმა 274 000 ლარის ჯავშნები გაგვიუქმა“ – ასტორია ჯგუფი

„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო სასტუმროების ქსელ „ასტორიას“ თბილისის სასტუმროებში 274 000 ლარის ჯავშნები გაგვიუქმდა.“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ „ასტორია ჯგუფის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭიღლაძემ უთხრა, მისი თქმით ტურისტების ნაკადზე გავლენა მოახდინა ისრაელში არსებულმა დაძაბულობამაც. „არა მარტო ასტორიას ჯგუფში შემავალი სასტუმროები, თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმროებიც იგივე გეტყვით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განსაკუთრებით ჩვენ სექტორს დაეტყო, […]
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გაუქმდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღებები საზღვარგარეთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყნებში საგარეო უწყების მითითებით გააუქმეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ტელევიზიები, მთავარი და ფორმულა ავრცელებდნენ წერილებს, რომელიც მათი თქმით, ესტონეთში, ბულგარეთსა და ბელგიაში საქართველოს საელჩოებმა და აშშ-ში, სან-ფრანცისკოს საკონსულომ გაუგზავნა მიღებაზე დაპატიჟებულ ქართველ მიგრანტებს – ამ წერილების მიხედვით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები […]
საფრანგეთში პოლიციამ მოკლა პირი, რომელმაც რუანის სინაგოგას ცეცხლი წაუკიდა

საფრანგეთის პოლიციამ მოკლა შეიარაღებული პირი, რომელმაც დღეს, 17 მაისს, ქალაქ რუანში მდებარე სინაგოგას ცეცხლი წაუკიდა და პოლიციელს დანით დაემუქრა. აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივმა პროკურორმა განაცხადა. ხანძრის შედეგად სინაგოგა მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. “შეიარაღებული პირი როგორღაც სინაგოგაზე აცოცდა და მოლოტოვის კოქტეილის მსგავსი ნივთი მთავარ სალოცავში შეაგდო”. – თქვა ქალაქის მერმა ნიკოლა მაიერ-როსინიოლმა. 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის […]
ყველა განვითარებული ქვეყანა ამ მინისტრებს ქვეყნიდან პანღურებით გაჰყრიდა! – კალაძე აქციაზე მისულ ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებზე

„ეს არის შეურაცხყოფა. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს ხელს მოჰკიდებდა და პანღურებით ქვეყნიდან გაყრიდა – ჩვენ დღეს ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი გავაძლიეროთ, ასეთი დამოკიდებულება, რაც ვნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, ვერცერთმა ვერ გაბედოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც […]
შარმანაშვილი უარყოფს, რომ შესული შესწორების გამო, კანონი ფიზიკურ პირებსაც შეეხებათ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ თენგიზ შარმანაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო, რედაქტირებულ ვარიანტში ტერმინი „პირი“ არ გულისხმობს ფიზიკურ პირს. „ცხრაასჯერ იქნა განმარტებული, რომ ფიზიკური პირი არანაირ კავშირში არ არის ამ საქმიანობასთან. უკვე წარმოუდგენელია, რომ ეს კითხვა წარმოიშვა. არანაირ ფიზიკურ პირს ეს არ ეხება. თუ რამე […]
კახა კალაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე – მუქარები და შანტაჟი ყველამ თავისთვის დაიტოვოს – ამ ტონით თავის მოსახლეობას ესაუბროს!

ეს მუქარები და შანტაჟი ყველამ თავისთვის დაიტოვოს, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნას განცხადება, რომელიც არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედოს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ტონით თავის მოსახლეობას ესაუბროს. „ჩვენ არ ვიმსახურებთ იმას, რომ ვიღაცამ, თუნდაც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა […]